[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Xerox

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Xerox
ტიპი საზოგადო
დარგი საინფორმაციო ტექნოლოგია
დაფუძნდა 18 აპრილი, 1906; 118 წლის წინ (1906-04-18)
დამაარსებელი ჯოსეფ უილსონი
ჩესტერ კარლსონი
სათავო ოფისი ნორუოლკი, კონექტიკუტი, აშშ
პროდუქცია პრინტერები, სკანერები
შემოსავალი 10.265 მილიარდი აშშ დოლარი (2017)[1]
მთლიანი შემოსავალი 570 მილიონი აშშ დოლარი (2017)[1]
სუფთა მოგება 195 მილიონი აშშ დოლარი (2017)[1]
თანამშრომელი 35,300 (2017)[1]
საიტი xerox.com

Xerox Corporationამერიკული კორპორაცია, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ასლგადამღები აპარატურის მწარმოებელი, რომელიც ემსახურება 160-ზე მეტ ქვეყანას მსოფლიოში.[2] კომპანია დაარსდა 1906 წელს ქალაქ როჩესტერში, სახელწოდებით Haloid. თავდაპირველად კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ფოტოქაღალდის წარმოება. 1938 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ნიუ-იორკში, ჩესტერ კარლსონის მიერ იქნა მიღებული პირველი ქსეროგრაფიული გამოსახულება, თუმცა თავდაპირველად ახალმა გამოგონებამ ვერავითარი პრაქტიკული გამოყენება ვერ ჰპოვა. 1944 წელს გამომგონებელს დაუკავშირდნენ ამერიკული კომპანია Battelle Memorial Institute-ს წარმომადგენელები და შესთავაზეს თანამშრომლობა. ახალ სავაჭრო ნიშნად შერჩეულ იქნა სიტყვა „ქსეროქსი“ (ბერძნული სიტყვა „ქსეროს“ — მშრალი, იგულისხმებოდა საღებავი, რომელიც მშრალი ფხვნილის სახით გამოიყენებოდა ქსეროგრაფიის პროცესში). 1950 წელს გაყიდვაში გამოჩნდა ქსეროგრაფიული ასლგადამღები აპარატის პირველი სერიული მოდელი, რომელმაც მიიღო სახელწოდება Model A. ნახევარი საუკუნის მანძილზე კომპანია ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს მსოფლიო ბაზარზე. 2017 წლის მონაცემებით, კორპორაციის წლიურმა ბრუნვამ 10 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.[1]

  • David Owen, Copies in Seconds: How a Lone Inventor and an Unknown Company Created the Biggest Communication Breakthrough Since Gutenberg—Chester Carlson and the Birth of the Xerox Machine, Simon & Schuster, 2004, ISBN 978-0-7432-5117-4.
  • Charles D. Ellis, Joe Wilson and the Creation of Xerox, Wiley, 2006, ISBN 978-0-471-99835-8.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Xerox Corporation 2017 Annual Report (Form 10-K). U.S. Securities and Exchange Commission (იანვარი, 2018).
  2. Xerox Annual Report 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-06. ციტირების თარიღი: 2018-07-07.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Xerox&oldid=4309853“-დან