მსოფლიოს მასშტაბით, კონსოლის რეალიზაციას ახდენდნენ სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის Creatronic და Videojet.[2]სამხრეთ ამერიკაში (ძირითადად ბრაზილიაში), Creatronic-ს ვერსიას დისტრიბუციას უწევდა Cougar USA (Cougar Boy-ის სახელწოდების ქვეშ). მიუხედავად ამისა, Cougar Boy აშშ-ში არ გამოსულა. კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 60 ევროს.[3]
Mega Duck-ის კარტრიჯები თითქმის Watara Supervision-ის იდენტურია, თუმცა ზომით ოდნავ პატარაა.[4] ასევე შესამჩნევი მსგავსებაა შიდა ტექნიკური კუთხითაც. თუმცა Supervision-ის LCD ეკრანი Mega Duck-ის ეკრანზე საკმაოდ დიდია.[5] კონსოლზე განთავსებული იყო ხმის/კონტრასტის მარეგულირებელი, კონტროლერის ღილაკები (მიმართულების 4 ღილაკი, A, B, Select და Start), ჩაშენებული დინამიკი და კონექტორი. იგი მოიხმარდა Zilog Z80-ის ცენტრალურ პროცესორს 4.194304 მჰც ტაქტური სიხშირით, 16 KB ოპერატიულ მეხსიერებას, ოთხცალ AA ბატარეას და 300 მილიამპერ AC ადაპტერს. საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი იყო 30-მდე ვიდეო თამაში.[2]