[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ქორე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქორე (ბერძ. χορεῖος, სიტყვასიტყვით — საცეკვაო, სათამაშო), ტროქე (ბერძ. τροχαῖος, სიტყვასიტყვით — მორბენალი) — ორმარცვლიანი ტერფი. ანტიკურ ლექსთწყობაში ქორეს პირველი მარცვალი გრძელია, მეორე — მოკლე (– ◡). სილაბურ-ტონურსა და საკუთრივ ტონურ ლექსთწყობაში ქორეს პირველი მარცვალი მახვილიანია, მეორე — უმახვილო (–́ ◡). ქორე ქართული ლქესის მეტრული სქემის ერთ-ერთი ძირითადი ტერფია. მაგ., რვატერფიანი ქორე:

შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა (შოთა რუსთაველი).

პროსოდიული სქემა:

–́ ◡ –́ ◡/ –́ ◡ –́ ◡// –́ ◡ –́ ◡/ –́ ◡ –́ ◡

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქორე&oldid=3929775“-დან