ტრაქეიანები
იერსახე
ტრაქეიანები | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||
| |||||||
ლათინური სახელი | |||||||
Tracheata | |||||||
|
ტრაქეიანები (Tracheata ან Atelocerata) — ხმელეთის (ან წყალში საცხოვრებლად მეორეულად გადასული) ფეხსახსრიანების ქვეტიპი. თავი ტანისაგან მკაფიოდაა გამოყოფილი. აქვთ 1 წყვილი ულვაში და 3 წყვილი ყბა. სუნთქავენ ტრაქეებით, ზოგჯერ კანით ან, როგორც ეს წყალში საცხოვრებლად გადასული მწერების მატლებს აქვთ, ტრაქეალური ლაყუჩებით (სხეულის კედლების გამონაზარდები, რომლებშიც აღწევს ტრაქეების ბრმა მორჩები). ტრაქეიანებს ეკუთვნის მრავალფეხიანები და მწერები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 42.