ომბალო
იერსახე
ომბალო | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Mentha pulegium | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 164256 | ||||||||||||||
|
ომბალო (Mentha pulegium) — მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. მისი სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები.
საქართველოში ველურად ბევრგანაა გავრცელებული, უფრო მეტად კი დასავლეთში, მაგრამ კულტურულად ყველგან მოჰყავთ. ომბალო ყინვაგამძლეა, აქვს სწორმდგომი, მწვანე, ოდნავ შებუსული, ოთხწახნაგოვანი ღერო, 46 სმ-მდე სიმაღლისა.
ფოთოლი მარტივია, მომრგვალო ან მოგრძო-ოვალური, ფერად მუქი მწვანეა. იზრდება ჭარბტენიან ნიადაგებზე. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად. დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, განსაკუთრებით ყვავილობისას. კულინარიაში იყენებენ ნედლად და გამხმარს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რობაქიძე თ., ქსე, ტ. 7, გვ. 525, თბ., 1984