კასტრი
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
კასტრი ინგლ. Castries | |||
| |||
ქვეყანა | სენტ-ლუსია | ||
კოორდინატები | 14°01′00″ ჩ. გ. 60°59′00″ დ. გ. / 14.01667° ჩ. გ. 60.98333° დ. გ. | ||
დაარსდა | 1650 | ||
ფართობი | 79 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 2±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 61 341 კაცი (2001) | ||
სიმჭიდროვე | 776,5 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 67 000 | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.castriescitycouncil.org/ | ||
კასტრი (ინგლ. Castries) — სენტ-ლუსიის დედაქალაქი. 2001 წლის 5 დეკემბრის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა შეადგენს 10 634 ადამიანს, მთლიანად აგლომერაციაში კი ცხოვრობს 37 963 ადამიანი. ეს ქალაქი მოქცეულია ამავე სახელწოდების ოლქის შემადგენლობაში და წარმოადგენს მის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქის ფართობი შეადგენს 79 კმ²-ს. კასტრი მდებარეობს ისეთ ტერიტორიაზე სადაც ხშირია წყალდიდობები, ამჟამად ეს პრობლემა ქალაქში ნაწილობრივ მოგვარებულია.
ეს ტერიტორია პირველად ფრანგების მიერ იქნა აღმოჩენილი 1650 წელს, რომლებმაც მას პირველად „კარენეიჟი“ უწოდეს, მაგრამ უკვე 1756 წელიდან, ამ დასახლებას კასტრი ეწოდა. 1803-1844 წლებში, კასტრის სიახლოვეს ბრიტანელებმაც დაიწყეს თავიანთი დასახლებული პუნქტის შექმნა. 1844 წელს აქ ცხოვრობდა 4000 ადამიანი, არსებობდა კარიბის აუზის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავსადგური.
ამჟამად კასტრში საკმაოდაა განვითარებული ტურიზმი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Interactive tour of St. ტურიზმის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2010-07-15 საიტზე Wayback Machine.
- Worldaware Lesson plan on Castries დაარქივებული 2012-12-24 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links