Skip to main content
  • Seu, Law, Faculty Memberadd
  • 02.2020 - Present - Vice-Rector for Scientific Research of  Georgian National University (SEU) 02.2020 - Present - Pr... moreedit
  • Supervisoredit
In today’s turbulent global landscape, characterized by crises, pandemics, and conflicts, the fundamental human rights and principles often find themselves relegated to the background. This interdisciplinary paper delves into the pivotal... more
In today’s turbulent global landscape, characterized by crises, pandemics, and conflicts, the fundamental human rights and principles often find themselves relegated to the background. This interdisciplinary paper delves into the pivotal role of local self-government in shaping a nation’s trajectory towards European integration, shedding light on the challenges it faces and presenting viable solutions.
Recognizing the indispnsable nature of local self-government in the
lives of citizens, this study explores its constitutional significance, particularly in alignment with Chapter 9 of Georgia’s Constitution. With a strong focus on enhancing citizen participation and addressing public needs, the paper advocates for a balanced distribution of governance powers between central
and local authorities. It underscores the importance of decentralization, democratization,
and the efficient functioning of local self-government systems
in effectively addressing localized concerns. Through an in-depth analysis,
this research offers a comprehensive understanding of these critical facets, taking into account their implications in our ever-evolving global landscape.
By reiterating the significance of upholding human rights and democratic
principles at the local level, this paper contributes to the broader discourse on the sustainable development and integration of nations in an increasingly complex world. The aim of the article, in general, is to make clear to the readers and the narrow professional community the importance of the role of local self-government in the process of democratization, which is largely due to the activity of the local civil society. The article, based on the competence of its
authors (law and economics), relies on an interdisciplinary research method. This means that legal and economic theories regarding the democratization of local self-government are discussed in a complex manner. Therefore, the discussion about the issue, as well as the conclusions and recommendations are not only presented in a narrow context, but it also reflects the legal and economic synthesis of the development of local self-government. Based on interdisciplinary research, the article uses sources such as international and
national legal acts, economic judgments and definitions belonging to leading scholars in the field.
Keywords
Local Self-Government, European Integration, Decentralization, Devolution,
Democratization
The right to property is of special importance in a modern democratic society. In addition to its legal dimension, it has a political, social and, to some extent, moral dimension as well. That is why, when understanding the right to... more
The right to property is of special importance in a modern democratic society. In addition to its legal dimension, it has a political, social and, to some extent, moral dimension as well. That is why, when understanding the right to property, it is impossible to ignore its multifaceted nature. The social function of property especially well represents its role in shaping such important values for modern society, as social justice, general economic equality and fair social policy.

The article discusses the essence of the provision – “ownership obliges”, the historical development of the idea of the social function of the property right in the light of the philosophy of law, as well as the entry in the fi rst Constitution of Georgia, which refl ects the social understanding of property, i.e., its social chaining theory. The present article discusses the notion of the social function of property rights. In addition, the article
in general terms, compares the practice and approaches of the Constitutional Court of Georgia and the Constitutional Court of the Federal Republic of Germany regarding the social chaining eff ect of ownership.

In conclusion, the article supports the idea that the social function of property determines the guarantees of individual property rights, although, at the same time its limitations, which considers the social function of property as an institution, as well as the entire social order in the state.
საკუთრების უფლებას თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გარდა მისი სამართლებრივი განზომილებისა, მას აქვს პოლიტიკური, სოციალური და, დარკვეულწილად, მორალური განზომილებაც. სწორედ ამიტომ საკუთრების... more
საკუთრების უფლებას თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გარდა მისი სამართლებრივი
განზომილებისა, მას აქვს პოლიტიკური, სოციალური და,  დარკვეულწილად, მორალური განზომილებაც. სწორედ ამიტომ საკუთრების უფლების გააზრებისას შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს მისი მრავალწახნაგოვნება. საკუთრების სოციალური ფუნქცია კი,  განსაკუთრებით კარგად, წარმოსახავს მის როლს თანამედროვე
საზოგადოებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის, როგორებიცაა – სოციალური სამართლიანობა, ზოგადი ეკონომიკური თანასწორობა და სამართლიანი სოციალური პოლიტიკა.  სტატიაში განხილულია დებულების „საკუთრება ავალდებულებს“  არსი, საკუთრების უფლების სოციალური ფუნქციის იდეის ისტორიული განვითარება სამართლის ფილოსოფიის ჭრილში, ასევე, პირველი ქართული კონსტიტუციის ჩანაწერი, რომელიც საკუთრების სოციალური გაგების, მისი სოციალური ბოჭვის თეორიის გამოხმაურებაა.  წარმოდგენილ სტატიაში მსჯელობაა საკუთრების უფლების სოციალური ფუნქციის შინაარსის შესახებ. გარდა ამისა, სტატია ერთმანეთს ზოგადად ადარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკას და მიდგომებს საკუთრების სოციალურ ბოჭვასთან დაკავშირებით.
დასკვნის სახით, სტატია ამყარებს იდეას, რომ საკუთრების სოციალური
ფუნქცია განაპირობებს ინდივიდუალური საკუთრების უფლების
გარანტიებს, თუმცა, იმავდროულად, მის შეზღუდვას, რომელიც მოიაზრებს მთლიანად საკუთრების, როგორც ინსტიტუტის სოციალურ ფუნქციას და ასევე მთელ სოციალურ წესრიგს სახელმწიფოში.
Majority of the countries around the world declared a state of emergency to confront the COVID-19 pandemic, including Georgia and Switzerland. Although each nation adopted an individual method of fighting the pandemic, resulting in full... more
Majority of the countries around the world declared a state of emergency to confront the COVID-19 pandemic, including Georgia and Switzerland. Although each nation adopted an individual method of fighting the pandemic, resulting in full or partial as well as short-term and long-term states of emergency, the pandemic has certainly become the main factor hindering social, economic and political activities around the globe. A great number of citizens are finding themselves to have gone either into self-isolation or quarantine in order to prevent themselves from contracting the virus. These processes, on the one hand, are related to the prevention of the spread of the virus, but on the other, to confining many people in common space with potential abusers. Correspondingly, the authors of the present study found it interesting to observe the patterns of reaction adopted by Georgia and Switzerland to face the actual challenges, whether or not the methods of fighting against women and domestic violence have changed, and what specific problems have been identified. The study serves to outline the problems, to assess the increased risks of violence and to ultimately evaluate the measures implemented to prevent the increase of violence in the two countries mentioned above. Finally, the article will evaluate and summarize the required measures and develop the recommendations that could possibly be applied in times of crisis. The study given in the article was conducted under the Swiss international mobility project MOVETIA as well as with the
COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მათ შორის იყო საქართველო და შვეიცარიაც. სხვადასხვა სახელმწიფო, მართალია, სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა პანდემიას და შესაბამისად საგანგებო მდგომარეობაც... more
COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მათ შორის იყო საქართველო და შვეიცარიაც. სხვადასხვა სახელმწიფო, მართალია, სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა პანდემიას და შესაბამისად საგანგებო მდგომარეობაც სრული ან ნაწილობრივი, გრძელ ან მოკლევადიანი ვადით გვხვდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ პანდემია მთელს მსოფლიოში სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საქმიანობის შემაფერხებელი უმთავრესი ფაქტორი გახდა.მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვირუსით დაინფიცირების პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფება. ეს პროცესები ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების პრევენციას, მეორე მხრივ კი, უამრავი ადამიანის პოტენციურ მოძალადესთან
ერთ სივრცეში იზოლირებას უკავშირდება. შესაბამისად კვლევის ავტორებისთვის, საინტერესო იყო, თუ როგორ რეაგირებდა ორი
საკვლევი სახელმწიფო (საქართველო და შვეიცარია) არსებულ გამოწვევებზე. შეიცვალა თუ არა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლოს მეთოდები და კონკრეტულად რა
პრობლემები გამოიკვეთა. კვლევა ემსახურება პრობლემების გამოკვეთას, შეფასებას ძალადობის გაზრდილი რისკების შესახებ და საბოლოოდ ძალადობის ზრდის პრევენციის მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შეფასებას ორ დასახელებულ ქვეყანაში.


საბოლოოდ კი, სტატიაში შეფასდება და შეჯამდება საპასუხო ღონისძიებები და გამოიკვეთება რეკომენდაციები, რომლებიც კრიზისულ მდგომარეობაში იქნა ან ვერ იქნა განხორციელებული, და ჩამოყალიბდება რეკომენდაციები.
სტატიაში დასახელებული კვლევა ჩატარდა შვეიცარიის საერთაშორისო მობილობის პროექტ „MOVETIA“ ფარგლებში. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-სა და შვეიცარიის აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით და მათი პროფესორების,
ექსპერტებისა და სტუდენტთა ჩართულობით. კვლევაში, გარდა სტატიის ავტორებისა ჩართული იყო პროფესორი ინა შანავა. ასევე, სტუდენტები მარიამ ესაიაშვილი, ანა ცირეკიძე, ნინა მალენ, დავიდ ზანიტი, ნიკოლაი ლაიბ და კრისტინა პასკოვი.
Majority of the countries around the world declared a state of emergency to confront the COVID-19 pandemic, including Georgia and Switzerland. Although each nation adopted an individual method of fighting the pandemic, resulting in full... more
Majority of the countries around the world declared a state of emergency to confront the COVID-19 pandemic, including Georgia and Switzerland. Although each nation adopted an individual method of fighting the pandemic, resulting in full or partial as well as short-term and long-term states of emergency, the pandemic has certainly become the main factor hindering social, economic and political activities around the globe. A great number of citizens are finding themselves to have gone either into self-isolation or quarantine in order to prevent themselves from contracting the virus. These processes, on the one hand, are related to the prevention of the spread of the virus, but on the other, to confining many people in common space with potential abusers. Correspondingly, the authors of the present study found it interesting to observe the patterns of reaction adopted by Georgia and Switzerland to face the actual challenges, whether or not the methods of fighting against women and dome...
Poverty is one of the biggest challenges for Georgia, which is directly related to the issues of employment and unemployment.1 The above-said, among other things, is confirmed by various sociological studies. According to the research,... more
Poverty is one of the biggest challenges for Georgia, which is directly
related to the issues of employment and unemployment.1 The above-said,
among other things, is confirmed by various sociological studies. According to the research, the vast majority of citizens name employment as the main problem. Also, based on the results of the study, in which the business was also involved, it can be said that what remains the main challenge for the country by 2021 is the high number of job seekers, unused work resources and the demand-supply imbalance of professions.
... Die uneingeschränkte Förderung meiner Ausbil-dung und die liebevolle Unterstützung meiner Eltern hat die Anferti-gung der vorliegenden Arbeit erst ermöglicht. Unermesslich ist der Beitrag meines Ehemannes Lasha Iarajuli zu dieser... more
... Die uneingeschränkte Förderung meiner Ausbil-dung und die liebevolle Unterstützung meiner Eltern hat die Anferti-gung der vorliegenden Arbeit erst ermöglicht. Unermesslich ist der Beitrag meines Ehemannes Lasha Iarajuli zu dieser Arbeit. ...
Aus dem Inhalt: ▪ Auf dem Weg zu einem menschenrechtlichen Schutz vor Abschiebung fur Schwerkranke? Anmerkungen zum Paposhvili-Urteil des EGMR ▪ Der EGMR und die Derogation von Menschenrechten – Werden Notstande zu akzeptierten... more
Aus dem Inhalt: ▪ Auf dem Weg zu einem menschenrechtlichen Schutz vor Abschiebung fur Schwerkranke? Anmerkungen zum Paposhvili-Urteil des EGMR ▪ Der EGMR und die Derogation von Menschenrechten – Werden Notstande zu akzeptierten Dauerzustanden in Zeiten des Terrorismus? ▪ EGMR: Wolter und Sarfert ./. Deutschland – Ungleichbehandlung ehelicher und nichtehelicher Kinder im Erbrecht
21-ე საუკუნის დასაწყისში, მიგრაციული მოძრაობის ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა, ერთი მხრივ, მიგრანტების უფლებათა დაცვა და სახელმწიფოთა მხრიდან მიგრაციის პროცესების რეგულირება, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი... more
21-ე საუკუნის დასაწყისში, მიგრაციული მოძრაობის ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა, ერთი მხრივ, მიგრანტების უფლებათა დაცვა და სახელმწიფოთა მხრიდან მიგრაციის პროცესების რეგულირება, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი უსაფრთხოების საკითხები და, ამასთანავე, შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონფლიქტებიც. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს მსოფლიოში დაახლოებით  მილიონამდე მიგრანტია, მათ შორის ლტოლვილი, დევნილი, თავშესაფრის მაძიებელი და იძულებით გადაადგილებული პირი, საკითხის აქტუალობის მიზეზი გასაგები გახდება. ბოლო ათწლეულში გაზრდილი გლობალური მიგრაციის შედეგად უცხოელები მასპინძელ ქვეყანაში ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი, სოციალურეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სხვა თვალსაზრისით განსაკუთრებით დაუცველები ხდებიან.
დღეს ევროპა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას განიცდის და მისი გამომწვევი მიზეზი ორი ფენომენია – ერთი მხრივ, ეროვნული გრძნობების განმტკიცება და, მეორე მხრივ, მოქალაქეობის ცნების „გადაგვარება“. ეს უკანასკნელი გამოიწვია იმან, რომ მრავალი უფლების მინიჭება უკვე აღარ არის დამოკიდებული მოქალაქეობის სტატუსზე. მიგრაციის პოლიტიკა ევროპის კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პოლიტიკური თემაა. განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, ერთი მხრივ, პოპულისტური და ნაციონალისტური იდეოლოგიის პარტიების პოპულარულობის ზრდა; მეორე მხრივ კი, ევროკავშირში გაჩნდა უამრავი სამოქალაქო ინიციატივა მიგრანტების მხარდასაჭერად. რადგან აღნიშნული საკითხი ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე ცხარე დისკუსიის თემა ხდება, მით უფრო მნიშვნელოვანია მისი მეცნიერული განხილვა, რომელიც იქნება პრობლემის ღრმად შესწავლაზე ორიენტირებული, ინტერდისციპლინური, სისტემური და არგუმენტირებული მსჯელობით გაჯერებული და, რა თქმა უნდა, გადაჭრის საუკეთესო გზაზე – შედეგზე ორიენტირებული.
ნაშრომში განხილულია საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების არჩევის, დანიშვნის, საქმიანობის წესები და პროცედურები.
Obwohl in Georgien die Europäische Konvention zum Schutz der Menschenrechte und Grundfreiheiten hierarchisch nach der Verfassung, dem Verfassungsgesetz und Verfassungsvertrag kommt, bekundet die georgische Verfassung, dass die nationale... more
Obwohl in Georgien die Europäische Konvention zum Schutz der Menschenrechte und Grundfreiheiten hierarchisch nach der Verfassung, dem Verfassungsgesetz und Verfassungsvertrag kommt, bekundet die georgische Verfassung, dass die nationale
Gesetzgebung – darunter auch die Verfassung – „den allgemein anerkannten Vorschriften und Prinzipien des internationalen Rechts“ entspricht. Auf die Frage, ob
sich die Verfassung oder „die allgemein anerkannten Vorschriften und Prinzipien  des internationalen Rechts“ in der Hierarchie des Verfassungsrechts auf der höchsten Position befinden, gibt es nicht nur in der georgischen, sondern auch in der ausländischen Rechtsliteratur unterschiedliche Meinungen. In dieser Hinsicht sind die
Meinungen einiger Autoren interessant. Sie behaupten, dass die im Artikel 7 der Verfassung vorgesehenen Menschenrechte und Freiheiten in Georgien direkt und unmittelbar anwendbar sind. Bei der Bestimmung
der Vorschriften und Prinzipien der Verfassung
sind das Volk und der Staat sowohl mit den allgemein anerkannten Menschenrechten und Freiheiten, als auch mit dem unmittelbar geltenden Recht eingeschränkt.
Der Autor meint, ungeachtet dessen, ob die allgemein anerkannten Menschenrechte und Freiheiten in dem innerstaatlichen Rechtsakt reflektiert sind, müssen sie durch den Staat geschützt sein. Jedoch bleibt eine
offene Frage: Was wird geschehen, wenn die Verfassungsnorm und die allgemein anerkannten Menschenrechte miteinander in Kollision geraten ?
Конституционализм развивается в границах динамичного процесса. Наряду с развитием в обществе социальных, политических, экономических или внешних процессов, Конституция подчас нуждается в пересмотре. В Конституцию Грузии со дня её принятия... more
Конституционализм развивается в границах динамичного процесса. Наряду с развитием в обществе социальных, политических, экономических или внешних процессов, Конституция подчас нуждается в пересмотре. В Конституцию Грузии со дня её принятия 24 октября 1995 года по сей день вошло 32 изменения. На протяжении её 22-х летнего существования, в этом году она в третий раз подверглась генеральной ревизии. Вообще, изменения естественны для Конституции такой развивающейся страны как Грузия, но в грузинском конституционализме укоренилась печальная тенденция подгонять систему под личные политические амбиции. Поэтому так важно не препятствовать изменению Конституции с помощью формальных, процедурных рычагов (например, путём сложного пересмотра), а по существу проверить соответствие всех изменений самой сути Конституции.
Именно поэтому грузинская версия «гарантии постоянства (неизменности)» была инициирована действующей Конституционной Комиссией.
Constitutionalism develops within the scope of a dynamic process. Along with the development of social, political, economic and foreign processes in the society, a constitution sometimes needs to be revised. The Constitution of Georgia,... more
Constitutionalism develops within the scope of a dynamic process. Along with the development of social, political, economic and foreign processes in the society, a constitution sometimes needs to be revised. The Constitution of Georgia, adopted on 24 August 1995, has been amended 32 times to date. Over the course of 22 years of its existence, the Constitution of Georgia goes through the general revision for the third time this year. In general, changes are natural for the constitution of a developing state such as Georgia, but, in Georgian constitutionalism, it has become an unfortunate tradition to adapt the country’s governance system to personal political ambitions. Hence, it is important that constitutional amendments are not hindered by formal/procedural leverages (for example, complex procedure for revision). On the contrary, contents of all amendments need to be examined in the light of the essence of the constitution.
Therefore, the State Constitutional Commission initiated the Georgian version of Guarantee of Eternity.
The development of the states in the modern world happens in steps with the global processes and taking the national identity into consideration. Often times, it is difficult for the states to follow this process of development... more
The development of the states in the modern world happens in steps with the global processes and taking the national identity into consideration. Often times, it is difficult for the states to follow this process of development maintaining the balance. The law should be the tool ensuring the optimal correlation of both– international and national – values. The observation on the cold war, its following period and the ongoing processes demonstrates that the states within the current globalisation cannot develop independently from other states and peoples. The problems facing the world, such as, for instance, environmental protection, the fight against terrorism and other threats can only be defeated with unity. The supranational union of states serves primarily the goal of resolving these global problems. The states unite in such international communities through giving up portion of their sovereignty. Giving up this " portion " of sovereignty sometimes means limiting constitutional, national identity. The control of national identity is the barrier between the national and international. Nowadays the main challenge of the modern state is to be a dignified member of the international community and maintain national identity of its constitution.
Research Interests:
ნაშრომი - ძირითადი უფლებები კომენტარი, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ, თითოეული ძირითადი უფლების კომენტარს. წიგნის სტრუქტურა აგებულია ადამიანის უფლებათა კომპლექსური ბუნების გათვალისწინებით და განხილულია... more
ნაშრომი - ძირითადი უფლებები კომენტარი, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ, თითოეული ძირითადი უფლების კომენტარს.

წიგნის სტრუქტურა აგებულია ადამიანის უფლებათა კომპლექსური ბუნების გათვალისწინებით და განხილულია მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ასპექტები, როგორც მართლმსაჯულების პრაქტიკის, ისე მიმდინარე სამეცნიერო დისკურსის ფართო კონტექსტში.

ნაშრომში გამოყენებულია 400-ზე მეტი სამეცნიერო ლიტერატურა და გადამუშავებულია 2000 -მდე საერთაშორისო და ეროვნული სასამართლო პრაქტიკა.

წიგნის ავტორები არიან სამართლის დოქტორი, პროფესორი ბესიკ ლოლაძე და სამართლის დოქტორი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

წიგნის სამეცნიერო რედაქტორია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა.
წიგნი მომზადდა და გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
მოცემული ნაშრომი გახლავთ საქართველოს სოციალური სამართლის სახელმძღვანელოს გამოცემის პირველი მცდელობა, დამოუკიდებელ საქართველოში. სოციალური სამართლის დარგის მსგავსად, იგი ორი, ზოგადი და კერძო, ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში... more
მოცემული ნაშრომი გახლავთ საქართველოს სოციალური სამართლის სახელმძღვანელოს გამოცემის პირველი მცდელობა, დამოუკიდებელ საქართველოში. სოციალური სამართლის  დარგის მსგავსად, იგი ორი, ზოგადი და კერძო, ნაწილისაგან შედგება.
პირველ ნაწილში განმარტებულია დარგის სპეციფიკა, სოციალური სამართლის რეგულირების სფერო, შესაბამისი ტერმინები და წყაროები. ასევე, განხილულია სოციალური სამართალის იდეური და ისტორიული განვითარება. სამართლებრივი სოციალური სახელმწიფოს იდეა მიმოხილულია არამხოლოდ სამართლებრივ, არამედ ინტერდისციპლინარულ ჭრილში. დეტალურადაა განხილული ის სოციალური უფლებები, რომელიც კონსტიტუციურ სამართლებრივ რანგშია აყვანილი. ასევე განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოში სოციალური უფლების დაცვის სპეციფიკა. პირველი ნაწილი ასევე მოიცავს სოციალური სამართლის ევროპულ განზომილებასაც.
ნაშრომის მეორე ნაწილი კი ეხება კონკრეტული სოციალური დაცვის კონკრეტულ სფეროებს, სოციალური დაცვის სხვადასხვა უწყებრივ და ტერიტორიულ საკითხებს, შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფის საკანონმდებლო რეგულირებას,  ასევე, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების სასამართლოსადმი მიმართვას და სხვა  პროცესუალურ საკითხებს.
წინამდებარე ნაშრომი შედგენილია იმგვარად, რომ სტუდენტმა თანმიმდევრულად და სისტემურად შეძლოს სოციალური სამართლის სფეროს საფუძვლიანი შესწავლა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნაშრომი განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ იგი საინტერესოა ამ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მკვლევარებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისა და სოციალური სამართლის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის. 
ისე როგორც ყველა  ნაშრომი სამართლის სფეროში, აღნიშნული სახელმძღვანელოც დროთა განმავლობაში მოითხოვს განახლებას აქტუალური საკითხებითა და საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად. შესაბამისად, იგი აქტუალურია, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით.
ნაშრომზე იმუშავეს სამმა ავტორმა, პროფესორებმა პაატა ტურავამ, ანა ფირცხალაშვილმა და ეკატერინე ქარდავამ.
სოციალური სამართლის სახელმძღვანელო მეგზურობას გაუწევს დაინტერესებულ  პირებს სოციალური სამართლის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლისას და საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობაში.
წინამდებარე ნაშრომი მომზადდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამეცნიერო-კვლევი- თი ინსტიტუტის მხარდაჭერით. წიგნი გამოიცა სსიპ – შოთა რუსთაველის საქართვე- ლოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭე- რით,... more
წინამდებარე ნაშრომი მომზადდა გრიგოლ რობაქიძის
უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამეცნიერო-კვლევი-
თი ინსტიტუტის მხარდაჭერით.
წიგნი გამოიცა სსიპ – შოთა რუსთაველის საქართვე-
ლოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭე-
რით, ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიე-
რო გრანტის ფარგლებში. გრანტის ნომერი FR-19-19619,
პროექტის სახელწოდება: სოციალური და ეკონომიკური უფ-
ლებების დაცვა საქართველოში.
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული
სამეცნიერო ფონდი არ არის პასუხისმგებელი ტექსტის სის-
წორეზე, მის შინაარსსა და ავტორების მიერ გამოხატულ მო-
საზრებებზე.
სოციალური მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის უმნიშვნე- ლოვანესი მექანიზმია. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღე- ბის შემდეგ დღის წესრიგში დადგა სოციალური მუშაობის სამარ- თლის, როგორც დისციპლინის განვითარება. კანონის... more
სოციალური მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის უმნიშვნე-
ლოვანესი მექანიზმია.
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღე-
ბის შემდეგ დღის წესრიგში დადგა სოციალური მუშაობის სამარ-
თლის, როგორც დისციპლინის განვითარება. კანონის მიღების შემ-
დეგ დაგეგმილია საფუძვლიანი რეფორმის ჩატარება სოციალური
მუშაობის სფეროში. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს იმ რთული სა-
მართლებრივი კონსტრუქციების გასაგები, მარტივი და იმავდრო-
ულად აკადემიური ენით გადმოცემას, რომელიც კანონშია ჩადე-
ბული.
სახელმძღვანელო, პირველყოვლისა ორიენტირებული სოცი-
ალური მუშაკებისათვის, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ინდი-
ვიდებთან და ზრუნავენ მათ კეთილდღეობაზე. ასევე, სახელმძღვა-
ნელო სოციალური მუშაობის სამართლის სფეროში მნიშვნელოვა-
ნი ნაბიჯი იქნება ყველა იმ პრაქტიკოსისთვის, რომელიც „სოციალ-
ური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით არის დაინტერესე-
ბული, მათ შორის ადვოკატები, მოსამართლეები, სამართალდამცა-
ვები და სხვა. ეს სახელმძღვანელო დაინტერესებული სტუდენტე-
ბისა და აკადემიური წრეებისთვის იძლევა შესაძლებლობას სამეც-
ნიერო კუთხით დაინახონ სოციალური მუშაობის სამართლის ძი-
რითადი თავისებურებები.
წიგნის "საკონსტიტუციო მართლმსაჯულება" ავტორები არიან ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე და ანა ფირცხალაშვილი. ნაშრომის სამეცნიერო რედაქტორია ანა ფირცხალაშვილი. ნაშრომი შედგენილია იმგვარად, რომ სტუდენტმა თანმიმდევრულად და სისტემურად შეძლოს... more
წიგნის "საკონსტიტუციო მართლმსაჯულება" ავტორები არიან ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე და ანა ფირცხალაშვილი. ნაშრომის სამეცნიერო რედაქტორია ანა ფირცხალაშვილი.
ნაშრომი შედგენილია იმგვარად, რომ სტუდენტმა თანმიმდევრულად და სისტემურად შეძლოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სფეროს საფუძვლიანი შესწავლა. იგი განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ის საინტერესოა ამ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებელთათვის, მეცნიერების, პრაქტიკოსი იურისტებისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულებით დაინტერესებული სხვა პირებისათვის.
ნაშრომი შეიქმნა  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, სეუ-ს სამეცნიერო - კვლევითი გრანტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის ხელშეწყობით. მისი მხარდამჭერია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.  წიგნის გამოცემა  განხორციელდა სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (Nr: SP-21-989) ფარგლებში.
The book is compiled for law students, professors working in the field, scientists, practicing lawyers, and others interested in Constitutional Adjudication. The book aims to comprehensively present the main issues of Constitutional Adjudication.
წინამდებარე სახელმძღვანელო თავს უყრის და პრაქტიკულ ჭრილში მიმოიხილავს ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს, რომლებზეც დგას საჯარო სამსახური და რომელიც არის თითოეული მოხელისა და თუ საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა პირის საქმიანობის... more
წინამდებარე სახელმძღვანელო თავს უყრის და პრაქტიკულ  ჭრილში მიმოიხილავს ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს, რომლებზეც დგას საჯარო სამსახური და რომელიც არის თითოეული მოხელისა და თუ საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა პირის საქმიანობის განმსაზღვრელი და წარმმართველი. ასევე წარმოჩენილია საჯარო მმართველობის განხორციელების დიაპაზონი, სახელმწიფო სტრატეგიული ხედვით დაწყებული, თანამედროვეობისა და მოდერნიზაციის გამოწვევებით დამთავრებული, ეროვნული თუ საერთაშორისო დანიშნულება და მისი კონ- კრეტული ასპექტები, როგორიცაა, საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა და მისი განმახორციელებელი სუბიექტები.

პრინციპებიდან გამომდინარე და მათთან კავშირში წიგნში ასევე ძალიან პრაქტიკულად არის განხილული მოხელის ყოველდღიური საქმიანობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, მოქმედების სწორი ფორმის შერჩევა, საკითხის შესაბამისი და სათანადო წარმოების ფორმის გამოყენება და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 2018
რამოდენიმე მეთოდოლოგიური რჩევა ავტორისაგან კონსტიტუციაში გარანტირებული ძირითადი უფლებები გადმოცემის ზოგადი, აბსტრაქტული მანერით გამოირჩევა. ზოგჯერ კი კონსტიტუციით გარანტირებული ეს ღირებულებები პათეტიკურიც კი გვეჩვენება. მაშინ, როცა... more
რამოდენიმე მეთოდოლოგიური რჩევა ავტორისაგან

კონსტიტუციაში გარანტირებული ძირითადი უფლებები გადმოცემის ზოგადი, აბსტრაქტული მანერით გამოირჩევა. ზოგჯერ კი კონსტიტუციით გარანტირებული ეს ღირებულებები პათეტიკურიც კი გვეჩვენება. მაშინ, როცა ადამიანის ძირითადი უფლებები პრაქტიკაში რეალიზდება, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ იმპლემენტირდება, ან სასამართლოს მიერ განიმარტება აშკარა ხდება, რომ აუცილებელია ძირითადი უფლების დარღვევის შემთხვევების დეტალური შემოწმება. თანამედროვე სამართლის მეცნიერებაში უფლების სავარაუდო დარღვევის შემოწმების (კაზუსის ამოხსნის) რამდენიმე მეთოდი არის დამკვიდრებული. ძირითად უფლებებში კაზუსის ამოხსნა ეფუძნება ლოგიკურ მსჯელობას, არგუმენტაციის სიმყარესა და დასაბუთებულ დასკვნებს.

გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე სამართლის მეცნიერებათა შესწავლა არ ეყრდნობა მხოლოდ წმინდად თეორიული სწავლების მეთოდს. მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია სამართლებრივი საკითხების პრაქტიკული გადაჭრის უნარის განვითარება. სამართლებრივი თეორიების და კონკრეტული რეგულაციების სრულყოფილი ცოდნის მისაღებად აუცილებელია სტუდენტმა იგი კონკრეტული მაგალითების, შემთხვევების დამუშავებისა და გადაწყვეტის პარალელურად შეისწავლოს. სწორედ ამისათვის არსებობს კაზუსის ამოხსნისათვის დადგენილი მეთოდიკა. მისი ცოდნა ხელს უწყობს სტუდენტს ყურადღების მიღმა არ დარჩეს მნიშვნელოვანი და საგულისხმო საკითხები. შემუშავებული მეთოდი მართალია ვერ შეავსებს თეორიული ცოდნის დეფიციტს, მაგრამ იგი დაეხმარება სტუდენტს, რომ მისი ცოდნა გამოყენებული იქნეს სწორად და მივიდეს დასაბუთებულ დასკვნამდე.

კაზუსის ამოხსნისას უპირველეს ყოვლისა საჭიროა
კაზუსის ფაბულის (მოცემულობის/პირობის) სწორი
და ნეიტრალური გააზრება. ამ ეტაპზე ხდება სამართლებრივი
პრობლემის იდენტიფიცირება და არა ამ პრობლემატიკის
ინტერპრეტაცია, ანალიზი ან შეფასება მკითხველის მიერ. მისი სათანადო გაგების გარეშე ვერ მოხდება მსჯელობა სწორი მიმართულებით და ვერც საკვანძო კითხვაზე იქნება პასუხი ადექვატური. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საფუძვლიანად იყოს გაგებული თვით კაზუსის ფაბულა, რათა ბოლომდე
სწორად წარიმართოს მსჯელობა. ფაბულის სწორად
გაგება შესაძლოა ვარაუდის სახითაც დაზუსტდეს. მაგალითად
შემდეგი ფორმულირებით: დასადგენია, საქართველოს
მთავრობის დადგენილება „ტყით სარგებლობის
ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების
შესახებ“ შეესაბამება, თუ არა საქართველოს კონსტიტუციას.
მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი კონცენტრირებული
იყოს კაზუსში დასმულ საკვანძო კითხვაზე პასუხის
განსაზღვრაზე და არა თემის ირგვლივ ზოგად მსჯელობაზე.
თუ ამოცანა არასწორად იქნა გაგებული, ბუნებრივია
დასკვნა ვერ იქნება მართებული. შესაძლოა
კაზუსის ამოხსნა (დასმული კითხვიდან გამომდინარე)
სარჩელის მხოლოდ დასაშვებობით შემოიფარგლებოდეს,
ან კითხვა სადავო ნორმის მხოლოდ ფორმალური
კონსტიტუციურობის დადგენას ითხოვდეს. იმ შემთხვევაში,
თუ კითხვა ზოგადია, (მაგალითად დაადგინეთ
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა) კაზუსში, მაშინ
პირველ ეტაპზე დგინდება სარჩელის საკონსტიტუციო
სასამართლოში დასაშვებობა, შემდეგ ეტაპზე
განხილული უნდა იქნეს იყო, თუ არა ჩარევა ძირითადი
უფლებით დაცული სფეროში, ბოლოს კი გაანალიზებული
იქნეს სადავო ნორმის ფორმალური და მატერიალური
შესაბამისობა კონსტიტუციასთან თანაზომიერების
პრინციპის მიხედვით.

კაზუსის ამოხსნა ძირითად უფლებებში გამოირჩევა იმით, რომ იგი სამართლის სხვა დარგებთან შედარებით ნაკლებადაა ფაქტობრივ გარემოებებზე ორიენტირებული. კაზუსის ამოხსნისას დგინდება ნორმატიული აქტის ფორმალური, ან მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან. ფორმალური შესაბამისობისას განხილულია სადავო (შემზღუდავი აქტის) ფორმალური მხარე. მაგალითად, თუ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს, რომ საკუთრების ჩამორთმევა ორგანული კანონით დადგენილი წესით უნდა მოხდეს, მოწმდება, თუ რამდენად არის ნორმატიული აქტი ორგანული კანონი. გარდა ამისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს, სასამართლოს მიერ კონსტიტუციით დადგენილი მიღების/გამოცემის ფორმალური წესის და პროცედურების შემოწმებას. მატერიალური შემოწმებისას კი გამოიყენება ე.წ. თანაზომიერების პრინციპი.
კაზუსის ამოხსნის მიზანია სწორედ საბოლოო დასკვნის შედგენა, რომელიც ცალსახად ასკვნის სადავო ნორმის (ან ნორმების) საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად დასაშვებობას და კონკრეტულ, ლოგიკურ არგუმენტებზე დაყრდნობით ადგენს მის კონსტიტუციასთან შესაბამისობას. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო დასკვნაში პასუხი იქნეს გაცემული ყველა საკვანძო კითხვაზე.
ევროპული კავშირის მსგავსი პოლიტიკური ინტეგრაცია და გეოპოლიტიკური ერთიანობა დღეს მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენად განიხილება. მასში დამკვი-დრებული ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები უნიკალური ღირებულებით სისტემად განიხილება. მონოგრაფია... more
ევროპული კავშირის მსგავსი პოლიტიკური ინტეგრაცია და გეოპოლიტიკური ერთიანობა დღეს მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენად განიხილება. მასში დამკვი-დრებული ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები უნიკალური ღირებულებით სისტემად განიხილება.
მონოგრაფია „ადამიანის უფლებათა დაცვის სტან-დარტები ევროპული კავშირის სამართალში“ ეძღვნე-ბა სამართლებრივ სიკეთეთა შორის ყველაზე მნიშვნე-ლოვანის - ადამიანის უფლებების დაცვას. სწორედ ეს უკანასკნელი არის ევროპული კავშირის, როგორც სუპრანაციონალური ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი და იმავდროულად მისი საფუძველი. ადამიანის უფლებათა მაღალი და ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება და შენარჩუნება არის ევროპული კავშირის იდეის არსი და მისი მომოძრავებელი ძალა. ერთი შეხედვით უდავო ჭეშმარიტება შესაძლოა ურთიერთ-წინააღმდეგობრივ ეფექტსაც კი იწვევდეს. საინტერესოა, ხომ არ უქმნის უფლებათა დაცვის ევროპული კავშირის სტანდარტი ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანის უფლებებს საფრთხეს? ევროპული კავშირის სტანდარტის შენარჩუნების მიზნებისათვის ხომ არ არის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა თანასწორობა ადამიანის უფლე-ბათა დაცვისათვის საფრთხის შემცველი?
უფრო კონკრეტულად კი - პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - უნდა გაუთანაბრდეს თუ არა ადამინის უფლებათა დაცვის ევროპული კავშირის სტანარტს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტები ან/და იმ წევრ სახელმწიფოთა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები, რომელთა სამართლე-ბრივი სისტემა ძირითადი უფლებების დაცულობით აღემატება ევროპული კავშირის სტანდარტებს? აქ ერთმანეთის საპირწონედ სხვადასხვა ღირებულებითი სისტემები დგანან: პირველი - ევროპული კავშირის, მეორე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და მესამე - ეროვნული იდენტობა.
თუ ევროპული კავშირის სამართლის ნორმებით დაცუ-
17
ლი ადამიანის უფლებათა სტანდარტები, ევროპული კონვენციისა და ეროვნულ სისტემებზე მაღალია, სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, დაუახლოვდ-ნენ ევროპულ სტანდარტს. ამ შემთხვევაში გამოსავალი ცალსახაა. თუმცა საკამათოა შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ან/და ევრო-პული კონვენციის სტანდარტი აღემატება ევროპული კავშირის სტანდარტებს. აღნიშნულზე დავა სამართლის ყველა სფეროში, მეცნიერებაში, სასამართლო პრაქტი-კაში, ევროპული კავშირის პოლიტიკის დონეზე აქტუ-ალურია. სწორედ ამ პრობლემის კვლევას ეძღვნება წარმოდგენილი მონოგრაფია. იგი ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლის და ევროპული კავშირის სამართლის შესწავლით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მეცნიერულ დისკურს ამ საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნული მონოგრაფია გამოიცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამე-ცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული პოლიტიკის განვითარების ტენდენციები“ ფარგლებში. მასში ჩართული იყო უნი-ვერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სამართლის სკოლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დოქტორანტები.
წარმოდგენილი კვლევა საინტერესოა სამართლის, საჯა-რო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფე-როში მოღვაწე მკვლევარებისთვის, იურისტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ევროპული სამართლით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლით დაინტერესებული პირებისათვის.