ქერქი
იერსახე
ქართული
[რედაქტირება]ქერქი
[რედაქტირება]ეტიმოლოგია
[რედაქტირება]პიე. *kwerkwu
წაკითხვა
[რედაქტირება]- ფონეტიკური ტრანსლიტერაცია (IPA): [kʰɛrkʰi]
- აუდიო მაგალითი: ქერქი ?
- დამარცვლა: ქერ·ქი, მრ. რ. ქერ·ქე·ბი,
- პარონიმები: ქერჩი
მნიშვნელობა
[რედაქტირება]➤ ქერქ-ი, ქერქ-ის(ა), მრავლობითი: ქერქ-ებ-ი, ქერქ-ნ-ი | ||||||||||||||||||||||||||||||||||
|
- გარეთა, ადვილად ასაძრობი ნაწილი ხისა (მცენარისა)
- მცენარეს გარეთ ქერქი აკრავს: ქერქს ქვეშ ცილაა, ცილის ქვეშ გული (იაკობ გოგებაშვილი)
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- ხილეულისა და მარცვლეულის გარეთა, მაგარი ნაწილი.
- ბატონი რომ სადილიდან ჩამორჩენილ ნესვის ქერქს მომიგდებდა, მაშინვე მუხლებზე საკოცნელად კინწისკვრით წამაბარბაცებდნენ (ილია ჭავჭავაძე)
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- მწერთა მაგარი, ხეშეში ტყავი (გაძრობილი)
- [აბრეშუმის] ჭია გამოძვრა თავისივე კანიდან და ძველი ქერქი მიწაზე დაანარჩუნა (იაკობ გოგებაშვილი)
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- რისამე გამაგრებული გარეთა მხარე.
- სად მჭადის ქერქი ეგდო, სად პურისა...(თედო რაზიკაშვილი)
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- ხინკლისა და მისთ. გარეთა ნაწილი.
- ქალები გაფაციცებით ხინკლის ქერქებს აკეთებდნენ და ბიჭები კიდევ გრძელ ხონჩებზე ... ახვევდნენ გაფაციცებით ხინკალს (ვაჟა-ფშაველა)
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- ➤ სინონიმები: კანი
წარმოებული ლექსიკა
[რედაქტირება]- ➤ წარმოებული სიტყვები: უქერქო, ქერქგამძვრალი, ქერქელა, ქერქიანი, ქერქისფერა, ქერქიჭამია, ქერქსაცლელი, ქერქგაცლილი, ქერქმაგარი, ქერქქვეშ, ქერქშიშველი
- ➤ შესიტყვებები: ტვინის ქერქი
- ➤ იდიომები: ქერქს იძრობს • გველის ქერქში გაძვრება • თავის ქერქში დადგება • თავის ქერქში არ ეტევა • შენს ქერქში ეგდე
თარგმანები
[რედაქტირება] ხის, მცენარის ქერქი (მნიშვ. 1)
|
წყაროები და რესურსები
[რედაქტირება]- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი 7, სვეტი 289, თბილისი, 1962 წელი.
- „ქერქი“ ქართული ენის განმარტებით ონლაინ-ლექსიკონში
- სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 2, თბილისი: „მერანი“, 1993, გვ. 220-222.