[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Vim

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Vim (/vɪm/, აბრევიატურა: ინგლ. Vi IMproved — „Vi გაუმჯობესებული“) — მძლავრი ტექსტური რედაქტორი, რომელიც არსებითად არის ბილ ჯოის მიერ Unix-ისთვის დაწერილი ტექსტური რედაქტორის Vi-ს კლონი. Vim-ის ავტორია ბრამ მოლენარი, რომელმაც რედაქტორი Vim დააფუძნა Amiga-ზე პორტირებული რედაქტორ Stevie-ის საწყის კოდზე და ვერსია საჯაროდ გამოაქვეყნა 1991 წელს. Vim განკუთვნილია როგორც ბრძანებათა სტრიქონის ინტერფეისით მუშაობისათვის, ასევე ავტონომიური აპლიკაციის სახით გრაფიკული გარემოთი. Vim არის თავისუფალი და ღია საწყისი კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა და ვრცელდება ლიცენზიით, რომელიც შეიცავს გარკვეულ საქველმოქმედო პირობებს, რომლითაც ახალისებს მომხმარებლებს, პროგრამული უზრუნველყოფის მოწონების შემთხვევაში, გაიღონ შემოწირულობა უგანდელი ბავშვებისათვის. Vim-ის ლიცენზია თავსებადია GNU GPL ლიცენზიასთან სპეციალური პირობით, რომელიც ნებას აძლევს სახეცვლილი ასლების გავრცელებაზე GNU GPL 2, ან ნებისმიერი გვიანი ვერსიის ლიცენზიის ქვეშ.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Vim&oldid=4598653“-დან