ბრიტანეთის სინგლების ჩარტი
იერსახე
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი (ინგლ. The UK Singles Chart) – სინგლების ოფიციალური რეიტინგი , რომელიც შედგენილია The Official UK Charts Company (OCC)–ის მიერ, გაერთიანებულ სამეფოში. სინგლები დალაგებულია მისი გაყიდვების და ჩამოტვირთების რაოდენობის მიხედვით ერთი კვირის განმავლობაში. რეიტინგი თავსდება რიგ გაზეთებსა და ვებ–გვერდებზე. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ დგინდება 200 საუკეთესო, ზოგი მედია მომწოდებელი მის ნაწილს (75–Music Week, 40–BBC) წარმოადგენს. დაახლოებით 6500 გაყიდვების ობიექტი ეხმარება მას. ათვლის კვირა იწყება კვირა დღის 00:01 დროიდან შაბათის შუა დღემდე.[1] იგი ტარდება 1952 წლიდან.