[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Remember Me

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Remember Me
34 კბ
Remember Me-ს გარეკანი
დეველოპერ(ებ)ი Dontnod Entertainment
გამომცემელი Capcom
ძრავა Unreal Engine 3
პლატფორმ(ებ)ი PC, Xbox 360, Playstation 3
გამოსვლის თარიღი 2013 წელი
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაში
რეჟისორ(ებ)ი ჟან-მაქსიმ მორისი
პროდიუსერ(ებ)ი ნიკოლას საიმონი
დიზაინერ(ებ)ი

ფილიპ მორო

მარკ პეშტკა
პროგრამისტ(ებ)ი ჟერომ ბანალი
კომპოზიტორი ოლივიე დერივიერი
მოთხოვნილებები

მინიმალური: პროცესორი: Intel Core 2 Duo 2.4 GHz ან AMD Athlon X2 2.8 GHz ვიდეობარათი: GeForce 8800 GTS ან Radeon HD 3850 ოპერატიული მეხსიერება: 2GB რეკომენდირებული: პროცესორი: Intel Core 2 Quad 2.7 GHz ან AMD Phenom II X4 3 GHz ვიდეობარათი: GeForce GTX 560 ან Radeon 6850

ოპერატიული მეხსიერება: 4GB
საიტი www.remembermegame.com

Remember Me (ქართ. "გახსოვდე") არის მესამე პირის მოქმედებითი ვიდეო თამაში, რომელშიც მოვლენები 2084 წლის პარიზში ვითარდება. თამაშის მთავარი გმირი გოგონა სახელად ნილინია, რომელიც მოგონებებზე ნადირობს. ნილინი ათლეტურობითა, საბრძოლო ხელოვნების ცოდნით და სპეციალური უნარით - ადამიანების მეხსიერების მოდიფიკაციით გამოირჩევა. ერთხელ მეხსიერებას ნილინსაც უშლიან და ის გადაწყვეტს, რომ ყველაფერი გაიხსენოს და გაარკვიოს, თუ როგორ შეიძლება სამყაროს შეცვლა.

Remember Me Gamescom 2011-ზე დააანონსდა სახელწოდებით ADRIFT, ხოლო Gamescom 2012-ზე კი ის Remember Me-ს სახელით წარადგინეს.

ახალი პარიზი, 2084 წელი. მოგონებები აღარ წარმოადგენენ ადამიანების პირად საკუთრებას, შესაძლებელია მათი გაციფრულება და ყიდვა ან გაყიდვა. სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად ცნებები "პირადი ცხოვრება" და "პირადი საქმე" წარსულის გადმონაშთებად იქცნენ. ადამიანები კომფორტის სანაცვლოდ, რომელსაც მათ ტექნოლოგიები სთავაზობენ, მოგონებებს ნებაყოფლობით გასცემენ. ამგვარად "მეხსიერების ეკონომიკის" განვითარებამ ყველაზე მოხერხებული და ჭკვიანი ადამიანები უსასრულო ძალაუფლების მქონე პიროვნებებად აქცია.

Remember Me-ს მთავარი გმირი - ნილინი მოგონებებზე მონადირეა, რომელსაც სხვა ადამიანების აზრებში შეჭრა, მათი გატაცება და შეცვლაც კი შეუძლია, თუმცა ნილინს აკავებენ და მას თავად უშლიან მოგონებებს. ნილინი ტერორისტული მოძრაობის დახმარებით, რომლის წევრი თვითონაცაა და ყველაფრის გახსენების მოტივით ციხიდან გარბის. თავისი წარსულის და აწმყოს ძებნისას ნილინი აღმოაჩენს, რომ მასზე ის ადამიანები ნადირობენ, რომლებმაც თანამედროვე საზოგადოებრივი წესრიგი ჩამოაყალიბეს, რომელშიც ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის. ნილინს გადაწყვეტილი აქვს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავისი მოგონებები აღიდგინოს.

2015 წლის 10 მარტს, სტუდია Dontnod-მა გამოაცხადა, რომ თამაშის გაგრძელებას გამოუშვებდა. Dontnod-ის კრეატიულმა დირექტორმა - ჟან-მაქსიმ მორისმა გამოაცხადა, რომ Remember Me 2-ის სცენარი უკვე მზად არის.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Remember_Me“-დან