[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Rage

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Rage
დეველოპერ(ებ)ი id Software
გამომცემელი Bethesda Softworks
Aspyr Media (Mac OS)
დისტრიბუტორი იაპ Square Enix (PC)
ძრავა id Tech 5
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
PlayStation 3
Xbox 360
OS X
გამოსვლის თარიღი ჩა 4 ოქტომბერი, 2011
იაპ 6 ოქტომბერი, 2011
ავ 6 ოქტომბერი, 2001
ევ 7 ოქტომბერი, 2011
იაპ 27 ოქტომბერი, 2011 (PC)
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის მსროლელი
მოქმედებითი-სათავგადასავლო
ბრბოლა გადარჩენისთვის
სარბოლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთაამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ტიმ უილიტსი
მხატვარი სტეფან მარტინერი
სცენარისტი მეთიუ ჯ. კოსტელო
კომპოზიტორი როდ ამბერნეტი

Rageპირველი პირის მსროლელის ჟანრის ვიდეო თამაში შექმნილი id Software მიერ. მასში გამოყენებულია თამაშის ძრავა id Tech 5[1]. თამაში გამოვიდა 2011 წლის ოქტომბერს. პირველი დემო ვერსია ნაჩვენები იქნა 2007 წლის 11 ივნისს Worldwide Developers Conference-ზე (WWDC)[2]. დაანონსდა 2007 წლის 2 აგვისტოს QuakeCon-ის ყრილობაზე, ხოლო იმავე დღეს GameTrailers-ზე გამოვიდა თამაშის პირველი ტრეილერი[3].

თამაშის პროცესი მიმდინარეობს პოსტაპოკალიფტურ მომავალაში, სადაც მოხდა ასტეროიდ აპოფისისს შეჯახება დედამიწასთან[4]. კრიტიკოსებმა თამაში შეადარეს კინოფილმ შეშლილ მაქსსა და ვიდეო თამაშებს, როგორებიც არის Fallout და Borderlands, ხოლო მანქანის მართვის გეიმპლეი-ზე გავლენა მოახდინა სარბოლო ვიდეო თამაშმა MotorStorm და Burnout-მა. მოთამაშეებს შეუძლიათ თავიანთი მანქანების განახლება სხვადასხვა ბრბოლის მოგების შედეგად აღებული სერტიფიკატების მეშვეობით[5].

2004 წელს აღმოჩენილი იქნა ასტეროიდი აპოფისი, რომელიც მიცნიერების გათვლებით შესაძლებელია შეეჯახოს დედამიწას. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს მთავრობებმა შეუდგნენ პროექტ "კიდობანის" განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს მიწისქვეშა თავშესაფრების აშენებას სპეციალურ კაპსულებთან ერთად, სადაც განთავსებულები იქნებიან ადამიანები. შეჯახების შემდეგ, ეს კაპსულები ავტომატურად უნდა ავიდნენ მიწის ზედაპირზე შეჯახებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. 2029 წელს აპოფისი ეჯახება დედამიწას, რომელიც ანადგურებს დედამიწის მოსახლეობის 80 პროცენტს, რის შედეგადაც იწყება ბირთვული ზამთარი, თუმცა ხუთი წლის შემდეგ ატმოსფერო იწმინდება რადიოქატიური მტვერისგან, რის შემდეგაც გადარჩენილები ცდილობენ დანგრეული სამყაროს ხელახლა აშენებას.

თამაში თავის თავში მოიცავს პირველი პირის მსროლელისა და სარბოლო ვიდეო თამაშის ჟანრებს, სადაც მოთამაშეს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს ავტომობილი თამაშის სამყაროს გამოსაკვლევად და გადასადგილებლად.

თამაში პირველი პირის ხედვით

მასში არის ცეცხლსასროლი იარაღების ფართო არჩევანი, როგორც კლასიკური იარაღები, ასევე უნიკალური თანამედროვე ტიპის იარაღები, ასევე შესაძლებელია იარაღის გაუმჯობესება სხვადასხვა გზით.

Rage-ში წარმოდგენილია შიდა ეკონომიკა. მოთამაშეს საშუალება აქვს მისი სურვილისამებრ დახარჯოს მის მიერ გამომუშავებული ფული. ამ ფულით შესაძლებელია იარაღის, ჯავშნისა და სხვადასხვა მარაგის შეძენა. მოთამაშეს შეუძლია თავისი მანქანის მოდიფიცირება სერტიფიკატების მეშვეობით.

თამაში დაანონსდა 2007 წლის 3 აგვისტოს QuakeCon-ზე. იმავე დღეს გამოშვებული იქნა თამაშის პირველი ტრეილერი, რომელიც გამოქვეყნდა GameTrailers-ზე[6].

2009 წლის 24 ივნისს გახდა ცნობილი, რომ კომპანია ZeniMax-მა, რომელიც არის კომპანია Bethesda Softworks-ის მშობელი კომპანია შეიძინა id Software. შეთანხმების მიხედვით, Bethesda გამოუშვებს id Software-ის მიერ შემუშავებულ ყველა თამაშს, გარდა იმისა, რომელზეც id Software აქვს შეთანხმება სხვა კომპანიებთან გამოცემასთან დაკავშირებით[7]. 25 ივნისს Electronic Arts-მა დაადასტურა, რომ თვითონ იქნება თამაშის გამომცემელი და არა Bethesda[8].

თამაშის ერთ-ერთი ადრეული ფოტო, რომელიც ნაჩვენები იქნა SIGGRAPH-ის კონფერენციაზე

2009 წლის 5 ნოემბერს ჟურნალი Variety გაესაუბრა ჯონ კარმაკს და კითხვაზე იქნება თუ არა თამაშში შესაძლებელი განცალკევებული სერვერის შექმნა მრავალმოთამაშიანი რეჟიმისთვის, პასუხი იყო "არა", ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილი განცალკევებული სერვერის შექმნა"[9].

2009 წლის ნოემბერში id Software-ის სამხატვრო დირექტორმა ტიმ უილიტსმა Total PC Gaming-თან ინტერვიუში გაამხილა ზოგიეთი დეტალი თამაშთან დაკავშირებით, კერძოდ იარაღსა და თამაშის შიდა ეკონომიკასთან დაკავშირებით[10].

2009 15 დეკემბერს კომპანია ZeniMax Media განაცხადა, რომ მან შეიძინა Electronic Arts-ისგან თამაშის გამოშვების საავტორო უფლებები, რის შედეგადაც თამაშის გამოშვება დაევალა Bethesda Softworks. ასევე დასძინა, რომ Electronic Arts აღარ იღებს თამაშის შექმნაში მონაწილეობას და აღარ ფლობს თამაშის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, არ იქნება მისი არც გამომშვები და არც დისტრიბუტორი[11][12].

19 მაისს კომპანია Bethesda Softworks-მა განაცხადა, რომ თამაშის სპეციალური გამოშვება სახელწოდებით «Anarchy Edition» ასევე გამოშვებული იქნება ევროპა-ში. (რამდენიმე ხნის წინ აღნიშნული გამოცემა დაანონსდა მხოლოდ აშშს ტერიტორიაზე). სპეცგამოშვება შეიცავს დამატებით ციფრულ შიგთავსს: «Crimson Elite Armour» - ყველაზე მეტად გაყიდვად ჯავშანს მთელს უდაბნოში, გაზრდილ ინვენტარს, რამდენიმე სახის იარაღსა და სხვადასხვა შესაძლებლობებს უდაბნოში გადასარჩენად[13].

2012 წლის 2 თებერვალს გამოვიდა თამაშის ვერსია Mac OS-ისთვის სახელწოდებით RAGE: Campaign Edition, რომელშიც ინტეგრირებულია ორი DLC "Anarchy Edition" და "Sewers"[14].

Rage აქვს ქსელური თამაშის ორი რეჟიმი - "უდაბნოს ლეგენდები" და "საბრძოლო რალი". საბრძოლო რალში ერთმანეთს ეჯიბრება ოთხი მოთამაშე, რომელიც ოთხივე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თამაშობს - ყველა ყველას წინააღმდეგ სპეციალურად გამოყოფილ არენაზე. "უდაბნოს ლეგენდები" თავისთავში მოიცავს 9 კოოპერატიულ დავალებას.

კრიტიკოსების შეფასება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings (X360) 82.03%[15]
(PS3) 81.79%[16]
(PC) 77.94%[17]
Metacritic (X360) 81/100[18]
(PS3) 81/100[19]
(PC) 79/100[20]
ქულები
წყარო რეიტინგი
1UP.com B[21]
Edge 7/10[22]
Electronic Gaming Monthly 9.5/10[23]
Eurogamer 8/10[24]
Famitsu 35/40[25]
G4 4/5[26]
Game Informer 9/10[27]
GamePro 4/5 stars[28]
GameSpot 8/10[29]
GameSpy 3.5/5 stars[30]
GamesRadar 4/5 stars[31]
GameTrailers 9.0/10[32]
IGN 8.5/10[33]

თამაშმა ჯერ კიდევ გამოსვლამდე მოიპოვა აღიარება. მან მიიღო სხვადასხვა ჯილდოები სხვადასხვა საიტებისა თუ ჟურნალ-გაზეთების მიერ, მათ შორის "საუკეთესო შუტერი"[34] , "საუკეთესო პირველი პირის მსროლელი", "საუკეთესო მოქმედებითი თამაში"[35], "PS3-ის საუკეთესო თამაში," "Xbox 360-ის საუკეთესო თამაში", "PC-ის საუკეთესო თამაში" და სხვა[35][36].

Rage-მა ერთიანობაში მიიღო დადებითი შეფასება საერთო განხილვის საიტებზე Metacritic-სა და GameRankings-ზე. შეაქეს თამაშის გრაფიკის ხარისხი და სროლის მექანიკა.

Electronic Gaming Monthly-მა 10-დან 9.5 ქულა დაუწერა და დასძინა, რომ თამაშს აქვს შთამბეჭდავი ვიზუალური მახასიათებლები, სასტიკი და დამაკმაყოფილებელი საბრძოლო სისტემა, გაუმჯობესებული მოწინააღმდეგე, უამრავი გაუმჯობესებული დამატებითი დავალებები, ასევე მიმზიდველი მრავალმოთამაშიანი რეჟიმი. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ერთადერთი რაც არ მოეწონა მასში იყო უკანასკნელი ბრძოლა უფროთან (ბოსი), რომელიც არ იყო ისეთე შთამბეჭდავი, როგორიც თამაშის სხვა დანარჩენი ბრძოლის სცენები. Ars Technica-მა თამაშის Xbox 360-ის ვერსიას ნეგატიური შეფასება მისცა სიუჟეტის უქონლობის, პერსონაჟების განუვითარებლობისა და "გატეხილი შენახვის სისტემის გამო". თუმცა შეაქო მისი ვიზუალური ეფექტების ხარისხი.[37].

Game Informer-მა დაუწერა 10-დან 9 ქულა. შეაქო ანიმაციის სისტემა და მთლიანად თამაშის ატმოსფერო. IGN-მა დადებითად შეაფასა Rage-ის გრაფიკა და დაახასიათა, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო გრაფიკის მქონდე თამაში, თუმცა გააკრიტიკა თამაშის სიუჟეტი და პერსონაჟები.

Rage, ასევე აღიარებული და დაჯილდოვებული იქნა სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიებზე. ის წარდგენილი იქნა სხვადასხვა ნომინაციებზე, როგორებიც არის "საუკეთესო გრაფიკა"66.67 , "წლის საუკეთესო თამაში"64 დაარქივებული 2013-08-11 საიტზე Wayback Machine. 65, "საუკეთესო პირველი პირის მსროლელი", "საუკეთესო შუტერი" და ასე შემდეგ. ტექნიკური საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით PC ვერსიისთვის დაიბეჭდა სხვადასხვა სტატიები გამომცემლების მიერ. AMD გამოუშვა დრაივერები სხვადასხვა პრობლემის გადასაწყვეტად[38]. 2011 წლის 10 ოქტომბერს გამშვებული იქნა პატჩი Windows ვერსიისთვის, რომელმაც გამოასწორა სხვადასხვა ტექნიკური, თუ გრაფიკული შეცდომები[39].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Faylor, Chris. id Reveals Rage For PC, Mac, PS3 and 360 (Updated, Reorganized). Shacknews.
  2. Hatfield, Daemon. New id Engine Showcased at WWDC. IGN.
  3. Quakecon RAGE trailer. GameTrailers.
  4. Ocampo, Jason. (2007-08-03) QuakeCon 2007: Rage First Look. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 2016-01-15.
  5. Remo, Chris. (2007-08-17) id's Tim Willits and Todd Hollenshead on Rage. Shacknews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-02. ციტირების თარიღი: 2016-01-15.
  6. gametrailers.com. Quakecon RAGE trailer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 2016-01-15.
  7. Andrew Burnes. Bethesda Buys id Software!. Voodoo Extreme 3D. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-25. ციტირების თარიღი: 25 ივნისი 2009.
  8. ЕА сохранила права на Rage. GameTech. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 28 июня 2009.
  9. Andrew Burnes. Will id Software's Rage Support Dedicated Servers? Probably Not. Voodoo Extreme 3D. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი 2009.
  10. Rage будет включать классические виды оружия id Software. GameTech. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი 2009.
  11. RAGE - Press Release. GamesIndustry.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 15 декабря 2009.
  12. Andrew Burnes. Bethesda Acquires Rage Publishing Rights From EA. Voodoo Extreme 3D. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 15 декабря 2009.
  13. Специздание RAGE «Anarchy Edition» подтверждено для Европы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-11. ციტირების თარიღი: 2016-01-15.
  14. RAGE: Campaign Edition now on Mac, plus new PC patch!
  15. Rage for Xbox 360 - GameRankings. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-10. ციტირების თარიღი: 2011-10-11.
  16. Rage for PlayStation 3 - GameRankings. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-07. ციტირების თარიღი: 2011-10-11.
  17. Rage for PC - GameRankings. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-10. ციტირების თარიღი: 2011-10-11.
  18. Rage for Xbox 360 Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. Metacritic.com (2011-09-13). ციტირების თარიღი: 2011-10-05.
  19. Rage for PlayStation 3 Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. Metacritic.com (2011-09-13). ციტირების თარიღი: 2011-10-05.
  20. Rage for PC Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. Metacritic.com (2011-09-13). ციტირების თარიღი: 2011-10-05.
  21. Rage Review for 360, PS3, PC from 1UP.com. 1up.com (2011-10-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 2011-10-08.
  22. Rage review - Edge Magazine. Edge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-20. ციტირების თარიღი: 2011-10-08.
  23. EGM Review: RAGE | EGMNOW. EGM (2011-10-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-06. ციტირების თარიღი: 2011-10-08.
  24. Rage Review - Xbox 360 - Page 2 | Eurogamer.net. Eurogamer (2011-10-04). ციტირების თარიღი: 2011-10-08.
  25. Gifford, Kevin. Japan Review Check: Ace Combat, Dead Rising. 1up.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-20. ციტირების თარიღი: 2012-04-09.
  26. Rage Review for Xbox 360 - G4tv. G4TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-13. ციტირების თარიღი: 2011-10-08.
  27. The Father Of The FPS Returns Triumphant - Rage - Xbox 360 - www.GameInformer.com. Game Informer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-20. ციტირების თარიღი: 2011-10-08.
  28. Rage Review from GamePro. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-30. ციტირების თარიღი: 2011-10-08.
  29. Rage Review, Rage Xbox 360 Review - GameSpot.com. GameSpot.com. ციტირების თარიღი: 2011-10-05.
  30. GameSpy: Rage PC Review. gamespy.com (2011-10-06). ციტირების თარიღი: 2011-10-08.
  31. Matthew Keast. (3 August 2012) Rage Review. GamesRadar. ციტირების თარიღი: 12 June 2015.
  32. RAGE Video Game, Review HD | Video Clip | Game Trailers & Videos | GameTrailers.com. gametrailers.com (2011-10-04). ციტირების თარიღი: 2011-10-08.
  33. Onyett, Charles. Rage Review - PlayStation 3 Review at IGN. Ps3.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-20. ციტირების თარიღი: 2011-10-05.
  34. E3 2010: Best of E3 Awards - Games Feature at IGN. Games.ign.com (2010-06-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 2012-04-09.
  35. 35.0 35.1 Game Critics Awards. Game Critics Awards. ციტირების თარიღი: 2012-04-09.
  36. Best of E3 2010 Awards Video Game | Reviews, Trailers & Interviews. GameTrailers.com. ციტირების თარიღი: 2012-04-09.
  37. Ben Kuchera. (3 October 2011) RAGE Is Creatively and Mechanically Bankrupt, but It Sure[ly Is Pretty]. Ars Technica. ციტირების თარიღი: 12 June 2015.
  38. AMD Catalyst - Rage Performance Driver. AMD. Advanced Micro Devices Inc. (October 4, 2011). ციტირების თარიღი: October 16, 2011.
  39. Rage PC patch adds graphics features.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Rage&oldid=4555454“-დან