Oricon
იერსახე
Oricon (იაპონ. オリコン株式会社 ორიკონ კაბუსიკი-გაისია?, «ორიკონი») — იაპონური კომპანია, რომელიც წარმოადგენს სტატისტიკას და ინფორმაციას იაპონიის მუსიკისა და მუსიკალური ინდუსტრიის შესახებ. კომპანიის დაარსების ოფიციალური თარიღია 1999 წლის 1 ოქტომბერი[1], მაგრამ ის შეიქმნა მეორე კომპანიის საფუძველზე, რომელსაც ერქვა Original Confidence Inc. (იაპონ. 株式会社オリジナルコンフィデンス კაბუსიკი-გაისია ორიძინარუ კონფიდენსუ?, ინგლ. «ორიგინალური დამაჯერებლობა»). ეს კომპანია 1967 წელს დააარსა სოკო კოიკემ და ცნობილი გახდა თავისი ჰიტ-აღლუმებით[2]. Oricon თავდაპირველად წარმოადგენდა Original Confidence-ის ქვეგანყოფილებას.
2001 წლიდან ფლობს Oricon Entertainment Inc.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1999 წლის 1 ოქტომბერი — Oricon Direct Digital-ის (იაპონ. 株式会社おりこんダイレクトデジタル კაბუსიკი-გაისია ორიკონ დაირეკუტო დიძიტარუ?) დაარსება.
- 2001 წლის ივნისი — კომპანიას სახელი გადაერქვა და ეწოდა Oricon Global Entertainment (იაპონ. オリコン・グローバルエンタテインメント株式会社 ორიკონ გურო:ბარუ ენტატეიმენტო კაბუსიკი-გაისია?).
- 2002 წლის ივლისი — კომპანიამ სახელი შეიცვალა და ეწოდა Oricon Inc. (იაპონ. オリコン株式会社 ორიკონ კაბუსიკი-გაისია?).
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სინგლები (1968 წლიდან)
- ალბომები (1987 წლიდან)
- კარაოკე (1987 წლიდან)
- ტრეკები (2004 წლიდან)
- DVD (1999 წლიდან)
- Long Hit Album Catalogue (2001 წლიდან)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ოფიციალური საიტი. — კომპანიის ისტორია (会社沿革). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-09. ციტირების თარიღი: 2019-05-11.
- ↑ 日本音楽スタジオ協会. Japan Association of Professional Recording Studios.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-08-23. ციტირების თარიღი: 2007.