[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Mojang Studios

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Mojang Studios
ყოფილი სახელწოდება

Mojang Specifications

Mojang AB
ტიპი შვილობილი კომპანია
დარგი ვიდეო თამაში, ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 2009
დამაარსებელი მარკუს პერსონი
სათავო ოფისი სტოკჰოლმი, შვედეთი[1]
მმართველი
იონას მარტენსონი
პროდუქცია Minecraft, Scrolls, Cobalt
შემოსავალი 2.069 მილიარდი SEK (2013)
სუფთა მოგება 816.049 მილიონი SEK (2013)
მფლობელი Microsoft
თანამშრომელი ≈600 (2021)
მშობელი Xbox Game Studios (2014 წლიდან)
საიტი mojang.com

Mojang Studiosშვედური კომპანია, რომელიც ქმნის ინდი-თამაშებს. დაარსდა 2009 წლის მაისში მარკუს პერსონის მიერ. ადრე Mojang Studios ცნობილი იყო როგორც Mojang Specifications. 2010 წლიდან ეწოდებოდა Mojang AB. 2020 წლიდან ცნობილია როგორც Mojang Studios. ის ყველაზე მეტად ცნობილია პუპულარული თამაშის Minecraft-ის შექმნისთვის. კომპანიის ოფისი მდებარეობს სტოკჰოლმში. 2014 წლის 15 სექტემბერს, Microsoft-მა შეისყიდა Mojang 2 500 000 000 დოლარად.

2009 წლის მაისში მარკუს პერსონი აფუძნებს კომპანია Mojang SBO. იურიდიულად კომპანია დაარსდა 2010 წელს, მარკუს პერსონის, კარლო მეჰისა და ჯეიკობ პორსერის მიერ. სტუდიამ მიიღო ახალი სახელწოდება - Mojang AB. 2020 წელს კომპანიას Mojang Studios ეწოდა.

2014 წელს კომპანია Microsoft-მა შეიძინა Minecraft-ის უფლებები და მისი სტუდია Mojang $2,5 მილიარდ დოლარად. 2014 წელს მარკუს პერსონმა და რამდენიმე დეველოპერმა დატოვეს კომპანია. ამავე წელს Mojang-ის მშობელი კომპანია გახდა Xbox Game Studios.

სათაური წელი ჟანრი პლატფორმები შენიშვნები
Minecraft[2] 2011 Sandbox Java პლატფორმა, Java აპლეტი, Windows, macOS, Linux, Android, iOS, Amazon Fire TV, Apple TV, Samsung Gear VR, Windows Phone, Xbox 360, Xbox One, PlayStation 3, PlayStation 4, PlayStation Vita, Raspberry Pi, Wii U, Nintendo Switch, New Nintendo 3DS, New Nintendo 2DS XL Minecraft არის Mojang-ის პირველი თამაში.
Scrolls[3] 2014 ციფრული ბანქო Windows, macOS, Android, iOS
Minecraft: Story Mode[4] 2015 მოქმედებითი-სათავგადასავლო Windows, macOS, Android, iOS, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360, Xbox One, Wii U, Nintendo Switch შექმნილი Telltale Games-თან თანამშრომლობით.
Cobalt[5] 2016 მოქმედებითი საიდ-სკროლერი Windows, Linux, macOS, Xbox 360, Xbox One შექმნილი Oxeye Game Studio-თან თანამშრომლობით
Cobalt WASD[6] 2017 მოქმედებითი Windows, Linux, macOS გამოუცემელი. შემნილი Oxeye Game Studio-თან თანამშრომლობით.
სათაური წელი ჟანრი
Catacomb Snatch 2012 Shoot 'em up
Endless Nuclear Kittens 2013 მოქმედებითი
Nuclear Pizza War 2013 კოშკის დაცვა
Battle Frogs 2013 საიდ-სკროლერი
Docktor 2014
Healthcore Evolved 2014
Snake Oil Stanley 2014
Crown and Council 2016 ბიჯური სტრატეგია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Gula Sidorna på eniro.se - inga resultat language=Swedish. Gulasidorna.eniro.se. ციტირების თარიღი: 18 September 2013.
  2. MineCon update. Lydia Winters. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2011.
  3. Porsér, Jakob (2 მარტი2011). „Introducing our New Game: Scrolls“. mojang.com. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. Copeland, Wesley. Telltale and Mojang Announce Minecraft: Story Mode. IGN.
  5. Games. Mojang.com. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი2012.
  6. Cobalt WASD Official Homepage. Mojang. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2017.