Milli Vanilli
Milli Vanilli ( /ˈmɪli vəˈnɪli/ MIL -ee və- NIL -ee ) – R&B მუსიკალური ჟანრის გერმანული დუეტი მიუნხენიდან. იგი 1988 წელს ფრენკ ფარიანმა, Boney M.- ის დამფუძნებელმა, შექმნა [1]. კოლექტივში ერთიანდებოდნენ ტუჩის სინქრონიზაციის შემსრულებლები ფაბ მორვანი და რობ პილატუსი, სტუდიის ორ მთავარ მომღერალთან, ბრედ ჰოუელთან და ჯონ დევისთან ერთად. [2]
მათი დებიუტი All or Nothing ალბომით შედგა ევროპაში. ამის შემდეგ შემოქმედება გააფართოვეს, მათ შორის " Baby Don't Forget My Number " და " Blame It on the Rain " კომპოზიციებით. Girl You Know It's True იყო ალბომი, რომელმაც შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, რამაც მათ 1990 წლის 21 თებერვალს გრემის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლისთვის მოაპოვებინა, რომელიც შემდგომ ჩამოართვეს.[3]
1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში იგი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დუეტად იქცა, მხოლოდ ამერიკაში გაყიდული 7 მილიონი ჩანაწერით. საერთაშორისო დონეზე Milli Vanilli-მ გაყიდა დაახლოებით 30 მილიონი სინგლი. თუმცა მათ წარმატება სასირცხვოდ დაუჯდათ, როდესაც გაირკვა, რომ მორვანი და პილატუსი არ მღეროდნენ არცერთ ვოკალს თავიანთ მუსიკალურ კომპოზიციებში. შედეგად, მათი გრემის ჯილდო გაუქმდა. [4] [5] [6] 1998 წელს მათ ჩაწერეს ალბომი დაბრუნებისთვის Back and in Attack, მაგრამ მისი ოფიციალურად გამოშვება გაუქმდა მას შემდეგ, რაც პილატუსი გარდაიცვალა იმავე წელს.
Girl You Know It's True
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021-დან 2022 წლამდე, საიმონ ვერჰოვენმა გადაიღო და დაწერა სცენარი Milli-Vanilli – ის ბიოგრაფიული ფილმისთვის „Girl You Know It's True“, რომლის გადაღებები მიმდინარეობდა მიუნხენში, ბერლინში, კეიპტაუნსა და ლოს-ანჯელესში. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ტიჯან ჯიე და ელან ბენ ალი პილატუსის და მორვანის როლებში, ასევე მატიას შვიგეფერი ფარიანის როლში. ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერია R&B მუსიკის პროდიუსერი და შემსრულებელი კევინ ლაილსი, რომელმაც 1986 წელს ჩაწერა "Girl You Know It's True" – ის ორიგინალური ვერსია მისივე დიჯეი ჯგუფთან, Numarx-თან, ერთად. ფილმის პრემიერა, რომელსაც მორვანიც ესწრებოდა, ჩრდილოეთ ამერიკაში 2024 წლის Berlin & Beyond Film Festival- ზე, სან-ფრანცისკოში შედგა. 2024 წლის ივნისში Vertical-მა შეიძინა ჩრდილოეთ ამერიკის საავტორო უფლებები ფილმის შესახებ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ McCaul, Molly; Bennett, James II (23 June 2023). „A new film challenges what we know about Milli Vanilli“. THE CULTURE SHOW (ინგლისური). GBH. ციტირების თარიღი: 1 November 2023.
- ↑ „Here Are the Faces and Real Singers of Milli Vanilli [PHOTOS]“. 99.9 KTDY (ინგლისური). 9 January 2021. ციტირების თარიღი: 1 November 2023.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ Shriver, Jerry (28 January 2010). „Milli Vanilli frontman says duo were musical 'scapegoats'“. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 January 2010.
- ↑ Philips, Chuck (20 November 1990). „Milli Vanilli's Grammy Rescinded by Academy : Music: Organization revokes an award for the first time after revelation that the duo never sang on album“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 January 2019. ციტირების თარიღი: 15 April 2020.
- ↑ Philips, Chuck (16 November 1990). „It's True: Milli Vanilli Didn't Sing : Pop music: The duo could be stripped of its Grammy after admitting it lip-synced the best-selling 'Girl You Know It's True.'“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2019. ციტირების თარიღი: 15 April 2020.