[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Judas (სიმღერა)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იუდა.
„Judas“
სინგლილედი გაგა
ალბომიდან Born This Way
B-მხარე „Born This Way“ (Twin Shadow remix)
გამოსვლის თარიღი 15 აპრილი 2011
ჩაიწერა 2010
ჟანრი საცეკვაო პოპიჰაუსი
ხანგრძლივობა 4:09
ხმისჩამწერი ლეიბლი Interscope, Streamline, Kon Live
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა • RedOne[1]
პროდიუსერი ლედი გაგა • RedOne
ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია
„Born This Way“
(2011)
Judas
(2011)
„The Edge of Glory“
(2011)

Judas (ქართ. იუდა) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა, რომელიც არის რიგით მეორე სინგლი ალბომიდან Born This Way (2011). სინგლი გამოიცა ლეიბლზე Interscope Records 2011 წლის 15 აპრილს, დაგეგილზე ოთხი დღით ადრე გამოვიდა. სიმღერა დაწერილია ლედი გაგა და RedOne-ის მიერ, ასევე ესენი არიან სიმღერის პროდიუსერები. „Judas“ არის საცეკვაო სიმღერა, რომლის ტექსტის თანახმადაც ქალი საუბრობს საყვარელ მამაკაცზე, რომელმაც არაერთხელ უღალატა.

მიუხედავად რელიგიური ჯგუფების გავლენისა სიმღერა კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, მათ პარარელები გაავლეს გაგას სიმღერასთან „Bad Romance“. მათ ასევე აღნიშნეს პატარა მსგავსებები გაგას და RedOne-ის წინა ნამუშევრებთან როგორებიცაა „Poker Face“, „LoveGame“, „Bad Romance“, და „Alejandro“. კრიტიკოსების განცადებით სიმღერა აუცილებლად უნდა ყოფილიყო სინგლი. სიმღერას თავდაპირველად ჰქონდა ძალიან კარგი კომერციული წარმატება. სიმღერა შევიდა დიდქმის ყველა მნიშვნელოვანი ჩარტის ათეულში. სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი სამხრეთ კორეის საერთაშორისო სინგლების ჩარტში და ბილბორდის პოპ სიმღერების ჩარტში.

გაგამ სიმღერაზე გადაიღო მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიც არის ლორიენ გიბსონი და თანარეჟისორი ლედი გაგა. ვიდეოში ასახულია ბიბლიური სცენები სადაც იუდა ისკარიოტელის როლს ასრულებს მსახიობი ნორმან რიდუსი, ხოლო მარიამ მაგდალინელის როლს ასრულებს ლედი გაგა. ვიდეო ასახავს მათ თანამედროვე მისიონერობას იერუსალიმში, ასევე მოიცავს იუდას ღალატს და მარიამ მაგდალინელის ქვებით ჩაქოლის სცენას. ვიდეოს გამოსვლისთანავე ამერიკის შეერთებული შტატების კათოლიკურმა ლიგამ დაგმო გაგას ეს ქმედება და გაგა დაადანაშაულეს, რომ იგი იყენებდა რელიგიას პოპულარობისთვის, თუმცა ვიდეომ კრიტიკოების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება. ვიდეო იყო ნომინირებული 2011 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე. გაგამ სიმღერა შეასრულა რამდენიმე სატელევიზიო შოუში ცოცხლად, მათ შორის გრეჰემ ნორტონის შოუში, შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში, დილა მშვიდობისა ამერის საზაფხულო კონცერტების სერიაზე, ფრანგულ X Factor-ში და ელენ დეჯენერესის შოუში.

  • Digital download[2]
  1. Judas – 4:09
  1. Judas – 4:10
  2. Born This Way (Twin Shadow Remix) – 4:19
  • Judas – The Remixes[5]
  1. Judas (Goldfrapp Remix) – 4:42
  2. Judas (Hurts Remix) – 3:57
  3. Judas (Mirrors Une Autre Monde – Nuit) – 6:14
  4. Judas (Guéna LG Club Remix) – 7:41
  5. Judas (John Dahlbäck Remix) – 6:01
  6. Judas (Chris Lake Remix) – 5:09
  7. Judas (R3HAB Remix) – 4:56
  • Bonus track single
  1. Judas (Thomas Gold Remix) – 5:32
  • Judas – The Remixes Part 1[6]
  1. Judas (Goldfrapp Remix) – 4:42
  2. Judas (Hurts Remix) – 3:56
  3. Judas (Mirrors Une Autre Monde – Nuit) – 6:14
  4. Judas (Guéna LG Club Remix) – 7:40
  • Judas – The Remixes Part 2[7]
  1. Judas (Röyksopp's European Imbecile Mix) – 3:15
  2. Judas (John Dahlback Remix) – 6:00
  3. Judas (Chris Lake Remix) – 5:09
  4. Judas (R3HAB Remix) – 4:56
  5. Judas (Mirrors Une Autre Monde Mix – Jour) – 4:17
  1. Judas (Legal Title) – BMI Work #12598986. Broadcast Music Incorporated, House of Gaga Publishing, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-13. ციტირების თარიღი: 2011-04-16.
  2. Judas – Single by Lady GaGa. iTunes (2011-04-15). ციტირების თარიღი: 2011-04-16.
  3. Lady Gaga – Judas (2-Track) German. Universal Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-18. ციტირების თარიღი: 2011-05-05.
  4. Lady Gaga: Judas (CDS). HMV Group. ციტირების თარიღი: 2011-05-10.
  5. Judas: Lady Gaga: MP3 Downloads. Amazon.com (2011-05-16). ციტირების თარიღი: 2011-05-15.
  6. Judas (The Remixes, Pt. 1) – EP by Lady Gaga. iTunes (2011-05-16). ციტირების თარიღი: 2011-05-16.
  7. Judas (The Remixes, Pt. 2) – EP by Lady Gaga. iTunes (2011-05-31). ციტირების თარიღი: 2011-06-02.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.