[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Duran Duran

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Duran Duran

Duran Duran 2023 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: როჯერ ტეილორი (დასარტყმელი საკრავები), ჯონ ტეილორი (ბასი), საიმონ ლე ბონი (ვოკალი) და ნიკ როუდზი (კლავიშებიანები).
ბიოგრაფია
წარმოშობა ბირმინგემი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1978-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი duranduran.com
Duran Duran ვიკისაწყობში

Duran Duran — ინგლისური ახალი ტალღის/სინთპოპის ჟანრის ჯგუფი, ჩამოყალიბებული ბირმინგემში 1978 წელს, იგი იყო 1980-იანების ერთ-ერთი წარმატებული ჯგუფი, რომელიც აშშ-ში MTV-ის მიერ დაწყებული მეორე ბრიტანული შემოჭრის ნაწილად იქცა. 1980-იანებიდან მოყოლებული ბრიტანეთის ჩარტის ათეულში მოხვდა მათი 14 სინგლი, ხოლო Billboard Hot 100-ში - 21. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია ჯგუფის 70 მილიონი ჩანაწერი.[4]

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს თვლიდნენ ახალი რომანტიკული სცენის ნაწილად, ისევე, როგორც Spandau Ballet-ს, მოგვიანებით Duran Duran-ის ეს იმიჯი გაქრა. ისინი მუშაობდნენ მრავალ დიზაინერთან, რომლებმაც მოხდენილი სტილი შეუქმნეს. ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, რომელთა შორის არის Brit-ის ორი ჯილდო, ორი გრემის ჯილდო და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის. ჰოლივუდის დიდების ხეივანში გახსნილია ჯგუფის სახელობის ვარსკვლავიც.[5][6]

Duran Duran-ის დროდადრო სკანდალურმა ვიდეოებმა, რომლებშიც ღია იყო გამოჩენილი შიშველი სხეულები და ფიგურირებდა სექსუალური თემები, 1980-იან წლებში ჯერ კიდევ ახლად გახსნილი MTV-ის დახმარებით პოპულარობა მოიპოვეს. Duran Duran იყო ერთ-ერთი პირველი შემსრულებლებს შორის, რომლის ვიდეოები პროფესიონალმა რეჟისორებმა 35 მმ-იან ფირზე გადაიღეს, რაც მათ ნამუშევრებს უფრო მაღალ ხარისხს ანიჭებდა. 1984 წელს კოლექტივმა გადადგა ნოვატორული ნაბიჯი და ერთ-ერთმა პირველმა ისტორიაში, სცენაზე ახალი ვიდეო ეკრანები გამოიყენა.[7]

ჯგუფი ჩამოყალიბდა კლავიშისტ ნიკ როუდზის და ბასისტ ჯონ ტეილორის მიერ. მოგვიანებით მათ დაემატნენ როჯერ ტეილორი (დასარტყმელი საკრავები), გიტარისტი ენდი ტეილორი და წამყვანი ვოკალისტი საიმონ ლე ბონი. ეს იყო ჯგუფის კომერციულად ყველაზე წარმატებული შემადგენლობა. თავად Duran Duran არასოდეს დაშლილა, თუმცა 1986 წელს ენდი ტეილორის წასვლის შემდეგ მას, 1989-2001 წლებში შეუერთდა Missing Persons-ის ყოფილი გიტარისტი უორენ კუკურულო, ხოლო 1989-1991 წლებში - სტერლინგ კემპბელი. 2000-იანების დასაწყისში ჯგუფის ორიგინალური შემადგენლობის გაერთიანებამ გამოიწვია ჯგუფის მოყვარულთა და კრიტიკოსთა აღფრთოვანება.[8][9] ენდიმ Duran Duram 2006 წელს მეორედ დატოვა და ამ პერიოდიდან სესიების და ტურნეების დროს მათ გიტარისტი დომ ბრაუნი ეხმარება.

1978–1980: შექმნა და ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ ტეილორმა და ნიკ როუდზმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი 1978 წელს, ბირმინგემში, სადაც კლუბ Rum Runner-ში მუდმივ გამოსვლელ ჯგუფად იქცნენ. თავდაპირველად კლუბში სხვა მოვალეობებს ასრულებდნენ - ჯონი კარში იდგა, ხოლო ნიკი ერთ ღამეში დიჯეის სახით 10 გირვანქად მუშაობდა. მათ დაიწყეს ერთად დაკვრა, რეპეტიციები და გამოსვლები. ახლოს სხვა ღამის კლუბებიც იყო. ერთ-ერთ ასეთს ერქვა Barbarella's - მასში სექს პისტოლზი და The Clash უკრავდნენ. სახელწოდება კოლექტივს დაერქვა ფილმის „ბარბარელა“ პერსონაჟის ექიმ დიურანდ დიურანდის პატივსაცემად.

ჯგუფის პირველი ვოკალისტი იყო სტივენ დაფი. ტეილორს, როუდზსა და დაფის მალე შეუერთდა საიმონ კოლი. კოლი იყო ჯგუფის პირველი ბას-გიტარისტი, ხოლო ტეილორი ამ პერიოდში წამყვანი გიტარისტი იყო. ეს იყო მათი პირველი სრულყოფილი შემადგენლობა, რომელიც გამოდიოდა კონცერტებით. დასარტყმელი საკრავებზე და პერკუსიისათვის გამოიყენებოდა დრამ-მანქანა. დროდადრო ჯგუფი იცვლიდა გიტარისტებს, მაგრამ 1979 წელს, მას შემდეგ რაც დაფიმ მიატოვა Duran Duran, ადგილი ჰქონდა კიდევ რამდენიმე ცვლილებას[10]. საიმონ ლე ბონის მოსვლამდე მნიშვნელოვან შემოქმედებით ძალას წარმოადგენდა ენდი უიკეტი, რომელიც ცნობილია, როგორც ჰიტ-სინგლის „Girls on Film“ ერთ-ერთი თანაავტორი (ცნობილია, რომ იგი ჯგუფის ადრეული დემოების ჩაწერაშიც მონაწილეობდა). ტეილორის და უიკეტის საიტების თანახმად, ეს უკანასკნელი იყო ადრეული დემოს ავტორი, სიმღერისთვის, რომელიც იქცა „Rio“-დ. კოლის და უიკეტის წასვლის შემდეგ ჯგუფში მოვიდნენ ვოკალისტი ჯეფ თომასი და გიტარისტი ალან კერტისი, თუმცა ხანმოკლე პერიოდით. საბოლოოდ, 1980 წელს ენდი ტეილორი წამყვანი გიტარისტი გახდა, ხოლო საიმონ ლე ბონი - ვოკალისტი.

დრამერ როჯერ ტეილორის 1979 წელს ერთ-ერთ წვეულებაზე გაცნობას მოჰყვა ჯონ ტეილორის ბას-გიტარაზე გადასვლა. როჯერი გახდა ჯგუფის ორიგინალური დრამერი. ამ შემადგენლობამ (ტეილორი - ბასზე და გიტარაზე, ისევე, როგორც როუდზმა, უიკეტმა და როჯერ ტეილორმა) ჩაწერა Duran Duran-ის პირველი დემო ფირები. 1980 წლის აპრილში გიტარისტი ენდი ტეილორი ნიუკასლიდან მოსმენაზე ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც Melody Maker-ში გამოქვეყნებული განცხადება წაიკითხა. 1980 წლის მაისში ლონდონელი ვოკალისტი საიმონ ლე ბონი ჯგუფს ურჩია უკანასკნელის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, რომელიც Rum Runner-ში მუშაობდა.[11] კლუბის მფლობელები, ძმები პოლ და მაიკლ ბეროუ, იქცნენ ბენდის მენეჯერებად და ბიჭებს ფულს უხდიდნენ კლუბში შესრულებული სხვა მოვალეობებისთვისაც.

ჯგუფი ძირითადად ახალი რომანტიკის წარმომადგენლად ითვლებოდა, ამ სტილის სხვა კოლექტივებთან ერთად (მაგალითად, Spandau Ballet, Japan და ABC).[12] 1980 წელს მათ ჩაწერეს ორი დემო ფირი და უკრავდნენ ბირმინგემისა და ლონდონის კლუბებში. 1980 წლის ბოლოს, როდესაც ჰეზელ ო'კონორის კონცერტებს ხსნიდნენ, მიიქციეს კრიტიკოსთა ყურადღება, საბოლოოდ კი მათთან კონტრაქტისთვის ორი კომპანია იბრძოდა - EMI და Phonogram Records.[13] ჯგუფმა დეკემბერში EMI-სთან ურთიერთობა აირჩია.

Duran Duran იყო ერთ-ერთი პირველი იმ ჯგუფებიდან, რომლებიც საკუთარი სიმღერების რემიქსებს ქმნიდნენ. ციფრული სინთეზატორების და მარტივი სემპლინგის გამოჩენამდე მათ შექმნეს საკუთარი სინგლების მრავალდონიანი არანჟირებები, სტუდიაში თავდაპირველად ჩაწერილი მასალების უფრო ვრცელი ვერსიების სახითაც კი. მათ „night versions“-ს უწოდებენ. ასეთი ჩანაწერები შეტანილია გრამფირფიტებზე A და B მხარეების სახით ან 12" სინგლებზე, თუმცა 1999 წელს სრული კოლექცია გამოვიდა Night Versions: The Essential Duran Duran-ის სახით.

კარიერის დასაწყისიდან ჯგუფის ყველა წევრი ვიზუალურ სტილსაც იცავდა. სტილისტ პერი ჰეინზთან და მოდის დიზაინერებთან ენტონი პრაისთან და Kahn & Bell-თან თანამშრომლობით მათ შეიქმნეს ელეგანტური და დახვეწილი იმიჯი, რაც ახალი რომანტიკის კიდევ ერთი წარმომადგენლის, Adam and the Ants-ის მიერ შექმნილი მეკობრული იმიჯისგან მნიშვნელოვანი განსხვავება იყო. კარიერის განმავლობაში ისინი განაგრძობდნენ მოდის დიზაინერებთან მუშაობას. 1990-იანებში ასეთი იყო ვივიენ ვესტვუდი, 2000-იანებში - ჯორჯიო არმანი. ჯგუფი შემოქმედებითად მართავდა ვიზუალური წარდგენის მხარეს და გრაფიკულ დიზაინერ მალკოლმ გერეტთან თანამშრომლობდა. მასთან და სხვა დიზაინერებთან ერთად წლების განმავლობაში იქმნებოდა ალბომების გარეკანები, ტურნეების პროგრამები და სხვა მასალები.[14]

ჯგუფის ხუთივე წევრი ფოტოგენური იყო. ბრიტანეთის მოზარდები და მუსიკალური ჟურნალები დაინტერესდნენ მათი გარეგნობით. პოპულარობა აშშ-შიც განმეორდა. მათი სახეები ჟურნალების გარეკანებიდან ან მასალებიდან თითქმის არ ქრებოდა - მაგალითებია Smash Hits და Tiger Beat. ჯონ ტეილორს უთქვამს, რომ „ჯგუფი ჰგავდა Quality Street-ის შოკოლადის ყუთებს - ყველას საკუთარი საყვარელი წევრი ჰყავდა.“[15] მოგვიანებით Duran Duran ნანობდა ჟურნალებში ამ ადრეულ როტაციას, მაგრამ იმ პერიოდში მან ხელი შეუწყო ჯგუფისადმი ეროვნულ სივრცეში ინტერესის გაღვივებას. ჟურნალთან Rock Fever Superstars ინტერვიუში, 1988 წლის დასაწყისში, ჯონ ტეილორი ამბობდა:

„1979 წლამდე რაღაც გეი-იმიჯი გვქონდა, მერე კი დაიწყო შესანიშნავი ხუთეულის მოდა და საქმე ცუდად წავიდა. ნამდვილად ცუდად. ეს არ მსურდა...არა, რა თქმა უნდა, მომწონდა, რომ ჩემი დანახვისას კიოდნენ. იყო დრო, რომ ნამდვილად მომწონდა.“[16]

ჯგუფის პირველი ალბომი, Duran Duran, გამოვიდა 1981 წელს EMI-ზე. პირველი სინგლი „Planet Earth“ ბრიტანეთის ჩარტების #12 პოზიციამდე მივიდა. შემდეგი, „Careless Memories“, 37-ე ადგილზე შეჩერდა. თუმცა, მესამე, „Girls on Film", ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა - მეხუთე პოზიციით. მისი ვიდეო, რომელშიც მონაწილეობდნენ შიშველი მებრძოლი ქალები, Godley & Creme-მა აგვისტოში გადაიღო[17] - აშშ-ში MTV-ის გაშვებიდან ორი კვირის შემდეგ.[18] ჯგუფს სურდა ვიდეოს სხვადასხვა კლუბში ჩვენება, სადაც Playboy Channel-ის მსგავსი არხები მოქმედებდა. კევინ გოდლი:

ჯგუფის მენეჯმენტმა ძალიან ნათლად გვთხოვა ძალიან სენსაციური და ეროტიკული ვიდეოს შექმნა, რომელიც კლუბებს მოერგებოდა, იქ, სადაც იგი ცენზურის გარეშე იქნებოდა ნაჩვენები, რათა ხალხს მასზე ბევრი ესაუბრა.[17]

MTV-ისთვის ვიდეოს რედაქტირებული ვერსია შეიმუშავეს. ალბომის უმაღლესი პოზიცია ბრიტანეთში #3 იყო. 1981 წელს დაიწყო ჯგუფის პირველი ამერიკული საკლუბო ტურნე, რომელსაც მოჰყვა თარიღები გერმანიასა და ბრიტანეთში. მეორე ბრიტანული ტურნე დაემთხვა უმუშევრობისა და რასობრივი დაძაბულობის გამო არსებულ დემონსტრაციებს. მაგალითად, ბირმინგემში ჯგუფი გამოვიდა 1981 წლის ჰენდსუორთის ცნობილი დემონსტრაციების მეორე დღეს. 1982 წელს მან საბოლოოდ დაიწყო წარმატების მოპოვება. მეორე ალბომი, Rio, მაისში გამოვიდა. ალბომიდან გამოვიდა ჰიტებად ქცეული „My Own Way“, „Hungry Like The Wolf“, „Save A Prayer“ და სასათაურო „Rio“. ავსტრალიაში, იაპონიასა და აშშ-ში ტურნეები ჩატარდა. საბოლოო ეტაპზე Duran Duran Blondie-ს ამერიკულ კონცერტებს ხსნიდა. პრინცესა დაიანამ Duran Duran-ს საყვარელი ჯგუფი უწოდა. ბრიტანულმა პრესამ მათ „შესანიშნავი ხუთეული“ შეარქვა, ადარებდა რა The Beatles-ის წარმატებას (რომელსაც „შესანიშნავ ოთხეულს“ უწოდებდნენ).[19]

თავდაპირველად Rio აშშ-ში კარგად არ იყიდებოდა. EMI ბრიტანეთში Duran Duran-ს წარადგენდა, როგორც ახალი რომანტიკის ჯგუფს, მაგრამ აშშ-ში ეს მუსიკალური მოძრაობა ნაკლებად იყო ცნობილი და EMI-ს ამერიკულ ფილიალ Capitol Records-ში არ იცოდნენ, როგორ გაეყიდათ ჯგუფი. მას შემდეგ, რაც Carnival, EP Rio-ს სიმღერების საცეკვაო რემიქსებით შემოდგომაზე დიჯეებს შორის პოპულარული გახდა, ჯგუფმა რემიქსების შექმნა დეივ კერშენბაუმთან შეათანხმა. 1982 წლის ივნისში Duran Duran ამერიკული ტელევიზიის ეთერში პირველად გამოჩნდა და Dance Party USA-ს წინამორბედ Dancin' On Air-ის ეთერში „Hungry Like The Wolf“ და „Rio“ დაუკრა.

Rio ამ დროიდან უკვე ცნობილი გახდა, როგორც საცეკვაო ალბომი და აშშ-ში ნოემბერში გამოვიდა. დაიწყო მისი ჩარტებში მოძრაობაც - ევროპული წარმატებიდან 6 თვის შემდეგ. MTV-ის ეთერში აქტიურად გადიოდა „Hungry Like The Wolf“ და ჯგუფის სხვა ვიდეოები. სინგლიც და ალბომიც 1983 წლის დასაწყისში აშშ-ის ჩარტების მაღალ პოზიციებზე მოხვდნენ. ბალადა „Save A Prayer“ ასევე წარმატებული აღმოჩნდა.[20] Rolling Stone წერდა, რომ ჯგუფი მუსიკალური ტელევიზიისთვის ბუნებრივად გამოიყურებოდა. „შესაძლოა, ეს პირველი როკ-ჯგუფია, რომელიც ვიდეოტალღით მოგზაურობს.“[21] აშშ-ში ალბომმა #6 პოზიციამდე მიაღწია და მთლიანად ჩარტში 129 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. 2003 წელს NME-მ მას ყველა დროის უდიდესი ალბომების სიაში #65 პოზიცია მიანიჭა.[22]

1983–1985: „შესანიშნავი ხუთეული“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წელი დაიწყო ჯგუფის მიერ MTV-ის გადაცემაში New Year's Eve Rock 'n' Roll Ball გამოსვლით, „Hungry Like the Wolf"-ით, რომელიც აშშ-ის ჩარტებში კვლავ წინ მიიწევდა. სინგლი „Rio“ აშშ-ში მარტში გამოვიდა. ამერიკის მხრიდან ინტერესის დასაკმაყოფილებლად[11] ჯგუფმა პირველი ალბომი ხელახლა გამოსცა, რასაც ახლდა ახალი სინგლის „Is There Something I Should Know?“ გამოსვლაც. იგი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #1 პოზიციაზე და იყო ჯგუფის სამშობლოში პირველი #1 სინგლი. ამერიკის ჩარტში მან #4 ადგილი დაიკავა. ალბომის პრომოკამპანიის ფარგლებში როუდზი და ლე ბონი MTV-ის მიერ მოწვეული წამყვანების სახით გამოჩნდნენ. გადაცემის დროს მათ აგრეთვე გაიცნეს ენდი უორჰოლი. „ჩვენი პირველი კონცერტები აშშ-ში იყო გიჟური", იხსენებდა როუდზი. „მაგრამ შემდეგ დავბრუნდით და Hungry ჰიტი იყო, ეს ქაოსი იყო. ბითლომანია იყო. „Girls on Film"-ის ვიდეოზე ავტოგრაფებს ვარიგებდით ტაიმზ-სქვერზე. მაღაზიიდან ვერ გამოვდიოდით. პოლიციელებმა ქუჩები გადაკეტეს."[10][23] 1983 წელს როუდზმა იმუშავა პროდიუსერის სახით, ინგლისური ჯგუფ Kajagoogoo-ს ბრიტანულ #5 და აშშ #5 სინგლზე „Too Shy". ენდი ტეილორი კი Duran Duran-ის პირველი წევრი იყო, რომელმაც იქორწინა.

შემდეგი წელი კოლექტივმა გაატარა გადასახადებისგან თავის არიდებაში. ახალ სიმღერებს ამ მიზნით იგი უკვე იწერდა საფრანგეთში. მოგვიანებით Duran Duran ჩანაწერებზე მუშაობდა კუნძულ მონსერატზე, საბოლოოდ კი სიდნეიში გადაინაცვლა, სადაც ალბომის მიქსი დასრულდა. ზაფხულში ბრიტანეთში ორი კონცერტი გაიმართა - პირველი იყო 20 ივლისის გამოსვლა უელსის პრინცის და პრინცესას წინაშე, ხოლო მეორე იყო მათი ცნობილი კონცერტი ვილა პარკში. ამასთან, ჯგუფს სჭირდებოდა Rio-ს მსგავსი ჰიტური ალბომი, ამიტომ ჩაწერის ხანგრძლივობამ ექვს თვეს გადააჭარბა.[24] ცხოვრების ახალ სტილს შეერწყა ნარკოტიკების მოხმარებაც. დოკუმენტურ ფილმში Extraordinary World, რომელიც ათი წლის შემდეგ გადაიღეს, როუდზი აღწერდა ამ ყველაფრის მათ მუსიკაზე გავლენას, როგორც „რთულად კონტროლირებად ისტერიას".[25]

ახალი ალბომი Seven and the Ragged Tiger გამოვიდა 1983 წელს. მასში შეტანილი „Union of the Snake“ ჰიტად იქცა. სინგლებით „Hungry Like the Wolf", „Rio", „Save a Prayer“ და „Is There Something I Should Know?“ Duran Duran-ს უკვე ხუთი აშშ ჰიტი ჰქონდა, რომლებიც ოცეულში მოხვდნენ. კოლექტივი აღმოჩნდა პრესის პირველ ფურცლებზე, როდესაც „Union of the Snake"-ის ვიდეო გამოვიდა თავად სინგლის რადიოში ერთი კვირით გამოჩენამდე. შემდეგი იყო „New Moon on Monday“ - ბრიტანეთში #9. შემდეგი სინგლი, „The Reflex“ (რომელიც აგრეთვე ნაილ როჯერსის მიერ რემიქსის სახით ჩაიწერა), იქცა ჯგუფის #1 აშშ ჰიტად. „The Reflex“ აგრეთვე იყო Duran Duran-ის მეორე და უკანასკნელი ბრიტანული #1 სინგლი, აგრეთვე წარმატებული ბევრ სხვა ქვეყანაში.

სინგლის წარმატებას მოჰყვა ჯგუფის მსოფლიო ტურნე, რომელიც 1984 წლის პირველ ოთხ თვეს გაგრძელდა, ამერიკაში გამართული პირველი დიდი კონცერტებით. ფილმები, რომელიც რასელ მალკეჰიმ გადაიღო, Sing Blue Silver და Arena, ასახავს ჯგუფის ამ კონცერტებს. საკონცერტო ალბომი Arena აგრეთვე ჩაიწერა და გამოვიდა მოგვიანებით, ისევე, როგორც სინგლი „The Wild Boys“, რომელიც ატლანტიკის ორივე მხარეს #2 ჰიტი იყო. 1984 წელს ჯგუფი Rolling Stone-ის გარეკანზე გამოჩნდა და მიიღო ორი გრემი ახალ კატეგორიებში ხანგრძლივი ფორმის ვიდეო და მოკლე ფორმის ვიდეო. ამასობაში „Save a Prayer“-ს ჩრდილოეთ ამერიკაში წარმატება ხვდა წილად. სიმღერის აშშ რემიქსი სინგლზე 1985 წლის იანვარში გამოჩნდა და Billboard Hot 100-ში მარტში #16 პოზიციამდე ავიდა. სიმღერის საკონცერტო ვერსია გამოიყენეს სინგლის B-მხარისთვის. იგი აღებულია Arena-ს/As the Lights Go Down-ის ვიდეო ვერსიიდან.

ამ პერიოდში ჯგუფის ყველა წევრმა ააღელვა ახალგაზრდა თაყვანისმცემლები. ტურნეს შემდეგ როჯერ ტეილორმა იტალიაში იქორწინა, ნიკ როუდზმა - ლონდონში. [26] 1984 წლის ბოლოს Duran Duran Band Aid-ის საქველმოქმედო სინგლის „Do They Know It's Christmas?“ ჩაწერაში მონაწილეობდა - ჯორჯ მაიკლის და სტინგის გვერდიგვერდ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ისვენებდა, მისი წევრები აქტიურად მუშაობდნენ ახალ მუსიკაზე და ორ პროექტს შორის იხლიჩებოდნენ. ჯონ და ენდი ტეილორებმა გადაწყვიტეს, Duran Duran-ის ჟღერადობაზე უარი ეთქვათ და თანამშრობლოდნენ რობერტ პალმერთან და ენდი თომპსტონთან - მათ ჩამოაყალიბეს როკ/ფანკ სუპერჯგუფი The Power Station, რომელმაც გამოსცა საუკეთესო ათეულში მოხვედრილი ორი სინგლი. საიმონ ლე ბონი და ნიკ როუდზი, მეორე მხრივ, ჯგუფის ჟღერადობისადმი ერთგულები დარჩნენ და ჩამოაყალიბეს Arcadia, რომელმაც ერთადერთი ალბომი, So Red the Rose გამოსცა, ჰიტ-სინგლით „Election Day". ალბომის ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდნენ გიტარისტი მასამი ცუჩია, ბასისტი მარკ ეგანი, პერკუსიონისტი დევიდ ვან ტიგემი, დრამერი სტივ ჯორდანი, სტინგი, ჰერბი ჰენკოკი და დევიდ გილმორი. ჯგუფში როჯერ ტეილორიც უკრავდა, თუმცა ამავე დროს პერკუსიონისტი იყო, Power Station-ის ალბომზე. Duran Duran ამ პროექტების შემდეგ შეიცვალა. როუდზი ამბობდა, რომ ორივე პროექტი „კომერციული თვითმკვლელობა იყო, მაგრამ ეს ყოველთვის კარგად გამოგვდიოდა.“[10] ჯერ კიდევ ბალანსდაკარგულმა კოლექტივმა 1985 წელს ჯეიმზ ბონდის სერიის მორიგი ფილმისთვის „ხედი მკვლელობაზე“ სასათაურო სიმღერა ჩაწერა. ეს იყო ბონდის საუნდტრეკების პირველი სინგლი, რომელიც აშშ-ის ჩარტში #1 პოზიციაზე მოხვდა, ისევე, როგორც სერიის საუნდტრეკების პირველი სიმღერა, რომელიც ბრიტანეთში მაღალ პოზიციას იკავებდა - #2-ს. შემდეგი 20 წლის განმავლობაში ეს აგრეთვე იყო უკანასკნელი სინგლი, ჩაწერილი ჯგუფის ორიგინალური ხუთკაციანი შემადგენლობით.

1984 წლის Band Aid-ის სინგლის წარმატების შემდეგ ჯგუფი 90.000 მსმენელის (და დაახლოებით 1.5 მილიარდი ტელემაყურებლის) წინაშე გამოვიდა, Live Aid-ზე, ჯონ ფიცჯერალდ კენედის სტადიონზე (ფილადელფია, პენსილვანია), 1985 წლის 13 ივლისს, როდესაც „A View to a Kill“ აშშ-ის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. ეს გამოსვლა არ იყო დაგეგმილი, როგორც დამშვიდობება, ჯგუფი აპირებდა შესვენებას ოთხწლიანი დაძაბული გრაფიკის შემდეგ, მაგრამ 2003 წლის ივლისამდე ორიგინალური ხუთეულის წევრები ერთად აღარ გამოსულან. Live Aid-ზე ლე ბონმა შეცდომით წაიმღერა ფალცეტი, როდესაც „A View to a Kill"-ს ასრულებდა. მოგვიანებით მან ამ მომენტს უწოდა თავის კარიერაში ყველაზე დამამცირებელი.[27]

1986–1989: ლე ბონის, როუდზის და ჯონ ტეილორის ტრიო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუთი წლის განმავლობაში სამი სტუდიური და ერთი საკონცერტო ალბომის გამოცემის შემდეგ (რასაც ახლდა აქტიური პრომოკამპანია და ხანგრძლივი საკონცერტო ტურნეები), შიდა დაძაბულობის გამო ჯგუფმა 1986 წელს ორი წევრი დაკარგა. Live Aid-ის და Arcadia-ს შემდეგ დრამერი როჯერ ტეილორი დასახლდა სოფლის გარემოში, ვინაიდან გრძნობდა, რომ დაღლილი იყო.[28] თავდაპირველად ითქვა, რომ ეს იქნებოდა ერთწლიანი შესვენება, მაგრამ ჩანდა, რომ ჯგუფში დაბრუნება არ სურდა და 1986 წლის აპრილის ოფიციალურ პრეს-რელიზში მისი წასვლის შესახებ ითქვა. 2004 წელს Live Daily-სთან საუბრისას როჯერ ტეილორმა განმარტა წასვლის მიზეზები: „გადამწვარი ვიყავი. ვფიქრობ, დავიღალე. ძალიან დაძაბული ხუთი წელი იყო, არ შევჩერებულვართ. მუდმივი ტურნეები იყო, ვწერდით, ვიწერდით. მსოფლიო მასშტაბითაც ცნობილები გავხდით. აქტიური განრიგი იყო. სადღაც საკუთარი თავი დავკარგე.“

გიტარისტმა ენდი ტეილორმა, თავის მხრივ, სხვები დააჯერა, რომ Duran Duran-ის ახალ ალბომზე სამუშაოდ დაბრუნდებოდა, თუმცა ამავე პერიოდში ლოს-ანჯელესში კონტრაქტს აფორმებდა (1986 წელს მან გამოსცა სოლო ალბომი Thunder). ჯგუფმა იურიდიულ ბერკეტებს მიმართა, რათა იგი სტუდიაში დაებრუნებინა, მაგრამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ტეილორი გაუშვა. ახალ ალბომზე, უთანხმოებების მოგვარების შემდეგ, მან მხოლოდ რამდენიმე სიმღერაში დაუკრა.[29]

გიტარისტის და დრამერის გარეშე დარჩენილმა წევრებმა, ლე ბონმა, როუდზმა და ჯონ ტეილორმა რამდენიმე სიმღერაში გიტარის პარტიებისთვის მიიწვიეს პროდიუსერი ნაილ როჯერსი, ხოლო დასარტყმელი საკრავებისთვის - სტივ ფერონი. 1986 წლის სექტემბერში მათ სესიური გიტარისტის სახით შეუერთდა უორენ კუკურულო (Missing Persons, ფრენკ ზაპას საკონცერტო ბენდი). სხვა წევრებთან ერთად მან ჩაწერა Notorious-ის დარჩენილი ნაწილი. ალბომი გამოვიდა 1986 წლის ოქტომბერში. აგრეთვე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი Three to Get Ready, რომელშიც აისახა ალბომის ჩაწერის პროცესი, იურიდიული დავები და ტურნესთვის მომზადება.

მიუხედავად იმისა, რომ სასათაურო „Notorious“ აშშ-ის ჩარტში #2 და ბრიტანეთში #7 იყო, ხოლო ალბომი აქტიურად იყიდებოდა, ჯგუფის მოყვარულების მხრიდან რეაქცია აღარ იყო ისტერიული და იმპულსური. წინა სამი წლის განმავლობაში მათი მოზარდი მსმენელები გაიზარდნენ, ახალი მუსიკა კი იყო უფრო მეტად ფანკური, უფრო ზრდასრული და ნაკლებად „პოპური“, რაზეც გავლენა იქონია Arcadia-მ, Power Station-მა და სხვა პარალელურ პროექტებზე მუშაობამ. ჩარტებში მოხვდნენ სინგლები „Skin Trade“ და „Meet El Presidente“, მაგრამ წინა სინგლებზე ნაკლებად წარმატებით სარგებლობდნენ. 1987 წლის ბოლოს სესიურ დრამერად ჯგუფს სტერლინგ კემპბელი დაემატა.

Duran Duran, ამავე დროს, ცდილობდა მოზარდებისგან შემდგარი აუდიტორიის სიმბოლოების იმიჯის მოშორებას და უფრო კომპლექსური მუსიკით კრიტიკოსებისგან მეტი პატივისცემის მოპოვებას. ახალი სერიოზული იმიჯი თავდაპირველად უცხო ჩანდა და ჯგუფის პოპულარობამ იკლო. Rolling Stone: „მუსიკალური ზრდასრულობის ძიებაში, დარჩენილმა Duran-მა დაკარგეს უნიკალურობა“.[30] კიდევ ერთი ფაქტორი იყო ის, რომ ჯგუფმა მენეჯერები, ძმები ბეროუები გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, მაგრამ ვარაუდობდნენ, რომ უთანხმოება უკავშირდებოდა ფინანსურ მხარეს და ძმების მონაწილეობას ლე ბონის იახტით მოგზაურობებში.[31] ჯგუფი ხშირად იცვლიდა მენეჯმენტს ან საკუთარ საქმეებს თავად მართავდა. გარდა ამისა, EMI (რომელშიც იმ წლის ზაფხულს პრეზიდენტის მოვალეობიდან გათავისუფლებასთან ერთად დიდი რესტრუქტურიზაცია მოხდა) ჯგუფისადმი ინტერესს კარგავდა. [32]

შემდეგი ალბომიდან Big Thing (1988) გამოვიდა სინგლები „I Don't Want Your Love“ (#4, აშშ) და „All She Wants Is“ (1993 წლამდე ბრიტანეთში ჯგუფისთვის უკანასკნელი ჰიტი, მოხვედრილი ათეულში). ეს ჩანაწერი უფრო მეტად ექსპერიმენტული იყო, ჰაუსის და რეივის გავლენით, რასაც ემატებოდა ჯგუფის ატმოსფერული სინთპოპი და კუკურულოს, ახლა უკვე სრულუფლებიანი წევრის გიტარა, ისევე, როგორც უფრო ზრდასრული ტექსტები.

1989–1991: კვლავ ხუთეული, Decade და Liberty

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის დასასრულს და 1990-იანების დასაწყისში სინთპოპის პოპულარობამ იკლო და მსმენელები უფრო მეტად ინტერესდებოდნენ ჰიპ-ჰოპით, ტექნოთი და ალტერნატიული როკით. ალბომთან დაკავშირებული ტურნეს შემდეგ ჯგუფმა ოფიციალურად ჩამოაყალიბა ხუთკაციანი შემადგენლობა - სესიური უორენ კუკურულოს და სტერლინგ კემპბელის სრულუფლებიანი წევრების სტატუსით.[33]

კომპილაცია Decade გამოვიდა 1989 წლის ბოლოს, მეგამიქსურ სინგლ „Burning the Ground“-თან ერთად, რომელშიც მოხვდა ჯგუფის წინა ათწლეულის ჰიტების ნაწყვეტები. სინგლს მნიშვნელოვანი წარმატება არ ჰქონია, განსხვავებით ალბომისგან. თუმცა, შემდეგმა სტუდიურმა ალბომმა Liberty (რომელიც Big Thing-ის ექსპერიმენტებისგან შორს იყო) კვლავ ვერ გამოიწვია ჩვეული იმპულსი. იგი მოხვდა ალბომების ჩარტის საუკეთესო ათეულში და სია მალე დატოვა. სინგლებს „Violence of Summer (Love's Taking Over)“ და „Serious“ უმნიშვნელო წარმატება ხვდა წილად, ჩარტში უფრო მეტი წარმატება ჰქონდა Alice in Chains-ის და Jane's Addiction-ის შემოქმედებას, წინ კი იყო ნირვანასთან, Pearl Jam-თან და ზოგადად, გრანჟის მიმართულებასთან შეჯიბრი. Duran Duran-მა პირველად თავისი არსებობის წლების განმავლობაში უარი თქვა ტურნეს გამართვაზე და უკრავდა მხოლოდ კლუბებში და გადაცემებში.[34] კემპბელმა ისინი 1991 წლის დასაწყისში დატოვა და შეუერთდა Soul Asylum-ს და დევიდ ბოუის პერსონალს. დარჩენილმა ოთხეულმა იარსება შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში. 1991 წლის დეკემბერში ჯონ ტეილორმა, 31 წლის ასაკში, იქორწინა 19 წლის მოდელთან/მსახიობთან ამანდა დე კადენესთან. 1992 წლის მარტში მათ ქალიშვილი ეყოლათ.[35]

1992–1996: ოთხეული და ხანმოკლე დაბრუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს ჯგუფმა გამოსცა Duran Duran, რომელსაც აგრეთვე The Wedding Album ეწოდება - ნიკ ეგანის მიერ შექმნილი გარეკანის გამო, რომელზეც წარმოდგენილია ჯგუფის წევრთა მშობლების ქორწინების ამსახველი ფოტოსურათები და იმ მიზეზით, რომ არ მოხდეს გაუგებრობა, ვინაიდან იგივე სახელწოდებას ატარებს Duran Duran-ის სადებიუტო ალბომი. ამ პირველი „დაბრუნების“ გამოცემა გადაიდო. მოგვიანებით მათი მენეჯერი, ტომი მანზი ამბობდა, რომ ინდუსტრია თავად ეწინააღმდეგებოდა ჯგუფის დაბრუნებას და უფრო მეტად შემდეგი მოდური ჯგუფის გამოჩენა აინტერესებდა.[36] თუმცა, მსმენელების დაინტერესება ახალი სიმღერებით უზრუნველყო გაჟონილმა სინგლმა „Ordinary World“. სიმღერა მოხვდა რადიოს როტაციაში დაგეგმილზე თვეებით ადრე, აშშ-ში #3 გახდა, ხოლო ბრიტანეთში - #6. მას აგრეთვე მიენიჭა აივორ ნოველოს ჯილდო.[37]

„Come Undone“, კიდევ ერთი სიმღერა ახალი ალბომიდან, ლე ბონის ტექსტით, მოხვდა აშშ-ის ჩარტის #7 პოზიციაზე, ბრიტანეთში კი #13 დაიკავა. როგორც ჯგუფი, ასევე ლეიბლი გაოცებულები იყვნენ ალბომის კრიტიკული და კომერციული წარმატებით (#4 - ბრიტანეთი, #7 - აშშ). ბასისტი ჯონ ტეილორი აპირებდა Duran Duran-ის დატოვებას, მაგრამ ამ ცვლილების გამო დარჩა. ჯგუფის იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური ტურნე, რომლის ფარგლებში იგი შუა აღმოსავლეთს, ემბარგოსგან გათავისუფლებულ სამხრეთ აფრიკას და სამხრეთ ამერიკასაც ეწვია, რამდენიმე თვის შემდეგ შეჩერდა, ვინაიდან ლე ბონს ხმის იოგები დაუზიანდა. ექვსკვირიანი შესვენების შემდეგ ტურნე განახლდა და კიდევ ხუთ თვეს გაგრძელდა, სხვა ქვეყნებთან ერთად ისრაელში, ტაილანდსა და ინდონეზიაში გამოსვლებით.

1995 წელს ჯგუფმა გამოსცა ქავერ-ვერსიების ალბომი Thank You, რომელშიც შეტანილი იყო ლუ რიდის „Perfect Day“-ს და Melle Mel-ის „White Lines (Don't Don't Do It)“-ის ვერსიები (ორიგინალური შემსრულებლების ბეკ-ვოკალებით). ალბომის ჩასაწერად დროებით დაბრუნდა დრამერი როჯერ ტეილორი, რომელმაც დაუკრა სიმღერებში „Watching the Detectives", „Perfect Day“ და „Jeepster“ (უკანასკნელი არ გამოცემულა). ალბომის პრეს-რელიზის ვიდეოში რიდმა განაცხადა, რომ Duran Duran-ის მიერ ჩაწერილ ვერსიას თვლიდა მისი სიმღერების ქავერ-ვერსიებიდან საუკეთესოდ. როგორც რობერტ პლანტმა, ასევე ჯიმი პეიჯმა დადებითად შეაფასეს Duran Duran-ის მიერ ჩაწერილი „Thank You“, რომლის მიხედვით ალბომს სახელწოდება შეურჩიეს.[24]

1997–2000: ჯონ ტეილორის წასვლა და მეორე ტრიო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Thank You-ს პრომო ტურნეს დასრულების შემდეგ ტეილორმა მონაწილეობა მიიღო ლეიბლ B5 Records-ის დაარსებაში, ჩაწერა სოლო ალბომი, ჩამოაყალიბა Neurotic Outsiders, რომელთან ერთად ტურნეც გამართა, აგრეთვე აღადგინა Power Station, თუმცა, დე კადენესთან გაყრის პერიოდში პროექტი დატოვა და ჯგუფმა არსებობა მის გარეშე განაგრძო. შემდეგი ალბომის Medazzaland ჩაწერის მცდელობების მიუხედავად, 1997 წლის იანვარში, Duran Duran-ის მოყვარულთა შეკრების DuranCon ფარგლებში ტეილორმა გამოაცხადა, რომ ჯგუფს მშვიდად ტოვებდა.[38] კოლექტივში დარჩნენ მხოლოდ ლე ბონი და როუდზი, კუკურულოსთან ერთად. მათ გადაწყვიტეს, კვლავ Duran Duran-ის სახელწოდებით ეარსებათ.

თავისუფალი სიმღერების შექმნის დროს წარმოშობილი კონფლიქტებისგან ჯგუფი დაუბრუნდა სტუდიას და Medazzaland-ისთვის მომზადებული სიმღერების ხელახლა ჩაწერა დაიწყო (ტეილორის ნამუშევარი აღბეჭდილია მხოლოდ ოთხ სიმღერაში). ამ ალბომით კოლექტივი დაუბრუნდა Big Thing-ის მრავალფეროვან ჟღერადობას, დააკომპლექტა რა იგი გიტარის დახლართული სტრუქტურებით და დამუშავებული ვოკალებით. სიმღერა „Out of My Mind“ მოხვდა ფილმში „წმინდანი“, თუმცა ნამდვილი სინგლი იყო „Electric Barbarella“, რომელიც აშშ-ში გამოიცა და იყო პირველი ინტერნეტ-სინგლი. [39] სიმღერის ვიდეოში სექსუალური რობოტი ფიგურირებს, რომელსაც ჯგუფის წევრები ეთამაშებიან. MTV-ზე იგი არ მოხვედრილა, ვინაიდან ცენზურა შეეხო. „Barbarella“ აშშ-ის ჩარტებში 1997 წლის ოქტომბერში #52 პოზიციამდე მივიდა.[40] მიუხედავად იმისა, რომ თავად ალბომი ამ ქვეყანაში 1997 წლის ოქტომბერში გამოვიდა, ბრიტანეთში ოფიციალურად არ გამოცემულა. „Barbarella“ მოგვიანებით ბრიტანეთში გამოვიდა, როგორც სინგლი 1998 წლის კომპილაციიდან Greatest და 1999 წლის იანვარში ამ ქვეყნის ჩარტში #23 ადგილამდე ავიდა.

1998 წლის 27 ივნისს Duran Duran, პრინცესა დაიანას ოჯახის თხოვნით, უკანასკნელის ხსოვნის კონცერტზე გამოვიდა.[41]

2001–2006: Pop Trash და გაერთიანება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Duran Duran-ის გამოსვლა Air Canada Centre-ში, ტორონტო, აპრილი 2005

2000 წელს ლე ბონი დაუკავშირდა ჯონ ტეილორს Duran Duran-ის კლასიკური შემადგენლობის აღდგენის შემოთავაზებით. მათ გადაწყვიტეს კუკურულოსთან თანამშრომლობის დასრულება ახალი ალბომის Pop Trash მხარდამჭერი ტურნეს შემდეგ. საკუთარ საიტზე უორენმა დაწერა, რომ Duran Duran-ს ტოვებდა და უბრუნდებოდა თავის 1980-იანების ჯგუფს Missing Persons. მისი გადაწყვეტილება შემდეგ დღეს უკვე Duran Duran-ის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. ცნობილი გახდა ისიც, რომ ჯონი, როჯერი და ენდი კვლავ ერთად მუშაობდნენ. კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობის შესასრულებლად, წასვლამდე 2001 წლის ივნისში კუკურულომ დაუკრა ჯგუფთან ერთად იაპონიაში, სამ კონცერტზე.

Pop Trash-ის მუსიკალური სტილისტიკა განაგრძობს Medazzaland-ის სტილს. მასში აღრეულია პოპი, ფანკი და ელექტრონიკა. მძიმე სტილისტიკა აქ ერწყმის უფრო რბილ ბალადებს. ალბომის პრომოკამპანია შეზღუდული იყო.

2001, 2002 და 2003 წლებში ჯგუფი მუშაობდა ახალ მასალაზე. თავდაპირველად მათ იქირავეს სახლი სენ-ტროპეში, სადაც ხმის ინჟინერმა მარკ ტინლიმ ააწყო ხმისჩამწერი სტუდია. Duran Duran ლონდონში ჩავიდა და სხვადასხვა პროდიუსერთან საკუთარი თანხებით მუშაობდა (მათ შორის, ნაილ როჯერსთანაც), აგრეთვე ახალი კონტრაქტის მოპოვებას ცდილობდა. ლეიბლების გულის მოგება რთული აღმოჩდა, ამიტომ ჯგუფმა, მათი დაინტერესების მიზნით, ტურნე დაიწყო. მოყვარულების და მედიის გამოხმაურებამ მოლოდინს გადააჭარბა[9]. 2003 წელს მათ, საკუთარი 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად მასშტაბური ტურნე გამართეს, რომლის ფარგლებში შედიოდა ტოკიოში ორი დღის განმავლობაში მთლიანად გავსებული სტადიონი. ბილეთები ყოველ ასეთ კონცერტზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიყიდა. ტურნეში აგრეთვე შედიოდა მცირე დარბაზებიც. აგვისტოში ისინი გამოვიდნენ 2003 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე და მოულოდნელად მიიღეს ჯილდო ცხოვრებისეული წვლილისთვის. ასეთივე ჯილდო მათ ოქტომბერში გადასცა Q-მ. კიდევ ერთი მსგავსი, გამორჩეული წვლილის ჯილდო მიიღეს BRIT Awards-ზე, 2004 წლის თებერვალში.[42]

Duran Duran ნიუ-იორკში, 2005

წარმატებას მოჰყვა კონცერტები ამერიკაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში - ყველა კონცერტზე სრულად გაყიდული ბილეთებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო Super Bowl XXXVIII-ის ფარგლებში, სადაც კოლექტივმა თამაშის წინ მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე „The Wild Boys“ დაუკრა. ახალი სიმღერის „(Reach Up for the) Sunrise“ რემიქსი გავრცელდა სხვადასხვა გადაცემაში, ხოლო ჟურნალებმა Duran Duran-ს უწოდეს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფი.[43] ბრიტანეთში დაბრუნება Duran Duran-მა აღნიშნა 14 კონცერტით სტადიონის ფორმატში, 2004 წლის აპრილში, მათ შორის იყო ხუთი სრულიად გაყიდული ბილეთებით უემბლიზე. ბრიტანულმა პრესამ, რომელიც მანამდე ჯგუფს ცივად უყურებდა, კონცერტებს თბილად მიმოიხილავდა.[44] Duran Duran-თან ერთად ტურნეს დროს, როგორც კონცერტების „გამხურებლები“ გამოდიოდნენ Goldfrapp და Scissor Sisters.[9] უკანასკნელი ორი კონცერტი, რომელიც გადაიღეს, გამოუშვეს DVD-ის Duran Duran: Live from London სახით, ნოემბერში.

საბოლოოდ, 35-ზე მეტი ახალი სიმღერით, ჯგუფმა ივნისში გააფორმა კონტრაქტი Epic Records-თან და დაასრულა ახალი ალბომი, რომელსაც Astronaut ეწოდა. იგი 2004 წლის ოქტომბერში გამოვიდა, მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #3 და აშშ-ში - #17 პოზიციაზე, ხოლო პირველი სინგლი „(Reach Up for The) Sunrise“ Billboard-ის საცეკვაო ჩარტის #1 პოზიციას იკავებდა, ბრიტანეთის სინგლების ჩარტში კი #5-ზე ავიდა - 1985 წლის „A View to a Kill"-ის შემდეგ ეს Duran Duran-ისთვის სინგლების ჩარტში უმაღლესი პოზიცია იყო. მეორე სინგლი „What Happens Tomorrow“ ბრიტანეთში თებერვალში გამოსვლისას #11 ადგილზე მოხვდა. ალბომის 5.1 მიქსზე მუშაობდა ჯერემი უიტლი. ეს ვერსია გამოვიდა Astronaut-ის ორმაგი დისკის გამოცემაში, დამატებითი ვიდეოების თანხლებით.

2005 წლის დასაწყისში გამართული მსოფლიო ტურნეს შემდეგ 2005 წლის აინორ ნოველოს დაჯილდოებაზე Duran Duran-ს გადაეცა სპეციალური ჯილდო გამორჩეული წვლილისთვის, რომელიც მან ბრიტანულ მუსიკაში შეიტანა. ზაფხულში კი Duran Duran გამოვიდა Live 8-ზე, რომში.

2006–2008: Red Carpet Massacre და ენდი ტეილორის მეორედ წასვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯგუფი ბოგოტაში, კოლუბმია, 2008

2006 წლის დასაწყისში ჯგუფმა ჯონ ლენონის „Instant Karma!“ ჩაწერა Amnesty International-ის კამპანიისთვის Make Some Noise, ხოლო ჩანაწერი მოხვდა ალბომში Instant Karma: The Amnesty International Campaign to Save Darfur. Duran Duran-მა აგრეთვე დაუკრა ორ მასშტაბურ ღონისძიებაზე - ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე და 2006 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყეს ჩრდილოეთ კალიფორნიაში, სიმღერების მომზადებით, ხოლო პროდიუსერ მაიკლ პატერსონთან ერთად განაგრძეს ლონდონში და შემდეგ თვეებში აქტიურად მუშაობდნენ. თავდაპირველად მზად ჰქონდათ ალბომის Reportage მასალა - 15 სიმღერის სახით, მაგრამ შემდგომში მის შესახებ სიახლეები აღარ გამოუქვეყნებიათ. სექტემბერში ისინი ნიუ-იორკში ჯასტინ ტიმბერლეიკს და პროდიუსერ Timbaland-ს შეხვდნენ და განიხილეს შესაძლო თანამშრომლობის პირობები. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაასრულეს მუშაობა სამ სიმღერაზე, მათ შორის - ტიმბერლეიკთან ერთად.[45]

2006 წლის 25 ოქტომბერს ენდი ტეილორმა კიდევ ერთხელ დატოვა Duran Duran. ოფიციალურ განცხადებაში ჯგუფმა აღნიშნა, რომ მათ და ტეილორს შორს წარმოიშვა „რთული სიცარიელე“ და ერთად ვეღარ მუშაობდნენ. ტეილორმა ავტობიოგრაფიაში Wild Boy აღნიშნა, რომ დამნაშავე იყო პრობლემები მენეჯმენტთან, აგრეთვე მიზეზი იყო კლინიკური დეპრესია, რომელიც მამამისის გარდაცვალებას უკავშირდებოდა. გიტარისტის სახით იგი დომინიკ ბრაუნმა ჩაანაცვლა, რომელსაც მანამდე ჯგუფთან უკვე უმოგზაურია.[46] ტეილორის წასვლის შემდეგ Reportage-ზე მუშაობა შეწყვიტეს და მოამზადეს ახალი მასალა Red Carpet Massacre, რომელშიც Timbaland-თან ერთად ჩაწერილი სიმღერები შეიტანეს. ბრაუნი ამ ალბომზე მოწვეული გიტარისტის სახით მუშაობდა.

2007 წლის ივლისში ჯგუფი ორჯერ გამოვიდა უემბლიზე, როგორც პრინცესა დაიანას ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე, ასევე Live Earth-ზე. 25 სექტემბერს ტიმბერლეიკთან ერთად ჩაწერილი „Falling Down“ iTunes-ზე სინგლის სახით გამოვიდა და ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ახალი ალბომის პრომოკამპანიის ფარგლებში ეთელ ბერიმორის თეატრში, ბროდვეიზე, ცხრა კონცერტს გამართავდა. მოგვიანებით ალბომის წარდგენის ფარგლები გაფართოვდა - გაიმართა კონცერტები ლონდონსა და დუბლინში.

2008 წლის მაისში ჯგუფმა ჩაატარა ტურნეს აშშ ეტაპი, ბრიტანული ჯგუფ Your Vegas-ის მხარდაჭერით. 2008 წლის ივნისში ისინი გამოვიდნენ ლუვრში, საქველმოქმედო კონცერტით, რომელიც მეფე ლუი XV-ის სასადილოს რესტავრირებისთვის თანხის შეგროვებას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მუსიკალური შემსრულებელი გამოვიდა XVIII საუკუნის მუზეუმში, რაც მანამდე ნებადართული არ ყოფილა.

2008 წლის 2 ივლისს პარიზში მარკ რონსონმა ჯგუფთან ერთად დაუკრა. ერთად მათ შეასრულეს მის მიერ გადამუშავებული როგორც ძველი ჰიტები, ასევე Red Carpet Massacre-ის მასალა. ლე ბონმა იმღერა რონსონის სიმღერები ალბომიდან Version. თუმცა, განსხვავებით Astronaut-ისგან, Red Carpet Massacre ნაკლებად პოპულარული იყო როგორც კომერციულად, ასევე კრიტიკულად, აღნიშნული იქნა რა არაერთგვაროვანი შეფასებებით.

2008 წელს ალბომი Rio მოხვდა სერიაში Classic Albums. ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ფილმში, რომელიც ამ სერიაში შევიდა, შეასრულა ალბომის სიმღერები და ისაუბრა მისი ჩაწერის შესახებ.

Duran Duran-ის გამოსვლა ავსტრალიაში, 2012

ჯგუფმა Epic Records 2009 წელს დატოვა. 2010 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მათ ჩაწერეს „Boys Keep Swinging“, რომელიც უნდა შესულიყო დევიდ ბოუისადმი მიძღვნილ ალბომში We Were So Turned On. ალბომის გაყიდვიდან შემოსული თანხა უნდა მიეღო ფონდ War Child-ს. სხვა შემსრულებლებს შორის იყვნენ კარლა ბრუნი, დევენდრა ბანჰარტი, Edward Sharpe & the Magnetic Zeros და Warpaint. ალბომი 2010 წლის 14 სექტემბერს Manimal Vinyl Records-ზე გამოსცეს. სპეციალური 7" სინგლი, Duran Duran-ის და კარლა ბრუნის სიმღერებით, დეკემბერში გამოვიდა.

2010 წლის ნოემბერში Duran Duran-მა გამოაცხადა მეცამეტე სტუდიური ალბომის All You Need Is Now გამოცემის შესახებ[47]. ეს უნდა ყოფილიყო ჯგუფის პირველი ალბომი საკუთარ ლეიბლზე Tapemodern, დამოუკიდებელი ლეიბლ S-Curve Records-ს დისტრიბუციით. იგი თავდაპირველად iTunes-ზე ექსკლუზიურად გამოვიდა, 2010 წლის 21 სექტემბერს და ჩამოტვირთვის ჩარტებში, 15 ქვეყანაში (მათ შორის - ინგლისში) პირველ ადგილს იკავებდა.[48] სასათაურო, პირველი სინგლი 2010 წლის 8 დეკემბერს iTunes-ზე უფასოდ განთავსდა. ალბომის ორი სიმღერის თანაავტორი იყო სესიური გიტარისტი დომინიკ ბრაუნი. 2011 წლის მარტში დაიწყო ალბომის მხარდამჭერი ტურნე. პირველი მოსამზადებელი კონცერტების შემდეგ, რომლებიც ლონდონში ჩაატარეს, 16 მარტს ოსტინში (ტეხასი) ტურნეს ძირითადი ნაწილი გახსნეს.[49]

ალბომის ფიზიკური გამოცემა, რომელიც სხვადასხვა სახით გამოვიდა, სიმღერების ვრცელი სიით, გამოჩნდა 2011 წლის მარტში. CD-ზე მოხვდა თოთხმეტი სიმღერა და კიდევ ხუთი, რომელიც ციფრულ ვერსიაში არ შეიტანეს - „Mediterranea", „Other People's Lives", „Too Bad You're So Beautiful", „Diamond in the Mind“ და „Return to Now". ვიდეოში, რომელიც ჯგუფის საიტზე 2011 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, როუდზმა აღნიშნა, რომ ისინი მუშაობდნენ კიდევ ოთხ სიმღერაზე - „Too Close to the Sun", „Early Summer Nerves", „This Lost Weekend“ და „Networker Nation". ალბომი, ფიზიკური ფორმით გამოცემისთანავე ბრიტანეთის ჩარტში #11 პოზიციაზე მოხვდა, ხოლო Billboard-ში - #29-ზე.

2011 წლის 25 თებერვალს, მილანში სტუმრობისას, ჯგუფმა XX საუკუნის სტილის სიმბოლოს ჯილდო მიიღო, ისევე, როგორც ქალაქის სიმბოლური გასაღები, რომელიც მათ ქალაქის მერმა ლეტიცია მორატიმ გადასცა.[50][51]

2011 წლის 23 მარტს ჯგუფი ლოს-ანჯელესში გამოვიდა, Unstaged: An Original Series from American Express-ის მეორე სეზონის ფარგლებში. კონცერტს იღებდა დევიდ ლინჩი. გამოსვლა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში YouTube-ზე. სცენაზე კოლექტივს შეურთდა ჯერარდ უეი (My Chemical Romance), ისევე, როგრც ბეთ დიტო (Gossip) და კელისი (რომელმაც ახალი ალბომის სიმღერის „The Man Who Stole a Leopard“ ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო).[52] 2011 წლის 17 აპრილს ჯგუფი კალიფორნიაში, კოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე გამოვიდა. 2011 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ლე ბონს ჰქონდა ლარინგიტი, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ტურნეს გაგრძელება. შესვენების შემდეგ, 2012 წლის 1 მაისს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ლონდონში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის პარალელურად, ჰაიდ-პარკში 27 ივლისს გამოვიდოდა. ინგლისის სახელით გამოსულ Duran Duran-ს აგრეთვე შეუერთდნენ Snow Patrol (ჩრდილოეთი ირლანდია), Stereophonics (უელსი) და პაოლო ნუტინი (შოტლანდია).[53] 2012 წლის აგვისტოს ბოლოს, 18 თვიანი ტურნეს დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, აშშ-ში დაგეგმილი კონცერტები გააუქმეს, ვინაიდან ნიკ როუდზი ვირუსით დაავადდა.

2013 წლის 4 მარტს ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში, მეთოთხმეტე სტუდიურ ალბომზე სამუშაოდ. დეკემბერში მათ შეისვენეს. 31 დეკემბერს Duran Duran-მა გამოაქვეყნა მიქსტეიპი, რომელზეც ჯონ ტეილორი მოყვარულებს მადლობას უხდიდა. 2014 წლის 10 თებერვალს ჯგუფის წევრები ორ გუნდთან მუშაობდნენ ახალი სიმღერების გუნდის პარტიებზე.[54]

Red Hot Chili Peppers-ის ყოფილ გიტარისტი ჯონ ფრუშანტე მუშაობდა Duran Duran-ის რამდენიმე ახალ სიმღერაზე. ეს დადასტურდა 2014 წლის აპრილში ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჯონი Duran Duran-თან ერთად არ იმოგზაურებდა, მაგრამ „მისი გიტარა ალბომზე შესანიშნავად ჟღერს.“[55]

2015 წლის 15 ივნისს ოფიციალურად გახდა ცნობილი ახალი ალბომის სახელწოდება Paper Gods და გამოცემის თარიღი - იმავე წლის 11 სექტემბერი.[56] იმავე კვირაში Microsoft-ის Xbox Music-ზე გამოვიდა ალბომის პირველი სინგლი „Pressure Off".[57] სიმღერა მოგვიანებით Google Play Music-ზეც გამოუშვეს.[58] ცნობილი გახდა ბრიტანული და აშშ-ის კონცერტების თარიღებიც.

ალბომი გამოსვლისთანავე Billboard 200-ის #10 პოზიციაზე მოხვდა, რაც ჯგუფისთვის მანამდე 22 წლის განმავლობაში უმაღლესი სადებიუტო პოზიცია იყო[59] იტალიის ჩარტში Paper Gods #2 იყო, ნიდერლანდებში - #4, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში - #5.

2016 წლის 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ნიკ როუდზს ტურნეს Paper Gods დარჩენილი კონცერტების მსვლელობისას ჩაენაცვლებოდა MNDR.[60]

2016 წლის დეკემბერში ჯგუფის წევრებმა წააგეს სასამართლო საქმე Gloucester Place Music-თან, EMI Music Publishing-ის შვილობილთან, ცდილობდნენ რა უფლების დაბრუნებას პირველ სამ ალბომზე. როუდზი: „კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ, როგორც მიამიტმა მოზარდებმა, სამი ათწლეულის წინ, მაშინ ჯერ ვიწყებდით და ბევრი არაფერი ვიცოდით...ამრიგად, ეს გადაწყვეტილება ჩვენი დროის სიმღერების ავტორებისთვის ცუდ მაგალითს ქმნის.“[61]

მიუხედავად იმისა, რომ კარიერას იწყებდა, როგორც „არტ-სკოლის, ექსპერიმენტული, პოსტ-პანკ როკერული“ იმიჯის მქონე“[11], მალე ჯგუფმა ნამდვილი ვარსკვლავის სტატუსი შეიძინა, წევრების გარეგნობით, მოზარდების მხრიდან სიმპათიით, რაც მუსიკალური კრიტიკოსების უკმაყოფილებასაც იწვევდა. 1980-იანებში Duran Duran ითვლებოდა ფუნდამენტურად წარმოებულ, მეორეხარისხოვან პოპ-ჯგუფად. თუმცა Sunday Herald წერდა, რომ მათი, როგორც ბოიბენდის წარდგენა, შეცდომაა, ვინაიდან „მათი იარაღი აგრეთვე იყო საკუთარი ავტორობის სიმღერები.“[42] 2003 წლის დასაწყისში მობიმ საკუთარ საიტზე დაწერა: „...მათ მოჰყვებოდა Bee Gees-ის წყევლა, რაც მდგომარეობდა შესანიშნავი სიმღერების შექმნაში, მრავალი ჩანაწერის გაყიდვაში და როკით დაინტერესებული ისტებლიშმენტის მხრიდან რისხვაში.“[62] Duran Duran-ზე გავლენა მოახდინა Japan-ის [63] და Yellow Magic Orchestra-ის შემოქმედებამ.[64]

მოგვიანებით Duran Duran-ის სტილისტური, ხალისიანი პოპის მოყვარულებად საკუთარ თავს ასახელებდნენ The Bangles, ელტონ ჯონი, კაილი მინოუგი, პოლ იანგი და The Monkees-იც. ლე ბონი ამბობდა, რომ Duran Duran „არის ჯგუფი, რომლის მუსიკაზე უნდა იცეკვო, როდესაც ყუმბარა ეცემა.“[65] ჩამოყალიბების პერიოდში გავლენის წყაროდ Duran Duran-ს ასახელებდნენ Barenaked Ladies, ბეკი, ჯონათან დეივისი (Korn), The Bravery, გვენ სტეფანი და პინკი. მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა ღიად ახსენა, რომ მათი ერთ-ერთი დიდი მოყვარული იყო. შემსრულებლების ახალ ტალღაში Duran Duran-ის თაყვანისმცემლებად საკუთარ თავს ასახელებდნენ დაიდო, Franz Ferdinand, Panic! at the Disco, Goldfrapp და ბრენდონ ფლაუერსი (The Killers).[66]

როუდზი პროდიუსერის სახით მუშაობდა Kajagoogoo-ს ალბომზე White Feathers და მის #1 სინგლზე „Too Shy“, ისევე, როგორც The Dandy Warhols-ის ალბომზე Welcome to the Monkey House. ჯგუფის მუსიკას იყენებდა სხვადასხვა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელიც. აღსანიშნავია The Notorious B.I.G.-ის სიმღერაში გამოყენებული „Notorious“-ის ნაწყვეტი. მრავალ შემსრულებელს Duran Duran-ის სიმღერების საკუთარი სიმღერა ჩაუწერია ან კონცერტზე დაუკრავს.[67]

ჰიდეკი კამიამ, ჰიტური ვიდეო თამაშ Devil May Cry-ს ავტორმა, 2005 წელს აღნიშნა, რომ ჯონ ტეილორი თამაშის მთავარი გმირის დანტეს პროტოტიპად გამოიყენა.[68]

მუსიკალური ვიდეოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MTV-ის საკაბელო ტელევიზია და ჯგუფი თითქმის ერთ პერიოდში გამოჩნდნენ და ყოველმა მათგანმა მეორეზე დიდი გავლენა მოახდინა.[69] MTV-ის სჭირდებოდა ვიდეოები ქარიზმატული შემსრულებლებით. ლეს გარლანდმა, არხის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა პერსონალს უჩვენა „Hungry Like the Wolf“ და მისი გაშვება ურჩია. მოგვიანებით იგი აღნიშნავდა, რომ ეს იყო „ყველა დროის უდიდესი ვიდეო“, რაც კი უნახავს.[10] ჯგუფის მიერ გადაღებული ვიდეო გავლენიანი იყო რამდენიმე კუთხით. ისინი ვიდეოებს იღებდნენ ეგზოტიკურ ადგილებში, როგორიც იყო შრი-ლანკა და ანტიგუა, რითაც შექმნეს დასამახსოვრებელი კადრები, განსხვავებული იმ პერიოდის დაბალბიუჯეტიანი, სცენაზე გადაღებული ვიდეოებისგან. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ისინი არა უბრალოდ უკრავდნენ ინსტრუმენტებზე, აგრეთვე მონაწილეობდნენ ვიდეოების სიუჟეტებში (ასეთია „Hungry Like the Wolf", „The Wild Boys“ და სხვები). მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ვიდეოები უკვე ვითარდებოდნენ ამ მიმართულებით, ჯგუფმა შეიტანა სტილისტური მოდა, რაც გამოიხატებოდა სწრაფ მონტაჟში, მიმზიდველ გრაფიკულ დიზაინში და სიურრეალისტურ ჩანართებში.

Duran Duran აგრეთვე იყო ერთ-ერთი პირველი ჯგუფი, რომელიც ვიდეოებს პროფესიონალური კინოკამერით იღებდა, 35 მმ-იან ფირზე და არა ვიდეოფირზე, რის გამოც მათი ვიდეოების ხარისხი უფრო მაღალი იყო. MTV-ის ეთერში ამ ვიდეოების მოხვედრამ ჯგუფს გაუხსნა გზა ამერიკულ რადიო სადგურებში, რომლებიც, ტრადიციულად, ბრიტანული მუსიკით არ ინტერესდებოდნენ. თავდაპირველად MTV არ მაუწყებლობდა სხვა ქვეყნებში, გარდა აშშ-სი, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ქვეყანაში გაიზარდა მოთხოვნა ევროპულ ჯგუფებზე Duran Duran, Tears for Fears, Def Leppard და სხვებზე, რომლებიც ხარისხიან ვიდეოებს უშვებდნენ.[70]

ჯგუფის ეგზოტიკური ვიდეოები „Rio", „Hungry Like The Wolf“ და „Save A Prayer", აგრეთვე სიურრეალისტური „Is There Something I Should Know?“ გადაიღო მომავალმა კინორეჟისორმა რასელ მალკეჰიმ, რომელმაც ჯგუფისთვის საერთო ჯამში 11 ვიდეო შექმნა. კოლექტივი ყოველთვის არჩევდა ნოვატორული ხელწერის მქონე რეჟისორებს. ასეთები არიან დენ ჩემბერლენი და ელენ ფონ უნვერთი, ჩინელი ჩენ კეიჯი, დოკუმენტური ფილმების რეჟისორი ჯულიენ ტემპლი და სხვები. ნიკ როუდზი: „ვიდეო ჩვენთვის იგივეა, რაც პინკ ფლოიდისთვის - სტერეო.“[71]

1984 წელს ჯგუფმა სტადიონებზე გამართულ შოუებში შეიტანა ვიდეო ტექნოლოგიები და იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ახალ ვიდეო ეკრანებს სცენაზე იყენებდა. შემდგომში მათ კონცერტები გადაიღეს IMAX-ის და 360 გრადუსიან პანორამულ ფორმატებში.[72] საუკუნის დასასრულს ისინი გამოჩნდნენ ვიდეოსთან დაკავშირებულ მრავალ რეიტინგში - MTV-ის სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი ვიდეო“ მოხვდა „Hungry Like the Wolf“ (#11), ხოლო „Girls on Film“ #68 ადგილზე იყო; „VH1-ის 100 უდიდეს ვიდეოში“ „Hungry“ #31 იყო, ხოლო „Rio“ - #60. MTV-იმ „Hungry“ ყველა დროის ყველაზე ხშირად ნაჩვენები ვიდეოების სიაში #15-ად დაასახელად.

ჯგუფმა რამდენიმე ვიდეო კომპილაციაც გამოსცა, დაწყებული სასათაურო ვიდეო ალბომით Duran Duran (რომელმაც გრემის ჯილდო მიიღო) - 2004 წლის 2 დისკიანი DVD კომპილაციამდე Greatest, რომელშიც მოხვდა რამდენიმე ვიდეოს ალტერნატიული ვერსიაც. გარდა ამ უკანასკნელისა, 2004 წელს DVD-ზე აგრეთვე გამოიცა დოკუმენტური Sing Blue Silver და საკონცერტო ფილმი Arena (ორივე თავდაპირველად 1984 წელს გამოვიდა). Live from London, 2004 წელს უემბლიზე გამართული ერთ-ერთი კონცერტით, 2005 წლის შემოდგომაზე გამოსცეს.

სხვა ვიდეო კოლექციები, საკონცერტო თუ დოკუმენტური ფილმები მხოლოდ ვიდეოფირზე გამოიცა. ჯგუფს ჯერ არ აქვს გამოცემული საკუთარი მუსიკალური ვიდეოების სრული ანთოლოგია. მათი თქმით, არსებობს გამოუცემელი საკონცერტო და დოკუმენტური კადრები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ისინი იმედოვნებენ, რომ ოდესმე მათი მონტაჟი დასრულდება და გამოსცემენ ამ მასალას. უკანასკნელი წლების ვიდეოებს შორის არის „Falling Down“ (2007). "Girl Panic“ 2011 წლის 8 ნოემბერს გამოვიდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ცნობილმა სუპერმოდელებმა, რომელთა შორის არიან იასმინ ლე ბონი, სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, ევა ჰერციგოვა და ჰელენა კრისტინსენი, რომლებიც თავად ჯგუფის წევრებს განასახიერებენ. ვიდეოს რეჟისორია იუნას ოკერლუნდი.

ამჟამინდელი წევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(სია არასრულია)

  • სტივენ დაფი – წამყვანი ვოკალები, დასარტყმელი საკრავები (1978–1979), ბას-გიტარა (1978)
  • საიმონ კოლი – ბას-გიტარა (1978–1980)
  • ენდი უიკეტი – წამყვანი ვოკალები (1979–1980)
  • ალან კერტისი – გიტარები (1979–1980)
  • ჯეფ თომასი – წამყვანი ვოკალები (1980)
  • ენდი ტეილორი – გიტარები, ბეკ-ვოკალები (1980–1986, 2001–2006)
  • უორენ კუკურულო – ბას-გიტარა (1989–1990), გიტარები, ბეკ-ვოკალები (1989–2001)
  • სტერლინგ კემპბელი – დასარტყმელი საკრავები (1989–1991)
სტუდიური ალბომები
  • ბატალი, სებასტიენ. (2012). Duran Duran – Les Pop Modernes. Fayard, საფრანგეთი. ISBN 221366871X.
  • კარვერი, ჯონ. (1983). Duran Duran. Anabas Publishing Ltd., ბრიტანეთი. ISBN 1-85099-001-8.
  • დევიდი, მარია. (1984). Duran Duran. Colour Library Books Ltd, ბრიტანეთი. ISBN 0-86283-251-9. ISBN 0-517-46012-2.
  • დენისოვი, რ. სერჟი (1986). Tarnished Gold: The Record Industry Revisited. Transaction Publishers. ISBN 0-88738-618-0.
  • ფლენსი, რობინი. (1984). Inside Duran Duran. Creskill, NJ: Starbooks/Signet Special. ISBN 0-451-82096-7.
  • გეიმანი, ნილ (1984). Duran Duran: The First Four Years of the Fab Five. Proteus Publishing. ISBN 0-86276-259-6.
  • ჰარინგი, ბრიუს {2000}. Beyond the Charts: MP3 and the Digital Music Revolution. JM Northern Media. ISBN 0-9674517-0-1.
  • მალინზი, სტივ (2006). Notorious: The Unauthorised Biography. André Deutsch/Carlton Publishing, ბრიტანეთი. ISBN 0-233-00137-9.
  • მარტინი, სიუზენ (1984). Duran Duran. Wanderer Books, ბრიტანეთი. ISBN 0-671-53099-2.
  • შუკერი, როი (2001). Understanding Popular Music. Routledge. ISBN 0-415-23509-X.
  • სიმსი, ჯოშ (1999). Rock Fashion. Omnibus Press. ISBN 0-7119-8749-1.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Duran Duran

  1. Duran Duran: biography. The Guardian. ციტატა: „an electronic pop-rock band that was part of the new wave music movement in the early 1980s.“ ციტირების თარიღი: აპრილი 2014.
  2. 2.0 2.1 თომასი, სტივენ. Duran Duran – Music Biography, Credits and Discography. AllMusic. ციტატა: „Duran Duran personified new wave for much of the mainstream audience“ ციტირების თარიღი: 1 მარტი 2013.
  3. ჯერიმი ჰელიგარი. (9 მარტი 2014) Pop Music Could Use Another Decade as 'Gay' as the '80s. Huffington Post. ციტირების თარიღი: აპრილი 2014.
  4. „Duran Duran To Get Brit Award Honor“. Billboard. 24 ივლისი 2015.
  5. Duran Duran: Timeline. Rockonthenet.com. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2014.
  6. 2004 – Outstanding Contribution – Duran Duran. Brits.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-02. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2014.
  7. Duran Duran Biography. 8note.com. ციტირების თარიღი: 13 მარტი 2013.
  8. მალინზი (2006), pგვ. 271–272.
  9. 9.0 9.1 9.2 სენდალი, რობერტ (17 სექტემბერი 2004). „Cover Story: The old romantics“. The Independent. ბრიტანეთი: Independent News & Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-10. ციტირების თარიღი: 18 მაისი 2007.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 ოდელი, მაიკლ (ივნისი–ივლისი 2003). „Fame Had Its Way With Us!“. Blender. Dennis Publishing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-26. ციტირების თარიღი: 1 მაისი 2007.
  11. 11.0 11.1 11.2 გრინი, ჯო-ენ (16 იანვარი 1998). „Your Mission, Barbarella: Find Duran Duran“. Goldmine. F+W Publications Inc. 24 (456). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-04. ციტირების თარიღი: 1 მაისი 2007.
  12. სიმზი (1999), გვ. 96.
  13. მალინზი (2006), გვ. 60
  14. დე გრააფი, კასპარ (1982). Duran Duran: Their Story. ბრიტანეთი: Cherry Lane Books, გვ. 14. ISBN 0-86276-171-9. 
  15. დე გრააფი და გარეტი (1982), გვ. 15.
  16. სპრეგი, დევიდ: The Death of Duran Duran. Rock Fever Superstars, იანვარი 1988, გვ.21
  17. 17.0 17.1 შუკერი (2001), გვ. 170.
  18. მალინზი (2006), pგვ. 77–79.
  19. მალინზი (2006), გვ. 118.
  20. დენისოვი (1986), pგვ. 364–5.
  21. დენისოვი (1986), გვ. 365.
  22. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-02. ციტირების თარიღი: 2015-08-04.
  23. „Dramatic—Beatle-Style Mania as Princess Diana's Favourite Group Fly In“. Daily Mirror. ბრიტანეთი: Trinity Mirror. ივლისი 1983.
  24. 24.0 24.1 ედვარდსი, მარკ (26 მარტი 1995). „A Reputation For Endurance; Duran Duran“. The Times. F+W Publications Inc. 24 (456). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-11-24. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2007.
  25. Extraordinary World, დოკუმენტური ფილმი, Picture Music International, ბრიტანეთი 1993. (PMI MVN4911463)
  26. ჰაუპტფიურერი, ფრედ (3 სექტემბერი 1985). „Wedding bells toll for Duran Duran's Nick Rhodes, who marries an Iowa heiress“. People. Time Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-12. ციტირების თარიღი: 18 მაისი 2007.
  27. მალინზი (2006), გვ. 172.
  28. მალინზი (2006), გვ. 181.
  29. მალინზი (2006), pგვ. 187–190.
  30. კოულმენი, მარკ (29 იანვარი 1987). Notorious-ის მიმოხილვა“. Rolling Stone. Wenner Publishing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-12. ციტირების თარიღი: 14 მაისი 2007.
  31. მალინზი (2006), გვ. 174.
  32. მალინზი (2006), გვ. 186.
  33. დ'ანტონიო, კრისტიან (1 მარტი 2006). Duran Duran 1981/2006 – Glam Pop Party. Italy: Editori Riuniti/Momenti Rock. ISBN 88-359-5857-1. 
  34. მალინზი (2006), გვ. 213.
  35. მალინზი (2006), გვ. 219.
  36. ინტერვიუ ტონი მანზისთან. HitQuarters (7 მაისი 2001). ციტირების თარიღი: 6 მაისი 2011.
  37. Simon Le Bon bio. Syn Entertainment corporate website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2007.
  38. გრინი, მიშელ (23 იანვარი 1997). „Duran Duran Comes Undone“. Rolling Stone. Wenner Publishing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-20. ციტირების თარიღი: 18 მაისი 2007.
  39. ჰარინგი, pგვ. 77–9.
  40. მალინზი (2006), გვ. 246.
  41. „Thousands in party tribute to Diana“. BBC News. 28 ივნისი 1998. ციტირების თარიღი: 18 მაისი 2007.
  42. 42.0 42.1 ო'კონელი, ჯონ (11 აპრილი 2004). „Old Romantics“. Sunday Herald. Newsquest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-05-08. ციტირების თარიღი: 2015-12-20.
  43. ფერბერი, ლოურენს (29 ოქტომბერი 2004). „Wild Boys take 2“. Southern Voice. Window Media.
  44. მალინზი (2006), pგვ. 273–274
  45. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-06. ციტირების თარიღი: 2015-12-20.
  46. Dominic Brown: Musician with Duran Duran. dombrown.com. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2006.
  47. Main. Duran Duran. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2011.
  48. All You Need Is Now Out in the UK on March 21. Duran Duran (18 თებერვალი 2011). ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2011.
  49. tour. Duran Duran Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2011.
  50. Receive Style Award in Milan. Duran Duran (25 თებერვალი 2011). ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2011.
  51. Mayor of Milan Honors Duran Duran as 20th-Century Style Icons. Duran Duran (25 თებერვალი 2011). ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2011.
  52. ეპლფორდი, სტივ. Duran Duran and David Lynch Collaborate on Spectacular L.A. Concert. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 24 მარტი 2011.
  53. „Duran Duran to represent England in Olympics opening concert“. The Guardian. 1 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 3 მაისი 2012.
  54. Duran Duran Timeline. Duran Duran. ციტირების თარიღი: 28 მარტი 2014.
  55. Duran Duran Timeline. Duran Duran.
  56. Duran Duran Announce Title & Release Date of Upcoming New Album. Duran Duran. ციტირების თარიღი: 15 ივნისი 2015.
  57. Duran Duran - Pressure Off at Xbox Music. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-20. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2015.
  58. Duran Duran: Pressure Off. Google. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-20. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2015.
  59. http://www.duranduran.com/wordpress/2015/duran-durans-paper-gods-is-the-bands-highest-charting-album-on-the-billboard-top-200-in-22-years/
  60. Statement from Duran Duran Regarding Summer Leg of Paper Gods North American Tour. duranduran.com (7 ივლისი, 2016). ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2016.
  61. Duran Duran 'shocked' after losing legal copyright battle. BBC News (2 დეკემბერი 2016).
  62. Moby. (31 აგვისტო 2003) Duran Duran. moby.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-12. ციტირების თარიღი: 17 მაისი 2007.
  63. ბრიუსი, ბრიტ (22 დეკემბერი 1988). „Camouflage Emphasizes That It Is Its Own Band“. Chicago Tribune, Los Angeles Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2012.
  64. ლუისი, ჯონ. (4 ივლისი 2008) Back to the future: Yellow Magic Orchestra helped usher in electronica – and they may just have invented hip-hop, too. The Guardian. ციტირების თარიღი: 25 მაისი 2011.
  65. დე გრააფი და გარეტი (1982), გვ. 19.
  66. მალინზი, სტივ. (სექტემბერი 2005) Duran Duran – Notorious Wild Boys Stay The Distance. musicOMH.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-13. ციტირების თარიღი: 17 მაისი 2007.
  67. Duran Duran. The Covers Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-10. ციტირების თარიღი: 17 მაისი 2007.
  68. კული, ჯონი. (21 აგვისტო 2011) Duran Duran, Devil May Cry & Vampires: Duran Duran Influences & Devil May Cry. Durandurandevilmaycry.blogspot.com. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2011.
  69. "Duran Duran became multimedia stars because MTV, to paraphrase bassist John Taylor, could not get videos of 'Stairway to Heaven'". დენისოვი (1986), გვ. 365.
  70. ბერნსი, გერი. Music Television. The Museum of Broadcast Communications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-31. ციტირების თარიღი: 17 მაისი 2007.
  71. დენისოვი, გვ. 364.
  72. Official bio. duranduran.com (ოქტომბერი 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-20. ციტირების თარიღი: 14 მაისი 2007.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Duran_Duran&oldid=4703524“-დან