Casio LoopyCasio Loopy (იაპონ.ルーピーრუპი?) — 32 ბიტიანი მეხუთე თაობისსახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული კომპანია Casio-ს მიერ მხოლოდ იაპონიაში. სისტემა გაყიდვაში გამოვიდა 1995 წლის 19 ოქტომბერს[1][2][3][4] და ძირითადად გათვლილი იყო სკოლამდელი და სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის.[5][6]. PV-1000-ის შემდეგ წარმოადგენს Casio-ს მიერ წარმოებულ რიგით მეორე და უკანასკნელ კონსოლს.
სისტემა აღჭურვილი იყო RISC-ის SH-1 პროცესორით,[2][3] მარტივი სტანდარტული გეიმპადითა (კონტროლერის მხოლოდ ერთი პორტით) და მაუსით[2], რომლის მხარდაჭერა მხოლოდ ორ თამაშს გააჩნდა.[6] სხვა იმდროინდელი კონსოლებისგან განსხვავებით, არ ჰქონდა მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა.[5][6] PV-1000-ისგან განასხვავებდა ჩაშენებული თერმოპრინტერი, რომელსაც შეეძლო თამაშის სკრინშოტების ამობეჭდვა სტიკერებად.[2][3][4][5][6] მსგავსი პრინტერი, (მხოლოდ შავ-თეთრი) სახელწოდებით Game Boy Printer, შემუშავდა 1998 წელს პორტატიულ კონსოლ Game Boy-სთვის. აგრეთვე გაყიდვაში გამოვიდა პერიფერიული მოწყობილობა, Magical Shop Word Processor, სპეციალური ადაპტერი, რისი დახმარებითაც შესაძლებელი იყო DVD დამკვრელის მიერთება კონსოლზე.
კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, ჯამში 10 ერთეული[2][3] და ყოველი მათგანი იაპონურ ენაზე იყო. გამომდინარე იქიდან, რომ Casio Loopy-ის მომხმარებელთა რიცხვი წარმოადგენდა საშუალო ასაკის გოგონებს, თამაშების უმეტესობა მოიცავდა ტანისამოსის მოზომვასა და კოსმეტიკის დატანებას ვირტუალურ პერსონაჟებზე,[2][3][4][5] აგრეთვე პაემნისა და ცხოვრების სიმულატორის თამაშებს.[6]
სისტემა, მისი წინამორბედის PV-1000-ის მსგავსად კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1996 წელს Casio-მ საბოლოოდ შეწყვიტა მისი წარმოება.