ძეწნა
იერსახე
ძეწნა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Salix babylonica | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
არასრული მონაცემები IUCN Data Deficient : 61960227 | ||||||||||||
|
ძეწნა, მტირალა ტირიფი (ლათ. Salix babylonica) — ხე ტირიფისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 12-14 მ აღწევს. გრძლად ჩამოშვერილი წვრილი და მოქნილი ტოტები აქვს.
სამშობლოდ ჩრდილოეთ ჩინეთს ან ირანს მიიჩნევენ. ფართოდ არის კულტივირებული დედამიწის ყველა ზომიერ ოლქში. კავკასიაში (შავი ზღვის სანაპირო, თბილისი, ბაქო), ყირიმსა და უკრაინაში კულტივირებულია მისი მტირალა ფორმები. ლამაზი დეკორატიული მცენარეა. ადვილად მრავლდება კალმებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 268-269.