[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ფიტოგეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიტოგეოგრაფიის ძირითად მონაცემებს წარმოადგენს მცენარეული ნიმუშების შეგროვება.

ფიტოგეოგრაფია ( ბერძ. phytonმცენარე და გეოგრაფია, იგივე მცენარეთა გეოგრაფია) — ბოტანიკის და ფიზიკური გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის მცენარეთა გეოგრაფიულ გავცელებას დედამიწაზე და ადგენს ამ გავრცელების კანონზომიერებებს.

ჰუმბოლდტის ავტოპორტრეტი, 1814, პარიზი.

პირველი ცნობები მცენარეთა გავცელების შესახებ გვხვდება ანტიკური ხანის მეცნიერთა (თეოფრასტე) შრომებში. XVIII საუკუნეში გაჩნდა უფრო მნიშვნელოვანი მონაცემები ფრანგი ბოტანიკოსი ჟოზეფ ტურნეფორის, შვედი ბუნებისმეტყველის კარლ ლინეს და სხვა ნაშრომებში. XVIII-XIX სს. მიჯნაზე ფიტოგეოგრაფიას ცოდნის საგანგებო ხასიათი მიეცა, რაც დაკავშირებულია გერმანელი ნატურალისტების კ. ვილდენოვის და ალექსანდერ ჰუმბოლდტის სახელებთან.

ფიტოგეოგრაფიის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დანიელი მეცნიერის ი. სკოუს (1822), შვეიცარიელი ბოტანიკოსის ა. დეკანდოლის (1855) და გერმანელი მეცნიერის ა. გრიზებახის (1866) შრომებს, რომლებიც ფლორისა და ნაწილობრივ მცენარეულობის სისტემატიკური შემადგენლობის ეკოლოგიურ-გეოგრაფიული ხასიათის პირველ მიმოხილვას წარმოადგენდა.

ჩარლზ დარვინის თეორიამ ორგანული სამყაროს ევოლუციის შესახებ მეცნიერული საფუძველი მისცა ფიტოგეოგრაფიის გენეზისურ მიმართულებას. მასზე დაყრდნობით გერმანელმა ბოტანიკოსმა ა. ენგლერმა ფიტოგეოგრაფიაში დაამკვიდრა ფლორის შესწავლის ისტორიულ-გენეტიკური მეთოდი და პირველმა მოახდინა დედამიწის ფლორების დაყოფა მათი ისტორიული განვითარების თვალსაზრისით (1879-1882).

დიდად მნიშვნელოვანია ვახუშტი ბატონიშვილის ცნობები, საქართველოს ცნობები ცალკეული ველური თუ კულტურული მცენარის გავცელებისა და მცენარეული ზონების განლაგების შესახებ.

კვლევის საგანი და დიფერენციაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიტოგეოგრაფიის კვლევის ობიექტია მთლიანად დედამიწის ან მისი ცალკეული ნაწილის ფლორა და მისი სისტემატიკური ერთეულების (ფიტოტაქსონების ) არეალები.

ფიტოგეოგრაფიის ძირითადი დანაყოფებია:

  • ფლორისტული ფიტოგეოგრაფია (რომელიც შეისწავლის ფლორას და ინვენტარიზაციის გზით ადგენს მის შემადგენელ სისტემატიკურ ერთეულებს);
  • ფიტოქოროლოგია (ადგენს ფიტოტაქსონებს, კერძოდ სახეობების არეალს);
  • ეკოლოგიური ფიტოგეოგრაფია (სწავლობს ფლორების განვითარების ისტორიას);
  • ისტორიული ფიტოგეოგრაფია (შეისწავლის დედამიწაზე მცენარეული სამყაროს ევოლუციასთან კავშირს).
  • სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 334.
  • Brown, J.H. & Lomolino, M.V. 1998. Biogeography. 2nd edition. Chapter 1.
  • Wallace, A. R. 1878. Tropical nature and other essays. Macmillan, London.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: