უსური
უსური 烏蘇里江 | |
---|---|
უსური | |
ქვეყანა |
ჩინეთი რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები |
პრიმორიეს მხარე ხაბაროვსკის მხარე ხეილუნძიანი |
სათავის მდებარეობა | სიხოტე-ალინი |
სათავის სიმაღლე | 1682 მ |
შესართავის მდებარეობა | ამური |
შესართავის სიმაღლე | ≈41 მ |
სიგრძე | 897 კმ |
აუზის ფართობი | 193 000 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1150 მ³/წმ |
წყლის ხარჯი (მაქს.) | 10 520 მ³/წმ |
უსური ვიკისაწყობში |
უსური (ჩინ.: 烏蘇里江, რუს. река Уссури) — მდინარე პრიმორიეს და ხაბაროვსკის მხარეებში რუსეთში და ხეილუნძიანის პროვნციაში ჩინეთის სახალხო რესპიბლიკაში. მდინარე ამურის მარჯვენა შენაკადი. რუსეთ-ჩინეთის სახელმწიფო საზღვრის დიდი ნაწილი უსურიზე გადის.
1972 წლამდე მდინარეს ზემო ნაწილში ჩუგევსკის რაიონის სოფელ არხიპოვკამდე იან-მუტ-ხოუზა ეწოდებოდა, შემდეგ ისევ ჩუგევსკის რაიონის სოფელ ზემო ბრევკამდე — სანდაგოუ, მდინარე დაუბიხამდე — ულახე და მხოლოდ დაუ ბიხის შემდეგ უსური.[1][2][3][4] მდინარესთან ახლოს არაერთი დასახლებული პუნქტი მდებარეობს. უმეტესი ნაწილი აქედან სოფლებია.
გეოგრაფიული მახასიეთებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უსურის სიგრძე 897 კილომეტრია, აუზის ფართობი კი 193 000 კვადრატული კილომეტრი. მდინარის სათავე ოლგინსკის რაიონში, სიხოტე-ალინის მთათა სისტემაში, მთა თოვლიანის ფერდობებზე მდებარეობს. უსურის უდიდესი ნაწილი ბარის მდინარედ ითვლება (დინება მხოლოდ შუაწელზე ხვდება კლდოვან მთებს და სწრაფდება). მდინარე ზოგ ადგილას დატოტვილია, რამდენიმე ადგილზე მასზე კუნძულებიც არსებობს.
ჰიდროლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარის ძირითად საკვებ წყაროს წვიმის წყალი წარმოადგენს (დაახლოებით 60%), დიდთოვლობისას თოვლის წილი 30-35%-ს აღწევს, დანაჩენი ნაწილი მიწისქვეშა წყლებზე მოდის. მარტის ბოლოდან აგვისტომდე წყალდიდობების საწყისი თოვლის დნობაა, შემდეგ კი გადაუღებელი წვიმები. საშუალო წლიური ჩამონადენი ზემო წელში 143 მ³/წმ-ია, შუა წელში — 230 მ³/წმ, შესართავამდე 147 კილომეტრის დაშორებით კი 1150 მ³/წმ; მაქსიმალური ხარჯი შუაწელზე 10 300 მ³/წმ-ია, ქვემო წელზე კი 10 520 მ³/წმ. უსურის ახასიათებს ხშირი და დამანგრეველი წყალდიდობები. ყოველი წლის ნოემბრერში იყინება და მხოლოდ აპრილში დნება.
შენაკადები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარეს მარცხნიდან ერთვის არსენევკა, დრაგუჩინა, სუნგაჩა და მულინხე, ნაოლიხე. მარჯვნიდან კი ჟუავლიოვკა, დიდი უსური, ბიკინი, შივკი, ბირა, პოდხორიონოკი, ხორი, კია, ჩირკი და კაბარგა. ზედა დინების მთავარი შენაკადებია: იზვილინკა, საკოლოვკა, მატვეევკა, კამენკა და პავლოვკა.
ბიოსამყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უსური ერთ-ერთი იმ მდინარეთაგანია, რომელსაც მრავალფეროვანი ბიოსამყარო აქვს. ის აერთიანებს უდიდესი რაოდენობის სახეობების თევზებს. სუფთა, ცივ, გამჭვირვალე წყალში მცხოვრები თევზებს — ტაიმენებს, ლენოკებს, ხარიუსებს შეუძლიათ იარსებონ ისეთი თბილი, ტალახიანი წყლის მოყვარულ თევზებთან, როგორებიცაა კარასები, სოლდატოვის ლოქოები, კობრები და სქელშუბლები.
ისორიული ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1655 წელს პირველად ევროპელმა ონუფრია სტეფანოვამ მდინარის სათავეს მიაღწია. 1969 წელს საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სასაზღვრო კონფლიქტი მოხდა დამანსკის კუნძულისთვის. ამ მოვლენამ კუნძულთან ერთად მდინარეც ცნობილი გახადა. 1991 წლის 19 მაისს გადაწყდა, რომ კუნძული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იურისდიქციაში გადავიდოდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Постановление Совета Министров РСФСР № 753 от 29 декабря 1972 г.
- ↑ Указ Президиума Верховного Совета РСФСР от 26 декабря 1972 г. и Постановление Совета Министров РСФСР № 753 от 29 декабря 1972 г.
- ↑ В. К. Арсеньев. По Уссурийскому краю
- ↑ Карта Приморского края, масштаб 1 : 1250000, Главное управление геодезии и картографии МВД СССР, 1958 год, отпечатана Новосибирской картографической фабрикой ГУГК, заказ № 66, тираж 17 500 экз. (цена карты 2 руб. 15 коп. «Денежная реформа в СССР (1961)» деньгами)