[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

უეს კრეივენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უეს კრეივენი
დაბადების სახელი უესლი ერლ კრეივენი
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1939
კლივლენდი, ოჰაიო, ამერიკის შეერთებული შტატები
გარდაცვალების თარიღი 30 აგვისტო, 2015
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები
ალმა-მატერი ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი, რომანისტი
აქტიური 1971-2015

უესლი ერლ კრეივენი (ინგლ. Wesley Earl Craven; დ. 2 აგვისტო, 1939, კლივლენდი, ოჰაიო, ამერიკის შეერთებული შტატები30 აგვისტო, 2015, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და რომანისტი. ცნობილია თავისი პიონერული მიდგომებით კინემატოგრაფში, კონკრეტულად კი, „სლაშერის ჟანრის“ გამოგონებით, რომელშიც საშინელებათა ჟანრის კლიშეებთან ერთად კრეივენი იუმორსა და სატირას აერთიანებდა. მისი ცნობილი ფილმებია „ბოლო სახლი მარცხნივ“ (1972), „ბორცვებს თვალები აქვთ“ (1977), „ჭაობის არსება“ (1982), „გველი და ცისარტყელა“ (1988), „ელექტროშოკი“ (1989), „ხალხი კიბის ქვეშ“ (1991), „ვამპირი ბრუკლინში“ (1995), „გულის მუსიკა“ (1999) და „წითელი თვალი“ (2005). კრეივენმა თავისი ბოლო ფილმი 2011 წელს გადაიღო, სახელწოდებით „ყვირილი 4“.

კრეივენი 1939 წლის 2 აგვისტოს კლივლენდში, ოჰაიოში დაიბადა (ამერიკის შეერთებული შტატები). იგი კაროლინ მილერისა და პოლ ეუგენ კრეივენის შვილია. [1] 1963 წელს დაამთავრა უიტონის უნივერსიტეტი (ილინოისი), სადაც ფსიქოლოგიასა და ანგლისტიკას შეისწავლიდა. მაგისტრის დიპლომი ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ფილოსოფიას სწავლობდა.

ასწავლიდა ინგლისურ ენას ვესტმინსტერის კოლეჯში (პენსილვანია). იყო ჰუმანიტარული მეცნიერებების პროფესორი კლარკსონის უნივერსიტეტში (პოსტდემი, ნიუ-იორკი). ამასთანავე, მასწავლებლად მუშაობდა მადრიდ-ვედინგტონის სკოლაში (მადრიდი, ნიუ-იორკი). [2]

კრეივენის სარეჟისორო დებიუტი 1972 წელს შედგა, ფილმით „ბოლო სახლი მარცხნივ“, რომელიც, ძალადობრივის სცენების გამო, დიდ ბრიტანეთში 2002 წლამდე აკრძალული იყო.

1984 წელს გამოვიდა ფილმი „საშინელება თელების ქუჩაზე“, რომლის რეჟისორი და სცენარისტი უეს კრეივენია. ფილმი კომერციულად წარმატებული გამოდგა. მასზე გადაღებულია სიქველები, სერიალები და 2010 წლის რიმეიქი. 1994 წელს კრეივენმა მისი გაგრძელება გადაიღო, სახელწოდებით „ახალი საშინელება“.

კრეივენის 1996 წლის ფილმმა, სახელწოდებით „ყვირილი“, სახელი მალევე გაითქვა. ფილმში მთავარ როლებს დრიუ ბერიმორი, კორტნი კოქსი, ნივ კემპბელი და დევიდ არქეტი ასრულებენ.

კრეივენის გვიანდელ ფილმებში შედის „გულის მუსიკა“ (1999), რომელშიც მერილ სტრიპი თამაშობს; „დაწყევლილი“ (2005), თრილერიწითელი თვალი“ (2005) და სლაშერის ჟანრის ფილმი „წაიღე ჩემი სული“ (2010).

კრეივენს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს - ჯონათან კრეივენი და ჯესიკა კრეივენი. ჯონათანი მწერალი და რეჟისორია[3]. ჯესიკა მომღერალი და სიმღერების ტექსტების ავტორი იყო ჯგუფში Chapin Sisters. ბონი ბროკერისა და უეს კრეივენის ქორწინება 1970 წელს განქორწინებით დასრულდა.

1982 წელს კრეივენი მსახიობ მიმი კრეივენზე დაქორწინდა. ისინი ორი წლის შემდეგ დაშორდნენ.

2004 წელს კრეივენმა ია ლაბუნკაზე იქორწინა, რომელიც მისი გვიანდელი ფილმების პროდუსერია.[4]

2013 წელს კრეივენმა თავისი საყვარელი ფილმები დაასახელა: „ცოცხალი მკვდრების ღამე“ (1968, რეჟ. ჯორჯ ა. რომერო), „ქალწულთა წყარო“ (1960, რეჟ. ინგმარ ბერგმანი), ნუ მოკლავ ჯაფარას (1962, რეჟ. რობერტ მალიგანი), „წითელი მდინარე“ (1948, რეჟ. ჰოვარდ ჰოუკსი, არტურ როსონი), „ტეხასური ჟლეტა ხერხით“ (1974, რეჟ. ტობი ჰოპერი)[5]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი

სრულმეტრაჟიანი ფილმები

1972 „ბოლო სახლი მარცხნივ“ The Last House on the Left რეჟისორი, სცენარისტი
1977 „ბორცვებს აქვთ თვალები“ The Hills Have Eyes ბოეჟისორი, სცენარისტი
1981 „მომაკვდინებელი დალოცვა“ Deadly Blessing რეჟისორი, სცენარისტი
1982 „ჭაობის არსება“ Swamp Thing რეჟისორი, სცენარისტი
1984 „ბორცვებს აქვთ თვალები ნაწილი II“ The Hills Have Eyes Part II რეჟისორი, სცენარისტი
1984 „საშინელება თელების ქუჩაზე“ A Nightmare on Elm Street რეჟისორი, სცენარისტი
1986 „მომაკვდინებელი მეგობარი Deadly Friend რეჟისორი
1988 „გველი და ცისარტყელა“ The Serpent and the Rainbow რეჟისორი
1989 „ელექტროშოკი“ Shocker რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი
1991 „ხალხი კიბის ქვეშ“ The People Under the Stairs რეჟისორი, სცენარისტი, აღმასრულებელი პროდუსერი
1994 „ახალი საშინელება“ New Nightmare რეჟისორი, სცენარისტი, აღმასრულებელი პროდუსერი
1995 „ვამპირი ბრუკლინში“ Vampire in Brooklyn რეჟისორი
1996 „ყვირილი“ Scream რეჟისორი
1997 „ყვირილი 2“ Scream 2 რეჟისორი, პროდუსერი
1999 „გულის მუსიკა“ Music of the Heart რეჟისორი
2000 „ყვირილი 3“ Scream 3 რეჟისორი
2005 „დაწყევლილი“ Cursed რეჟისორი
2005 „წითელი თვალი“ Red Eye რეჟისორი
2006 „პარიზო, მიყვარხარ“ Paris, je t'aime რეჟისორი
2007 „ბორცვებს აქვთ თვალები 2“ The Hills Have Eyes 2 რეჟისორი, სცენარისტი
2010 „წაიღე ჩემი სული“ My Soul to Take რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი
2011 „ყვირილი 4“ Scream 4 რეჟისორი, პროდუსერი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უეს_კრეივენი“-დან