ტრანსამერიკის პირამიდა
ტრანსამერიკის პირამიდა (ინგლ. Transamerica Pyramid) ყველაზე მაღალი და ცნობადი ცათამბჯენია სან-ფრანცისკოში.
ისტორიული მონტგომერი ბლოკის ადგილას აგებული 48-სართულიანი შენობის სიმაღლე 260 მეტრია. მასში ძირითადად სავაჭრო და ბიზნეს ობიექტებია განლაგებული. შენობის მშენებლობა დაიწყო 1969 წელს და დასრულდა 1972 წელს. ამჟამად იგი მსოფლიოს უმაღლეს შენობათაგან 88-ე ადგილზეა.
შენობის უნიკალური ფორმა ტრანსამერიკასა და ბენკ ოვ ამერიკის მმართველობას შორის შეჯიბრის შედეგი იყო. ტრანსამერიკას სურდა ბენკ ოვ ამერიკის მმართველებს (რომლებიც ბანკის შენობის ბოლო სართულზე იმყოფებოდნენ) მათი შენობისთვის ქვემოდან ამოეხედათ, თუმცა ბენკ ოფ ამერიკის შენობა საკმაოდ მაღალი იყო და მაღალ ბორცვზე იდგა. მიწის განკარგისა და ზონირების ადგილობრივი განაწესი ტრანსამერიკას დიდი რაოდენობით საოფისე ფართის შექმნის საშუალებას არ აძლევდა. თუმცა, შენობის დიზაინერების ინოვაციურმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა ამ პრობლემის დაძლევა და ამჟამად ეს შენობა სან-ფრანცისკოს პანორამის ყველაზე გამორჩეული ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შენობაში ტრანსამერიკის კორპორაციის შტაბ-ბინა უკვე არ არის განთავსებული, ის კვლავაც რჩება ამ კომპანიის ლოგოს ნაწილი. შენობას თითქმის პროვოკაციული ეფექტი აქვს მნახველზე და ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოთაგანი გახდა. არქიტექტორ უილიამ პერეირას პროექტმა თავდაპირველად მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გამოიწვია შენობის დაგეგმვისა და მშენებლობის პერიოდში.
1999 წელს ტრანსამერიკა ჰოლანდიურმა სადაზღვევო კომპანიამ AEGON შეისყიდა.