[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ტკაცუნა ხოჭოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტკაცუნა ხოჭოები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Elateridae

ტკაცუნა ხოჭოები, მავთულა ხოჭოები (ლათ. Elateridae) — ხოჭოების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 2-50, უფრო ხშირად 7-20 მმ-ს აღწევს. წინა მკერდზე აქვთ გამონაზარდი, რომლის მეშვეობითაც ზურგზე დაცემული ხოჭო ტკაცუნით გადმობრუნდება ხოლმე. ოჯახში 10 000-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში უმთავრესი მავნებლებია: ველის — მუქი, ყირიმული ზოლებიანი; ნათესის — მიხაკისფერი და სხვ. ტკაცუნა ხოჭოები, რომლებიც აზიანებენ პურეულ მარცვლოვნებს, თამბაქოს, შაქრის ჭარხალს, მზესუმზირას, ვაზს, ბამბას, საკვებ ბალახებსა და სხვა კულტურებს.