სტარი-რასი
სტარი-რასი და სოპოჩანის მონასტერი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | სერბეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 43°07′08″ ჩ. გ. 20°25′22″ ა. გ. / 43.11889° ჩ. გ. 20.42278° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
ნომერი | 96 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 96 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სტარი-რასი (სერბ. Стари Рас) ან უბრალოდ რასი — შუა საუკუნეების სერბული სახელმწიფო რაშკას ერთ-ერთი პირველი დედაქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მდებარეობს თანამედროვე სერბეთის სანჯაკის რეგიონში. დაარსდა VIII-IX საუკუნეებში, ხოლო XIII საუკუნეში თითქმის მთლიანად გაუდაბნოვდა. ქალაქის მნიშვნელობას ზრდიდა მისი ხელსაყრელი მდებარეობა რაშკას ხეობის გასწვრივ, ადრიატიკის ზღვის, ზეტას საკნიაზოსა და კოსოვოს გზაჯვარედინზე. არეალში მდებარეობს შუა საუკუნეების შთამბეჭდავი მონუმენტების ჯგუფი, მათ შორისაა ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები. სოპოჩანის მონასტერი დასავლურ და ბიზანტიურ სამყაროებს შორის კონტქატის გადმონაშთს წარმოადგენს. მონუმენტები დღეისათვის სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ არსებობს მათი სამომავლო რეკონსტრუქციის გეგმა.
1979 წელს, სტარი-რასი მის სიახლოვეს მდებარე სოპოჩანის მონასტრთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ამავე წელს, სტარი-რასი გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- UNESCO World Heritage Site
- Official site of monastery Djurjdevi stupovi in Stari Ras დაარქივებული 2009-08-07 საიტზე Wayback Machine.
|