[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

პოლისინთეზური ენები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენათმეცნიერება
თეორიული ენათმეცნიერება
მორფოლოგია
სემასიოლოგია
ენათმეცნიერული ტიპოლოგია
გამოყენებითი და ექსერიმენტალური ენათმეცნიერება
ინტერნეტ ენათმეცნიერება
ფსიქოლინგვისტიკა
დაკავშირებული სტატიები
ენათმეცნიერების სია
ენათმეცნიერების ისტორია გადაუჭრელი პრობლემები ენათმეცნიერებაში

პოლისინთეზური ენები ენათა მორფოლოგიურ კლასიფიკაციის მიხედვით ისეთი ენებია, რომლებსაც ახასიათებთ სიტყვაში გრამატიკულ კატეგორიათა აღმნიშვნელი ელემენტების (აფიქსების) სიჭარბე. უპირისპირდება სინთეზურ და ანალიზურ ენებს. პოლისინთეზურია, მაგალითად, ჩუკოტკურ-კამჩატკური, აფხაზურ-ადიღური და სხვა ერგატიული ენები[1]. მაგალითად, აფხაზურში ჲ-ს-ზ-ა-ლა-ბ-ზ-დ-მ გ-რ-ჳიტ ქართულად ნიშნავს: მე ვერ ვაიძულე ისინი, შენთვის იმით დაეწერათ ის. ჳიტ არის ძირი, ხოლო დანარჩენი აფიქსები. პოლისინთეზურობა არ უნდა შეგვეშალოს ინკორპორაციაში. ინკორპორაციულ ენათა ზმნაში ჩართული ელემენტები კონკრეტული მნიშვნელობის მატარებლები არიან, პოლისინთეზურ ენებს კი აფიქსები აქვთ (მათ კი მნიშვნელობა ვერ ექნებათ). თუმცა, ინკორპორაციულ ენას შეიძლება პოლისინთეზურობა ახასიათებდეს.

  1. Советский энциклопедический словарь 1982; გვ.1040-1041