[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

პაბლო ესკობარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაბლო ესკობარი
ნამდვილი სახელი პაბლო ემილიო ესკობარ გავირია
დაბ. თარიღი 1 დეკემბერი, 1949
დაბ. ადგილი რიონეგრო, კოლუმბია
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1993 (44 წლის)
გარდაცვალების ადგილი მედელინი, კოლუმბია
ეროვნება კოლუმბიელი
მეტსახელი
  • Don Pablo
  • El Padrino (ნათლიმამა)
  • El Patrón (ბოსი)
  • El Señor (უფალი)
  • El Mágico (ჯადოქარი)
  • El Pablito (პატარა პაბლო)
  • El Zar de la Cocaína
    (კოკაინის ცარი)
საქმიანობა მედელინის კარტელის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
მეუღლე(ები) მარია ვიქტორია ენაო (1976–1993; მის სიკვდილამდე)
შვილ(ებ)ი სებასტიან მაროკინი, მანუელა ესკობარი
წაყენებული ბრალდება ნარკოტიკებით ვაჭრობა, მკვლელობა, აფეთქება, ქრთამის აღება, რეკეტი, გაუპატიურება
განაჩენი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა[1]

პაბლო ემილიო ესკობარ გავირია (ესპ. Pablo Emilio Escobar Gaviria; დ. 1 დეკემბერი, 1949 — გ. 2 დეკემბერი, 1993) — კოლუმბიელი ნარკობარონი და კონტრაბანდისტი. მოღვაწეობის მწვერვალზე, აშშ-ის ტერიტორიაზე შეტანილი კოკაინის 80%-ს მისი კარტელი აკონტროლებდა[2][3]. ხშირად „კოკაინის მეფედ“ წოდებული ესკობარი, ყველაზე მდიდარი კრიმინალი იყო ისტორიაში და 1990-იანების დასაწყისში მისი ქონება 30 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული[4]. თავისი საქმიანობის დიდების ხანაში ის მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის იყო და მის მიერ აშენებულ Hacienda Nápoles-ში ცხოვრობდა.[5]

დანაშაულებრივი საქმიანობის დასაწყისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული ასაკის დიდი ნაწილი პაბლოს გატარებული ჰქონდა მედელინის ღარიბ უბნებში, რომელიც გამოირჩეოდა დანაშაულებების დიდი მაჩვენებლით. პაბლო თავიდან იპარავდა საფლავის ქვებს, ასუფთავებდა ნაწერებისგან და შემდგომ ყიდდა პანამელ გადამყიდველებზე. ასევე პაბლო ყიდდა სიგარეტს და მარიხუანას, აყალბებდა ლატარიის ბილეთებს. პაბლომ შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რისი მეშვეობითაც იპარავდა ძვირადღირებულ ავტომობილებს. შემდეგ გადავიდა რეკეტზე.

1971 წელს პაბლოს ჯგუფის წევრებმა მოიტაცეს კოლუმბიელი ბიზნესმენი დიეგო ეჩევარიო, რომელიც დიდი ხნის წამების შემდეგ მოკლეს.

  1. David Hutt. (25 September 2014) Heroes and Villains: Pablo Escobar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 22 ივლისი 2016.
  2. Pablo Escobar Gaviria – English Biography – Articles and Notes. ColombiaLink.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-08. ციტირების თარიღი: 2011-03-16.
  3. „Pablo Emilio Escobar 1949 – 1993 9 Billion USD – The business of crime – 5 'success' stories“. Businessnews.za.msn.com. 2011-01-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-14. ციტირების თარიღი: 2011-03-16.
  4. „Pablo Escobar“. celebritynetworth.com. February 2016.
  5. 10 facts reveal the absurdity of Pablo Escobar's wealth. businessinsider.com (February 2016).