[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ინდაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდაური

ჩვეულებრივი ინდაური (Meleagris gallopavo)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Meleagris (Linnaeus, 1758)

ინდაური (ლათ. Meleagris) — ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა.[1] მოიცავს ორ სახეობას (ადრე ინდაური კრებითი სახელი იყო და დღეს გვარში შესულ ორ სახეობას აერთიანებდა სათითაო გვარებით): ჩვეულებრივი ინდაური (Meleagris gallopavo) შინაური ინდაურის წინაპარია, მისი ტანის სიგრძეა 100-110 სმ, მამლის მასა დაახლოებით 8 კგ. გავრცელებულია აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით და მექსიკაში; კოპლებიანი ინდაური (Meleagris ocellata, ადრე — Agriocharis ocellatus) ბინადრობს ცენტრალურ ამერიკაში. ინდაური იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. სანადირო ობიექტია.