[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

დიდება (1989 წლის ფილმი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დიდება“
რეჟისორი ედვარდ ცვიკი
პროდიუსერი ფრედი ფილდსი
სცენარის ავტორი კევინ ჟარი
როლებში მეთიუ როდერიკი
დენზელ ვაშინგტონი
კერი ელვისი
მორგან ფრიმენი
კომპოზიტორი ჯეიმზ ჰორნერი
ხმის ოპერატორი დონალდ მიტჩელი, გრეგ რუდოლფი, ელიოტ ტაისონი, რასელ უილიამსი
ოპერატორი ფრედი ფრანსისი
მონტაჟი სტივენ როზენბლუმი
მხატვარი ნორმან გერვუდი, გარეტ ლიუისი
სტუდია TriStar Pictures
Freddie Fields
გამოსვლის თარიღი 1989
ხანგრძლივობა 118 წთ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $18 000 000[1]
შემოსავალი $26 828 365[2]

დიდება (ინგლ. Glory) — რეჟისორ ედვარდ ცვიკის სამხედრო ჟანრის ფილმი. როლებს ასრულებენ: მეთიუ როდერიკი, დენზელ ვაშინგტონი, კერი ელვისი და მორგან ფრიმენი. სცენარის ავტორია კევინ ჟარი. გადაღებულია სამხედრო პოლკოვნიკის რობერტ გულდ შოუს პირადი წერილებისა და აგრეთვე ლინკოლნ კირსტენისა და პიტერ ბურჰარდის რომანებზე, შესაბამისად, — „დადეთ ეს დაფნის ხე“ და „ერთი მამაცური გარღვევა“ სცენარის მიხედვით.

ფილმის სიუჟეტი უკავშირდება აშშ-ის არმიის პირველი ოფიციალური ქვედანაყოფის — მასაჩუსეტსის 54-ე მოხალისე ქვეითი ჯარის რეალურ ისტორიას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სამოქალაქო ომში. 54-ე პოლკი იყო აშშ-ის არმიის პირველი ქვედანაყოფი, რომელიც აფრო-ამერიკელებისაგან შედგებოდა.

ფილმი TriStar Pictures-ისა და Freddie Fields-ის ერთობლივი წარმოებისაა და აშშ-ში ვრცელდება Tri-Star Pictures-ს მიერ. აშშ-ში ფილმის პრემიერა შეზღუდული რელიზის სახით შედგა 1989 წლის 14 დეკემბერს, ხოლო ფართო გაყიდვაში გამოვიდა 1990 წლის 16 თებერვალს. შემოსავალმა შეადგინა 26,828,365 აშშ დოლარი. საერთო ბიუჯეტმა შეადგინა 18 მილიონი აშშ დოლარი, ფილმის შემოსავალი კი საშუალო აღმოჩნდა. ფილმისთვის საუნდტრეკი დაწერა კომპოზიტორმა ჯეიმზ ჰორნერმა, Boys Choir of Harlem-ის გუნდთან ერთად, რომელიც გაეშვა 1990 წლის 23 იანვარს.

საშინაო ვიდეო გაავრცელა Sony Pictures Home Entertainment-მა. 2009 წლის 23 იანვარს გამოვიდა Blu-ray-ის ფართოეკრანიანი ვერსია. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე ნომინაციაში: საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო მხატვრული გაფორმება. ფილმმა არაერთი ჯილდო მოიპოვა. მსახიობმა დენზელ ვაშინგტონმა მოიგო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები ნომინაციაში: მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი. ფილმმა ასევე მიიღო ოსკარი საუკეთესო ხმისა და ოპერატურისთვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Glory. The Numbers. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
  2. Glory. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2010-11-07.