[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

გიგანტოპითეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიგანტოპითეკის ყბა

გიგანტოპითეკი (ბერძ. gigas, ნათესაობითი ბრუნვა gigantos — გოლიათი და pithekos — მაიმუნი) — ნამარხ ადამიანის მსგავს მაიმუნთა გვარი. ცხოვრობდნენ შუა ანთროპოგენში აზიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში. ნაპოვნია გიგანტოპითეკის 4 ქვედა ყბა და 1000-ზე მეტი კბილი. მისი საძირე კბილები 6-ჯერ დიდია ადამიანისაზე. კბილების სისტემის ზოგი ნიშნით (შედარებით პატარა ეშვები და სხვა) გიგანტოპითეკი ადამიანთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ადამიანის მსგავს მაიმუნებთან. ეს გარემოება საფუძვლად დაედო ადამიანის წარმოშობის მცდარ გიგანტოიდურ თეორიას.