[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ბარკაროლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბარკაროლა ― იტალიელი მენავეების, გონდოლიერების სიმღერების სახელწოდება. მოგვიანებით ბარკაროლა ეწოდა ყველანაირ მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელშიც აღწერილია ნავით სეირნობა. ვოკალური ბარკაროლები შექმნეს შუბერტმა, გლინკამ, საფორტეპიანო ბარკაროლები შოპენმა, ჩაიკოვსკიმ, რახმანინოვმა, მენდელსონ-ბარტოლდიმ.