ამელი
„ამელი“ | |
---|---|
რეჟისორი | ჟან-პიერ ჟენე |
პროდიუსერი | ჟან-მარკ დეშამპსი |
სცენარის ავტორი |
ჟან-პიერ ჟენე (სცენარი) გიიომ ლორენი (დიალოგი) |
მთხრობელი | ანდრე დიუსოლე |
როლებში |
ოდრი ტოტუ მატიე კასოვიტცი რუფუსი კლერ მაურიერი იზაბელ ნანტი დომინიკ პინონი სერჯ მერლინი ჟამელ დებუზი არტუს დე პეჯერნე მაურის ბენიჩო |
კომპოზიტორი | იან ტიერსენი |
ოპერატორი | ბრუნო დელბონელი |
მონტაჟი | ჯეფრი შნეიდი |
სტუდია |
UGC (საფრანგეთი) Miramax Films (აშშ) |
გამოსვლის თარიღი |
25 აპრილი, 2001 (საფრანგეთი) 5 ოქტომბერი, 2001 (გაერთ. სამეფო) 16 ნოემბერი, 2001 (აშშ) 21 დეკემბერი, 2001 (ავსტრალია) |
ხანგრძლივობა | 122 წუთი |
ქვეყანა |
საფრანგეთი გერმანია |
ენა | ფრანგული |
ბიუჯეტი |
11,400,000€ მოგება: 173,921,954$ |
საიტი | http://miramax.com/amelie/ |
ამელი (ფრანგ. Le Fabuleux Destin d'Amélie Poulain, ქართ. ამელი პულენის განუმეორებელი ბედი) — 2001 წლის რომანტიკული კომედია, რომლის რეჟისორია ჟან-პიერ ჟენე. ფილმი არის თანამედროვე პარიზული ცხოვრების უცნაური გამოსახვა, რომელიც ხდება უბან მონმარტრში და გვიყვება მორცხვი ოფიციანტის ისტორიას, რომლის როლსაც ოდრი ტოტუ თამაშობს და რომელიც გადაწყვეტს უკეთესობისაკენ შეცვალოს მის ირგვლივ მყოფი ხალხის ცხოვრება, სანამ თავისივე მარტოობას ებრძვის. ფილმი ფრანგული და გერმანული კომპანიების ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ამელი" გახდა საუკეთესო ფილმი ევროპული კინოს დაჯილდოებაზე, მიიღო ოთხი სეზარი (მათ შორის: საუკეთესო ფილმისათვისა და საუკეთესო რეჟისორისათვის), ორი ბაფტა (მათ შორის: საუკეთესო სცენარისათვის) და იყო წარდგენილი ოსკარის ხუთ ნომინაციაზე.
BAFTA
- საუკეთესო ორიგინალური სცენარი: ჟან პიერ ჟენე, გიიომ ლორენი
- საუკეთესო დიზაინი: ალინ ბონეტო
სეზარი
- სეზარი საუკეთესო რეჟისორისთვის: ჟან პიერ ჟენე