ალ-ქაიმი
ალ-ქაიმ ბი-ამრ ალაჰ აბულ-ყასიმ მუჰამად იბნ ალ-მაჰდი | |
---|---|
أبو القاسم محمد بن المهدي القائم بأمر الله | |
ფატიმიდების სახალიფოს მე-2 ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 934 |
მმართ. დასასრული: | 946 |
წინამორბედი: | ალ-მაჰდი აბდულა |
მემკვიდრე: | ალ-მანსურ ბილაჰი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 893 |
გარდ. თარიღი: | 17 მაისი, 946 |
შვილები: | ალ-მანსურ ბილაჰი |
დინასტია: | ფატიმიდები |
მამა: | ალ-მაჰდი აბდულა |
რელიგია: | შიიტური ისლამი |
ალ-ქაიმ ბი-ამრ ალაჰი (სრული სახელი — აბულ-ყასიმ იბნ ალ-მაჰდი, არაბ. أبو القاسم محمد بن المهدي القائم بأمر الله დ. 893 — გ. 17 მაისი, 946) — ფატიმიდების სახალიფოს მე-2 ხალიფა 934-946 წლებში, ფატიმიდთა დინასტიის დამაარსებლის, ალ-მაჰდი აბდულას ვაჟი.
ალ-ქაიმს მმართველობის პერიოდში არ დაუტოვებია სახალიფოს დედაქალაქი მახდია. ის იყო სუსტი და უნებისყოფო მმართველი. მის დროს სახელმწიფო საქმეებს ბერბერი სამხედრო პირები განაგებდნენ. 940-იან წლებში ალ-ქაიმის ნათესავებს რამდენიმეჯერ ჰქონდათ მისი გადაყენების მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. 944-947 წლებში მიმდინარე ბერბერებისა და აბუ იაზიდის აჯანყებებმა საგრძნობლად შეარყიეს ცენტრალური ხელისუფლება.
ალ-ქაიმი გარდაიცვალა 946 წლის 17 მაისს. მის შემდეგ ფატიმიდთა სახალიფოს სათავეში აღმოჩნდა მისი უფროსი ვაჟი, ალ-მანსური, რომელმაც დედაქალაქი მახდიიდან მანსურიაში გადაიტანა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Brett, Michael (2001). The Rise of the Fatimids: The World of the Mediterranean and the Middle East in the Fourth Century of the Hijra, Tenth Century CE, The Medieval Mediterranean. Leiden: BRILL. ISBN 9004117415.
- Halm, Heinz (1996). The Empire of the Mahdi: The Rise of the Fatimids, transl. by Michael Bonner, Handbook of Oriental Studies, Leiden: BRILL. ISBN 9004100563.
წინამორბედი: ალ-მაჰდი აბდულა |
ფატიმიდი ხალიფა 909-934 |
შემდეგი: ალ-მანსურ ბილაჰი |