ათგო — დასახლება, იწყება ათგოს ბორცვზე და იჭიმება კილდერის საზღვრამდე. ძირითადი საქმიანობაა ცხვრისა და მსხვილი რქოსანი საქონლის მოშენება. დასახელება ამ გარეუბანს მისცა ერთ-ერთმა დინებამ, რომელიც ზღვისკენ მიდის. ამჟამად ეს დინება წარმოადგენს პატარა წყაროს, რომელიც ათგოს მთიდან ჩაედინება მდინარე კამაკში (მდინარე ლიფის შენაკადი) აღმოსავლეთით.
გარეუბნის ძირითადი ღირსშესანიშნაობა არის კარგად შემონახული ორსართულიანი შენობა ათგო-პარკი, რომელიც 1800 წელს ააგეს. ჩრდილო-დასავლეთით პარკთან მდებარეობს ნანგრევები ათგოს ციხე-სიმაგრისა[1], რომელიც XVI საუკუნეში ააგეს.