[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია
ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია
ვარშავის ბრძოლა
ვარშავის ბრძოლა

ვარშავის ბრძოლაპოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის ერთ-ერთი საკვანძო ბრძოლა 1920 წლის 12-25 აგვისტოს, რომლის დროსაც პოლონეთმა შეძლო შეეჩერებინა წითელი არმიის წინსვლა და ომის მსვლელობაში მოეხდინა გარდატეხა.

ვარშავის ბრძოლაში გამარჯვებამ პოლონეთს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნა და საბჭოთა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის ძალითაც დათმო დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის ტერიტორიები.

სიახლეები
პაეტონგტარნ შინავატრა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


25 აგვისტო — ამ დღეს...
გალილეო გალილეი
გალილეო გალილეი
  • 1580 : ესპანელებმა ლისაბონი აიღეს და პორტუგალია ესპანეთს შეუერთეს.
  • 1609 : გალილეო გალილეიმ (სურათზე) მისი პირველი ტელესკოპის დემონსტრაცია მოახდინა.
  • 1814 : ბრიტანელებმა ვაშინგტონი ერთიანად გადაწვეს.
  • 1919 : მსოფლიოში პირველი რეგულარული ავიარეისი გაიხსნა მარშრუტით ლონდონიპარიზი.
  • 1920 : ვარშავის ბრძოლაში პოლონელებმა წითელი არმია დაამარცხეს.
  • 1944 : მეორე მსოფლიო ომი — მოკავშირეთა ძალებმა ნაცისტებისგან პარიზი გაათავისუფლეს.
  • 1988 : ლისაბონის ისტორიული ცენტრი ხანძარმა გაანადგურა.
  • 1990 : აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1991 : ბელარუსი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • იცით თუ არა, რომ?
    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი