ჩვენ ვართ წამყვანი მედია პლატფორმა და ვაერთიანებთ ახალგაზრდა ლიდერებს. გახდით გაბედული საზოგადოების წევრი, რომელიც ხვალინდელ დღეს ქმნის დღეს!
შეფასება
დარგის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს თქვენი სოციალური გავლენის, გამომგონებლობის, მეწარმეობის, შემოქმედებითობის და განვითარების პოტენციალს. აღნიშნული შეფასებების საფუძველზე, 6 კატეგორიაში 30 გამარჯვებულს Forbes Georgia-ს რედაქცია გამოავლენს.
ნომინანტები
30 წლამდელთა სიით გაგაცნობთ ნიჭიერ, საქმიან ახალგაზრდა ლიდერებს, რომელთა ნაკვალევს უკვე სხვებიც მიჰყვებიან. ყოველ ახალ სიას მოაქვს ახალი სახეები, ბიზნეს იდეები და პროგრესი.
წესები
თუ გინდა მონაწილეობა და 2024 წლის 31 დეკემბრისათვის კვლავ 30 წლის იქნები შემოგვიერთდი:
I. შეავსე ონლაინ განაცხადი დღეს
II. მოხვდი ფორბსის ე.წ „მოკლე სიაში“
III. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის აპრილში
განაცხადები მიიღება 2024 წლის 15 მარტამდე.
გამარჯვებულები
ჟიური
ანტრეპრენიორები როგორც კერძო წარმატების, ისე ზოგადი პროგრესის ამაჩქარებლები არიან. მათი საქმიანობა იწვევს ტრანსფორმაციას, რომლითაც მთელი საზოგადოება ხეირობს:
- წარმოება და ინდუსტრია
- მდგრადი ბიზნესი
- დამამუშავებელი მრეწველობა
- საკვები და სასმელი
- უძრავი ქონება
- ფარმაცია
- მეწარმეობასა და სტარტაპებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობები
აღმოაჩინეთ ციფრულ მომავალში გზის გამკვლევები. ეს ნიჭიერი ახალგაზრდები მაღალტექნოლოგიურ ჰორიზონტზე ინოვაციების მომდევნო ტალღას აზვირთებენ:
- ტექნოლოგიები
- ვაჭრობა და ელ. კომერცია
- ენერგეტიკა
- გეიმინგი
- ინფორმაცია და კომუნიკაცია
- კიბერუსაფრთხოება
- ტექნოლოგიებსა და ელ. კომერციასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობები
ფინანსები ჩვენი ახალგაზრდა ეკონომიკის მოწინავე, ერთ-ერთი ყველაზე ტევადი და განვითარებული სექტორია. შესაბამისად, ის გამორჩეულ ტალანტსაც უყრის თავს:
- ფინანსები
- ინვესტიციები
- ფინტეკი
- ბანკინგი
- დაზღვევა
- კრიპტო
- ფინანსებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობები
კაცობრიობა ცნობისმოყვარეობის ხარჯზე მდიდრდება. ეს ახალგაზრდები ძველ კითხვებზე ახალი პასუხების დაუღალავ ძიებას და სამყაროს შესახებ უკეთესი ცოდნის შექმნას უძღვნიან თავს:
- მეცნიერება
- ზოგადი განათლება
- უმაღლესი განათლება
- ედტექი
- განათლების პოლიტიკა
- არაფორმალური განათლება
- განათლებასა და მეცნიერებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობები
შემოქმედები მხოლოდ ტრენდსეტერები არ არიან. ისინი ხვალინდელი დღის ესთეტიკას ქმნიან და მომავლის სამყაროს შეგრძნებებსა და განცდებს განსაზღვრავენ:
- მუსიკა
- კინო
- არქიტექტურა
- მოდა
- ფერწერა
- დიზაინი
- ლიტერატურა
- გართობა
- ხელოვნებასა და სტილთან დაკავშირებული სხვა საქმიანობები
ცოტა ვინმეს აქვს ისეთი შთამაგონებელი და მაკონსოლიდირებელი ეფექტი, როგორიც ათლეტებს, რომელიც დიდებისკენ დაუოკებელი ლტოლვით ადამიანის უნარების შესახებ წარმოდგენას გვიცვლიან:
- პროფესიონალი ათლეტები
- სპორტული მედია
- სპორტის მენეჯმენტი
- მწვრთნელები და მსაჯები
- ექსტრემალური სპორტი
- სპორტთან დაკავშირებული სხვა საქმიანობები