[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ხანგრძლივად მცხოვრებ მცენარეს ეხება. სხვა მნიშვნელობების შესახებ იხილეთ ხე (მრავალმნიშვნელოვანი).
სეკვოია
ევროპული წიწვი
დიდი ბანიანი

ხე — ხანგრძლივად მცხოვრები მცენარე, რომელსაც აქვს მრავალწლოვანი გახევებული ღერო და ფესვები. ბუჩქისგან განსხვავებით ხის ღერო (შტამპი) და ვარჯი ყოველთვის მკვეთრად გამოხატულია. ღერო და ტოტები შედგება მერქნისა და ქერქისაგან. კორომში ხეს აქვს მაღალი ღერო (თითქმის ცილინდრული) და პატარა, საკმაოდ მაღლა განლაგებული ვარჯი, გაშლილი ადგილზე — მოკლე და სქელი ღერო, ვარჯიც უფრო ქვემოდან ეწყება.

ხე ფოთლების მიხედვით იყოფა წიწვოვან და ფართოფოთლოვან სახეობებად. პირველი გამოირჩევა უხეში მარადმწვანე ნემსისებრი ან ქერცლისებრი ფოთლებით, რომელიც ქმნის გირჩებსა და ღვიის კენკრებს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება მაგალითად, ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, ლარიქსი, კვიპაროზი, სეკვოია. ფართოფოთლოვანი ხეებისთვის დამახასიათებელია ფართო და ბრტყელი ფოთლები, რომელთა სისქე გაცილებით ნაკლებია სიგრძესა და სიგანეზე. ასეთი სახის ფოთლები ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ ცვივა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ნეკერჩხალი, წიფელი, იფანი, ევკალიპტი და სხვა.

ფოთლების კლასიფიკაციის გარდა ხეები იყოფა აგრეთვე ფოთოლმცვენ და მარადმწვანე ჯგუფებად. ფოთოლმცვენ მცენარეებს აქვთ ფოთლის საფრის მკვეთრი მონაცვლეობა; ხეზე არსებული ფოთოლი კარგავს მწვანე შეფერილობას, ფოთლები ცვივა. გარკვეული პერიოდი ხე უფოთლოდ ძლებს, შემდეგ, გაზაფხულზე კვირტიდან იზრდება ახალი ფოთოლი. მარადმწვანე ხეებისთვის ფოთლის საფრის მკვეთრი მონაცვლეობა დამახასიათებელი არ არის. ხეზე ფოთლები წელიწადის ყველაზე დროშია წარმოდგენილი, ხოლო ფოთოლშეცვლა თანდათან, მცენარის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს.

ხეების ძირითადი ნაწილებია: ფესვი, ღერო, ვარჯი, ფოთოლი.

  1. ფესვი — ძირითადი ვეგეტატიური ორგანო, რომლის ფუნქციებს შეადგენს წყლისა და მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებების შეწოვება ნიადაგიდან, მცენარის მიმაგრება ნიადაგზე, მთელ რიგ ორგანულ ნივთიერებათა სინთეზი.
  2. ღერო — ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, რომელიც ფოთლებთან ერთად ყლორტს შეადგენს. აქვს საყრდენი, გამტარი, დამგროვებელი ფუნქციები.
  3. ვარჯი — ხის ტანის მიწისზედა განშტოება. სხვადასხვა სახეობის ხეებს ერთმანეთისაგან განსხვავებული ფორმის ვარჯი აქვთ.
  4. ფოთოლიუმაღლეს მცენარეთა ორგანო, რომელიც ასრულებს ფოტოსინთეზისა და ტრანსპირაციის ფუნქციებს, ახორციელებს აირცვლას გარემოსთან და მონაწილეობს მცენარის ცხოველმოქმედების სხვა პროცესებში.

სხვადასხვა ქვეყნებში ფართოდ არის განვითარებული მერქნის დამუშვება, რომელიც წარმოადგენს რთულ ქსოვილს. ორლებლიანი ხემცენარების უმრავლესობისა და ყველა წიწვოვანის ღეროს მეორეულ მერქანში არჩევენ წლიურ რგოლებს და რადიალურ ანუ გულგულის სხივებს; თავის მხრივ, წლიურ რგოლში არჩევენ გაზაფხულის — ადრეული და შემოდგომის — გვიანა მერქნის ზონებს.

ხე ისევე როგორც ქვა წარმოადგენს ბუნებრივ მასალას, რომელიც არის სხვადასხვა გამოსახულების შემნახველი. მკვლევარების მიხედვით, ხემ უბიძგა ხელი დამწერლობის განვითარებას სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, უძველესი დროიდან ხე სიცოცხლესთან ასოცირდება.

მსოფლიოს უმაღლესი ხეების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Landmark Trees Archive: Tallest Coast Redwoods. ციტატა: „Hyperion, Redwood National Park, CA, 115.66 m“ ციტირების თარიღი: 2012-04-03.
  2. Landmark Trees Archive: Tallest Douglas Fir. ციტატა: „The Brummit Fir: Height 99.76 m, dbh 335 cm, on E. Fork Brummit Creek in Coos County, Oregon“ ციტირების თარიღი: 2012-04-03.
  3. Tasmania's Ten Tallest Giants. Tasmanian Giant Trees Consultative Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-18. ციტატა: „Height (m): 99.6; Diameter (cm): 405; Species: E. regnans; Tree identification: TT443; Name: Centurion; Location: south of Hobart; Year last measured: 2008“ ციტირების თარიღი: 2009-01-07.
  4. Gymnosperm Database: Picea sitchensis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-08. ციტატა: „This tree also has a sign nearby proclaiming it to be 'the world's largest spruce'. The two tallest on record, 96.7 m and 96.4 m, are in Prairie Creek Redwoods State Park, California“ ციტირების თარიღი: 2007-06-10.
  5. Landmark Trees Archive: Tallest Giant Sequoia. ციტირების თარიღი: 2012-04-03.
  6. Tallest Tropical Trees. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-08. ციტირების თარიღი: 2010-04-14.
  7. 7.0 7.1 7.2 Gymnosperm Database: How Old Is That Tree? დაარქივებული 2017-05-12 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on 2008-04-17.
  8. 8.0 8.1 Suzuki, E. 1997. The Dynamics of Old Cryptomeria japonica Forest on Yakushima Island. Tropics 6(4): 421–428. Available online დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხე&oldid=4637277“-დან